მოიძებნა 668043 ჩანაწერი
574901.
ბიოლოგია | თავი XLVI
მიუხედავად იმისა, რომ ამ პროცედურებში ათასობით დოლარი უნდა გადაიხადონ, შედეგად ათასობით ბავშვი ჩნდება.
Though they cost thousands of dollars per attempt, they have resulted in thousands of children.
574902.
ბიოლოგია | თავი XLVI
სადღეისოდ, ამ პროცედურების გამოყენებისას, შთამომავლობაში არანორმალურების პროცენტი დაბალია.
To date, evidence of abnormalities resulting from the procedures has been scanty.
574903.
ბიოლოგია | თავი XLVI
როგორც კი განაყოფიერება და იმპლანტაცია წარმატებით მოხდება, განვითარების პროგრამა ზიგოტას ბავშვად გარდაქმნის.
Once conception and implantation have successfully occurred, a developmental program unfolds that transforms the zygote into a baby.
574904.
ბიოლოგია | თავი XLVI
ამ განვითარების მექანიზმების გარკვევას ადამიანსა და სხვა ცხოველებში ეძღვნება თავი 47.1.
The mechanisms of this development in humans and other animals are the subject of Chapter 47.
574905.
ბიოლოგია | თავი XLVII
ცხოველთა განვითარება.
Animal Development.
574906.
ბიოლოგია | თავი XLVII
ცხოველების სხეულის შენების გეგმა.
A Body-Building Plan for Animals.
574907.
ბიოლოგია | თავი XLVII
ძნელია იმის წარმოდგენა, რომ თითოეული ჩვენგანი სიცოცხლეს ერთი უჯრედიდან იწყებს და ეს უჯრედი იმ დროის მონაკვეთში არსებობს, ვიდრე ამ წინადადების ბოლომდე ჩავალთ.
It is difficult to imagine that each of us began life as a single cell about the size of the period at the end of this sentence.
574908.
ბიოლოგია | თავი XLVII
სურ. 47.1-ზე ნაჩვენებია ადამიანის ემბრიონი ჩასახვიდან 6-8 კვირის ასაკში.
Figure 47.1 shows a human embryo about 6 to 8 weeks after conception.
574909.
ბიოლოგია | თავი XLVII
ტვინი ვითარდება თავში (მარცხნივ ზემოთ), ხოლო განვითარებადი გული (წითელი ლაქა ცენტრში) უკვე იწყებს პულსირებას.
The brain is forming in the head (upper left), and the developing heart (the red spot in the center) has already begun to pulsate.
574910.
ბიოლოგია | თავი XLVII
მხოლოდ ცხრა თვემდეა საჭირო, რათა ერთუჯრედიანი ზიგოტა ანუ განაყოფიერებული კვერცხუჯრედი ახალშობილ ადამიანად ჩამოყალიბდეს, რომელიც ტრილიონობით დიფერენცირებული უჯრედისგანაა აგებული და, რომლებიც სპეციფიკურ ქსოვილებად და ორგანოებად არიან ორგანიზებული.
It takes total of only about nine months for a single-celled zygote, or fertilized egg, to be transfigured into a newborn human, built of trillions of differentiated cells organized into specialized tissues and organs.
574911.
ბიოლოგია | თავი XLVII
კითხვა - როგორ გადაიქცევა ზიგოტა ცხოველად, საუკუნეების მანძილზე არსებობს.
The question of how a zygote becomes an animal has been asked for centuries.
574912.
ბიოლოგია | თავი XLVII
მე-18 საუკუნემდე პრეფორმაცია რჩებოდა წამყვან მოსაზრებად, რომლის თანახმად კვერცხი ან სპერმა ჩანასახს, სახეშეცვლილ მინიატიურულ ინფანტს ან „ჰომუნკულუსს” შეიცავდა, რომელიც განვითარების დროს უფრო დიდი ხდებოდა.
As recently as the 18th century, the prevailing theory was a notion called preformation: the idea that the egg or sperm contains an embryo-a preformed, miniature infant, or "homunculus"-that simply becomes larger during development.
574913.
ბიოლოგია | თავი XLVII
კომპეტენტური ახსნა ემბრიონის განვითარების თაობაზე ეპიგენეზი იყო, რაც 2000 წლით ადრე არისტოტელეს მიერ იყო წამოყენებული.
The competing theory of embryonic development was epigenesis, originally proposed 2,000 years earlier by Aristotle.
574914.
ბიოლოგია | თავი XLVII
ეპიგენეზის მიხედვით, ცხოველის ფორმის მიღება საწყისი უფორმო კვერცხიდან თანდათანობით ხდებოდა.
According to this theory, the form of an animal emerges gradually from a relatively formless egg.
574915.
ბიოლოგია | თავი XLVII
მიკროსკოპის გამოყენებით მე-19 საუკუნეში ბიოლოგებმა შეძლეს, დაენახათ ემბრიოგენეზის მიმდინარეობა პროგრესირებადი ნაბიჯების სახით და ეპიგენეზისი პრეფორმაციამ შეცვალა, რაც ემბრიოლოგებისთვის უფრო მისაღები აღმოჩნდა.
As microscopy improved during the 19th century, biologists could see that embryos took shape in a series of progressive steps, and epigenesis displaced preformation as the favored explanation among embryologists.
574916.
ბიოლოგია | თავი XLVII
პრეფორმაციის კონცეფციას ზოგიერთი ახსნა აქვს, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ემბრიონები თანდათანობით ვითარდებიან, მრავალი სახეობის განვითარების გეგმა უკვე მათსავე კვერცხშია ჩადებული.
The concept of preformation may have some merit, however: Although an embryo's form emerges gradually as it develops, aspects of the developmental plan are already in place in the eggs of many species.
574917.
ბიოლოგია | თავი XLVII
ორგანიზმების განვითარება დამოკიდებულია მათი ზიგოტის გენომზე და აგრეთვე იმ განსხვავებებზე, რაც ადრეულ ემბრიონულ უჯრედში წარმოიქმნება.
An organism's development is determined by the genome of the zygote and also by differences that arise between early embryonic cells.
574918.
ბიოლოგია | თავი XLVII
ეს განსხვავებები, თავის მხრივ, განსხვავებული უჯრედების განსხვავებული გენების ექსპრესიით არის განპირობებული.
These differences set the stage for the expression of different genes in different cells.
574919.
ბიოლოგია | თავი XLVII
ზოგიერთ სახეობაში ადრეული ემბრიონული უჯრედები თავიდანვე განსხვავებულია, დედის გაუნაყოფიერებელ კვერცხუჯრედში არსებული სუბსტანციების უჩვეულო გადანაწილების გამო, რასაც ციტოპლაზმური დეტერმინანტები ეწოდება.
In some species, early embryonic cells become different because of the uneven distribution within the unfertilized egg of maternal substances called cytoplasmic determinants.
574920.
ბიოლოგია | თავი XLVII
ეს ნივთიერებები იმ უჯრედების განვითარებაზე მოქმედებენ, რომლებიც მემკვიდრეობით ნიშნებს გადასცემენ ზიგოტის მიტოზური დაყოფის ადრეულ სტადიაზე.
These substances affect development of the cells that inherit them during early mitotic divisions of the zygote.