მოიძებნა 668043 ჩანაწერი
574961.
ბიოლოგია | თავი XLVII
მემბრანული პოტენციალის ამგვარ ცვლილებას დეპოლარიზაცია ეწოდება და საერთოა ყველა ცხოველური სახეობისთვის.
This change in membrane potential, called depolarization, is common among animal species.
574962.
ბიოლოგია | თავი XLVII
1-3წმ-ის განმავლობაში, როდესაც სპერმა კვერცხს მიუერთდება, დეპოლარიზაცია ხელს უშლის სპერმის სხვა უჯრედებს დამატებით შეერწყან კვერცხის პლაზმურ მემბრანას.
Occurring within about 1-3 seconds after a sperm binds to an egg, depolarization prevents additional sperm cells from fusing with the egg's plasma membrane.
574963.
ბიოლოგია | თავი XLVII
პოლისპერმიის ამ სწრაფი ბლოკირების გარეშე კვერცხს მრავალი სპერმა გაანაყოფიერებდა, რაც ზიგოტაში ქრომოსომების ნორმიდან გადახრილი (აბერაციული) რაოდენობის დაგროვებას გამოიწვევდა.
Without this fast block to polyspermy, multiple sperm could fertilize the egg, resulting in an aberrant number of chromosomes in the zygote.
574964.
ბიოლოგია | თავი XLVII
ქერქული რეაქცია.
The Cortical Reaction.
574965.
ბიოლოგია | თავი XLVII
მემბრანის დეპოლარიზაცია ერთ წუთამდე გრძელდება და ამგვარად ხდება პოლისპერმიის ხანმოკლე ბლოკირება.
The membrane depolarization lasts for only a minute or so, thus functioning only as a short-term block to polyspermy.
574966.
ბიოლოგია | თავი XLVII
ამასთანავე, კვერცხისა და სპერმის პლაზმური მემბრანების შერწყმა ცვლილებების მთელ სერიებს იწვევს, რაც პოლისპერმიის ხანგრძლივ ბლოკირებას განაპირობებს.
However, fusion of egg and sperm plasma membranes also triggers a series of changes in the egg that cause a longerlasting block.
574967.
ბიოლოგია | თავი XLVII
სპერმის დაკავშირება ააქტიურებს გადაცემის სიგნალს, რომელიც ორ მეორად მესენჯერს – IP3 და DAG შეიცავს და, რომელიც აიძულებს კალციუმს (Ca2+) ენდოპლაზმური რეტიკულუმიდან (ER) ციტოზოლში გამოიყოს.
Sperm binding appears to activate a signal transduction pathway involving two second messengers, IP3 and DAG, that cause calcium (Ca2+) to be released from the egg's endoplasmic reticulum (ER) into the cytosol.
574968.
ბიოლოგია | თავი XLVII
ER-დან გამოყოფილი Ca2+ სპერმის კავშირის ადგილზე იწყებს შესვლასა და ტალღისებურ გავრცელებას განაყოფიერებული კვერცხის გასწვრივ.
The Ca2+ release from the ER begins at the site of sperm entry and then propagates in a wave across the fertilized egg.
574969.
ბიოლოგია | თავი XLVII
წამების განმავლობაში Ca2+-ის მაღალი კონცენტრაცია ქერქულ რეაქციას აძლევს საწყისს. ამ დროს მემბრანის ქვეშ, კვერცხის ქერქზე მოთავსებული მრავალი ვეზიკულა კვერცხის პლაზმურ მემბრანას ერწყმის.
Within seconds, the high concentration of Ca2+ brings about the cortical reaction, fusion with the egg's plasma membrane of numerous vesicles lying in the egg's cortex, the area just beneath the membrane.
574970.
ბიოლოგია | თავი XLVII
ქერქული გრანულები, რომლებიც ოვოგენეზის დროს წარმოიქმნება ახლა თავის შიგთავსს პერივიტალინურ სივრცეში გამოყოფს, პლაზმურ მემბრანასა და ყვითრის შრეს შორის არსებული სივრცე.
These cortical granules, formed during oogenesis, now release their contents into the perivitelline space, the space between the plasma membrane and the vitelline layer.
574971.
ბიოლოგია | თავი XLVII
ქერქული გრანულებიდან გამოყოფილი ფერმენტები ამცირებენ ყვითრის შრის პლაზმურ მემბრანაზე შეჭიდულობას, რაც ცილებით ხორციელდება, ამავე დროს, მუკოპოლისაქარიდები ოსმოსურ გრადიენტს წარმოქმნის, რის გამოც, წყალი აღწევს პერივიტალინურ სივრცეში და მის გაჯირჯვებას იწვევს.
Enzymes released from the cortical granules degrade proteins holding the vitelline layer to the plasma membrane, while mucopolysaccharides produce an osmotic gradient, drawing water into the perivitelline space and swelling it.
574972.
ბიოლოგია | თავი XLVII
ეს მოვლენა თავის მხრივ, ყვითრის შრეს პლაზმური მემბრანიდან გარეთ გამოაგდებს და სხვა ფერმენტები ყვითრის შრის გამყარებას უწყობს ხელს.
The swelling pushes the vitelline layer away from the plasma membrane, and other enzymes harden it.
574973.
ბიოლოგია | თავი XLVII
მიმდინარეობს განსხვავებული ფერმენტების გამომუშავება და ყვითრის შრის დარჩენილი რეცეპტორული ცილების გამოყოფა.
Different enzymes clip off and release the external portions of the remaining receptor proteins from the vitelline layer.
574974.
ბიოლოგია | თავი XLVII
ეს ცვლილებები ყვითრის შრეს განაყოფიერების აფსკად გადააქცევს, რაც კვერცხს სპერმის დამატებითი რაოდენობისგან იცავს.
These changes transform the vitelline layer into the fertilization envelope, which resists the entry of additional sperm.
574975.
ბიოლოგია | თავი XLVII
ეს განაყოფიერების აფსკი და სხვა ცვლილებები, რომლებიც კვერცხის ზედაპირზე მიმდინარეობს პოლისპერმიის ნელ ბლოკს წარმოადგენს.
The fertilization envelope and other changes in the egg's surface function together as a longer-term slow block to polyspermy.
574976.
ბიოლოგია | თავი XLVII
მიუხედავად იმისა, რომ ქერქული რეაქცია ძირითადად ზღვის ზღარბზეა შესწავლილი, ეს მოვლენები ასევე მიმდინარეობს ხერხემლიანებში – თევზებში და ძუძუმწოვრებში.
Although studied in greatest detail in sea urchins, the cortical reaction is known to occur in vertebrates such as fishes and mammals.
574977.
ბიოლოგია | თავი XLVII
კვერცხის აქტივაცია.
Activation of the Egg.
574978.
ბიოლოგია | თავი XLVII
მეორე შედეგი, რომელიც კვერცხის ციტოზოლში Ca2+-ის კონცენტრაციის სწრაფი მატებით მიიღება, კვერცხის სუნთქვის დონისა და ცილების სინთეზის მნიშვნელოვანი ზრდაა.
Another outcome of the sharp rise in Ca2+ concentration in the eggs cytosol is a substantial increase in the rates of cellular respiration and protein synthesis by the egg cell.
574979.
ბიოლოგია | თავი XLVII
მეტაბოლიზმის ამგვარ სწრაფ გაძლიერებას კვერცხის აქტივაციას უწოდებენ.
With these rapid changes in metabolism, the egg is said to be activated.
574980.
ბიოლოგია | თავი XLVII
მიუხედავად იმისა, რომ სპერმის დაკავშირება და შეზრდა კვერცხის აქტივაციისთვის ტრიგერულია, თავად სპერმის უჯრედები არ უწყობენ ხელს რაიმე საჭირო მასალების წარმოქმნას.
Although the binding and fusion of sperm are triggers for egg activation, sperm cells do not contribute any materials required for activation.