მოიძებნა 668043 ჩანაწერი
575521.
ბიოლოგია | თავი XLVIII
შესაბამისად, შიგნით მიმართულ დენს, რომელიც მოქმედების პოტენციალით აქსონის მემბრანის დეპოლარიზაციას იწვევს მომდევნო უბანში, არ შეუძლია წარმოქმნას სხვა მოქმედების პოტენციალი მის უკან მდებარე უბანში.
Consequently, the inward current that depolarizes the axon membrane ahead of the action potential cannot produce another action potential behind it.
575522.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ეს ეწინააღმდეგება მოქმედების პოტენციალის გავრცელებას უკან, უჯრედის სხეულისკენ.
This prevents action potentials from traveling back toward the cell body.
575523.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ამგვარად, ერთხელ აღმოცენებული მოქმედების პოტენციალი, ჩვეულებრივ გადაადგილდება მხოლოდ ერთი მიმართულებით - სინაფსური დაბოლოებისკენ.
Thus, once an action potential starts, it normally moves in only one direction-toward the synaptic terminals.
575524.
ბიოლოგია | თავი XLVIII
გატარების სიჩქარე.
Conduction Speed.
575525.
ბიოლოგია | თავი XLVIII
მოქმედების პოტენციალის გატარების სიჩქარეზე რიგი ფაქტორები ახდენს გავლენას.
Several factors affect the speed at which action potentials are conducted.
575526.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ერთი ფაქტორია აქსონის დიამეტრი: რაც უფრო დიდია აქსონის დიამეტრი, მით უფრო სწრაფია გატარება.
One factor is the diameter of the axon: The larger (wider) the axon's diameter, the faster the conduction.
575527.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ეს ხდება იმიტომ, რომ ელექტრული დენის ნაკადის მიმართ გამტარის (როგორიცაა მავთული ან აქსონი) წინაღობა (რეზისტენტულობა) განივკვეთის უკუპროპორციულია.
This is because resistance to the flow of electrical current is inversely proportional to the cross-sectional area of a conductor (such as a wire or an axon).
575528.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ანალოგიის თვალსაზრისით განვიხილოთ განიერი შლანგი, რომელიც უფრო ნაკლებად რეზისტენტულია წყლის ნაკადისადმი, ვიდრე ვიწრო.
As an analogy, think about how a wide hose offers less resistance to the flow of water than a narrow hose does.
575529.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ამის მსგავსად, განიერი აქსონი მოქმედების პოტენციალთან დაკავშირებული დეპოლარიზაციული დენისადმი ნაკლებ რეზისტენტულია ვიწროსთან შედარებით.
Similarly, a wide axon provides less resistance to the depolarizing current associated with an action potential than a narrow axon does.
575530.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ამგვარად, დეპოლარიზაცია შეიძლება გავრცელდეს უფრო შორს განიერი აქსონის შიდა მხრის გასწვრივ და ამით შედარებით სწრაფად მიუახლოოს მემბრანის უფრო მოცილებული უბნები ზღურბლს.
Hence, the resulting depolarization can spread farther along the interior of a wide axon, bringing more distant regions of the membrane to the threshold sooner.
575531.
ბიოლოგია | თავი XLVIII
უხერხემლოებში გატარების სიჩქარე ძალიან ვიწრო აქსონებში იცვლება რამდენიმე სმ/ წმ-ში, ხოლო კალმარებისა და ზოგიერთი ფეხსახსრიანის გიგანტურ აქსონში დაახლოებით 100 მ/წმ-ში.
In invertebrates, conduction speed varies from several centimeters per second in very narrow axons to about 100 m/sec in the giant axons of squids and some arthropods.
575532.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ეს გიგანტური აქსონები მოქმედებენ ისეთ ქცევით პასუხებში, რომლებიც მოითხოვენ დიდ სისწრაფეს, როგორიც არის კუდის უკუკვრა, რომელიც საშუალებას აძლევს ასთაკვს ან მდინარის კიბოს, გაექცნენ მტაცებელს.
These giant axons function in behavioral responses requiring great speed, such as the backward tail-flip that enables a lobster or crayfish to escape from a predator.
575533.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ხერხემლიანებში განვითარებულია მოქმედების პოტენციალის გატარების სიჩქარის გაზრდის სხვადასხვა საშუალება.
A different means of increasing the conduction speed of action potentials has evolved in vertebrates.
575534.
ბიოლოგია | თავი XLVIII
გავიხსენოთ, რომ მრავალი ხერხემლიანის აქსონი დაფარულია მიელინის გარსით.
Recall that many vertebrate axons are surrounded by a myelin sheath.
575535.
ბიოლოგია | თავი XLVIII
მიელინი ზრდის მოქმედების პოტენციალის გატარების სიჩქარეს აქსონის მემბრანის იზოლაციით.
Myelin increases the conduction speed of action potentials by insulating the axon membrane.
575536.
ბიოლოგია | თავი XLVIII
იზოლაციას აქვს იგივე ეფექტი, რაც აქსონის დიამეტრის გაზრდას.
Insulation has the same effect as increasing the axon's diameter.
575537.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ის იწვევს მოქმედების პოტენციალთან დაკავშირებული დეპოლარიზაციული დენის შემდგომ გავრცელებას აქსონის შიდა არის გასწვრივ, რაც გაცილებით სწრაფად აახლოებს მემბრანის უფრო მოცილებულ უბნებს ზღურბლთან.
It causes the depolarizing current associated with an action potential to spread farther along the interior of the axon, bringing more distant regions of the membrane to the threshold sooner.
575538.
ბიოლოგია | თავი XLVIII
მიელინიზაციის დიდი უპირატესობაა მისი სივრცითი ეფექტურობა.
The great advantage of myelination is its space efficiency.
575539.
ბიოლოგია | თავი XLVIII
მიელინიზებულ აქსონს 20 μმ დიამეტრით, ახასიათებს დაახლოებით იგივე გატარების სიჩქარე, რაც კალმარის გიგანტურ აქსონს (1 მმ დიამეტრით), მაგრამ 2,000-ზე მეტი ასეთი მიელინიზებული აქსონი, შესაძლებელია მოთავსდეს იმ სივრცეში, რომელიც უკავია მხოლოდ ერთ გიგანტურ აქსონს.
A myelinated axon 20 μm in diameter has about the same conduction speed as a squid giant axon (diameter 1 mm), but more than 2,000 of those myelinated axons could be packed into the space occupied by just one giant axon.
575540.
ბიოლოგია | თავი XLVIII
მიელინიზებულ აქსონში, პოტენციალ-მგრძნობიარე Na++- ისა და K+-ის არხები კონცენტრირებულია მიელინის გარსის ნაპრალებში, რომლებსაც უწოდებენ რანვიეს შევიწროებას.
In a myelinated axon, voltage-gated Nat and K+ channels are concentrated at gaps in the myelin sheath called nodes of Ranvier.