მოიძებნა 668043 ჩანაწერი
575541.
ბიოლოგია | თავი XLVIII
უჯრეთგარე სითხე კონტაქტს ამყარებს აქსონის მემბრანასთან მხოლოდ რანვიეს შევიწროებაში.
The extracellular fluid is in contact with the axon membrane only at the nodes.
575542.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ამის შედეგად მოქმედების პოტენციალი არ წარმოიქმნება შევიწროებას შორის არსებულ უბნებში.
As a result, action potentials are not generated in the regions between the nodes.
575543.
ბიოლოგია | თავი XLVIII
უფრო სწორედ, შემავალი დენი, რომელიც წარმოიქმნება სივიწროვეში, მოქმედების პოტენციალის აღმავალ ფაზაში, გაივლის მთელ გზას შემდგომ შევიწროებამდე, სადაც ის ახდენს მემბრანის დეპოლარიზაციას და გენერირებს ახალ მოქმედების პოტენციალს.
Rather, the inward current produced during the rising phase of the action potential at a node travels all the way to the next node, where it depolarizes the membrane and generates a new action potential.
575544.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ამ მექანიზმს უწოდებენ სალტატორულ გავრცელებას (ლათინური saltare, ნიშნავს - ნახტომს), რადგანაც შთაბეჭდილება იქმნება, რომ მოქმედების პოტენციალი ხტუნავს აქსონის გასწვრივ შევიწროებიდან შევიწროებამდე.
This mechanism is called saltatory conduction (from the Latin saltare, to leap) because the action potential appears to jump along the axon from node to node.
575545.
ბიოლოგია | თავი XLVIII
სალტატორული გატარებით მოქმედების პოტენციალის სიჩქარე მიელინიზებულ აქსონში 120მ/წმ-ია.
Saltatory conduction can transmit action potentials at speeds up to 120 m/sec in myelinated axons.
575546.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ნეირონები სხვა უჯრედებთან სინაფსების მეშვეობით ურთიერთობენ.
Neurons communicate with other cells at synapses.
575547.
ბიოლოგია | თავი XLVIII
როდესაც მოქმედების პოტენციალი აღწევს აქსონის დაბოლებას, ის ჩვეულებრივ იქ ჩერდება.
When an action potential reaches the terminals of an axon, it generally stops there.
575548.
ბიოლოგია | თავი XLVIII
უმეტეს შემთხვევაში, მოქმედების პოტენციალი არ გადაეცემა ნეირონიდან სხვა უჯრედებს.
In most cases, action potentials are not transmitted from neurons to other cells.
575549.
ბიოლოგია | თავი XLVIII
მიუხედავად ამისა, ინფორმაცია გადაეცემა და ეს სინაფსებში ხდება.
However, information is transmitted, and this transmission occurs at the synapses.
575550.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ზოგიერთი სინაფსი, რომლებსაც ელექტრულ სინაფსებს უწოდებენ, შეიცავენ ნაპრალოვან კონტაქტებს, რომლებიც განაპირობებენ ელექტრული დენის გატარებას პირდაპირ უჯრედიდან უჯრედზე.
Some synapses, called electrical synapses, contain gap junctions, which do allow electrical current to flow directly from cell to cell.
575551.
ბიოლოგია | თავი XLVIII
როგორც ხერხემლიანებში, ასევე უხერხემლოებში, ელექტრული სინაფსები ახდენენ იმ ნეირონების აქტივობის სინქრონიზაციას, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან გარკვეულ სწრაფ, სტერეოტიპულ ქცევაზე.
In both vertebrates and invertebrates, electrical synapses synchronize the activity of neurons responsible for certain rapid, stereotypical behaviors.
575552.
ბიოლოგია | თავი XLVIII
მაგალითად, ასთაკვისა და სხვა კიბოსნაირების გიგანტური აქსონები დაკავშირებული არიან ელექტრული სინაფსებით და აადვილებენ მათი გაქცევის პასუხების სწრაფ შესრულებას.
For example, electrical synapses associated with the giant axons of lobsters and other crustaceans facilitate the swift execution of their escape responses.
575553.
ბიოლოგია | თავი XLVIII
სინაფსის დიდი უმრავლესობა ქიმიური სინაფსია, სადაც ხდება ქიმიური ნეიროტრანსმიტერის გამოყოფა პრესინაფსური ნეირონიდან.
The vast majority of synapses are chemical synapses, which involve the release of a chemical neurotransmitter by the presynaptic neuron.
575554.
ბიოლოგია | თავი XLVIII
პრესინაფსური ნეირონი ასინთეზებს ნეიროტრანსმიტერს და ფუთავს მას სინაფსურ ვეზიკულებში, რომლებიც გროვდება სინაფსურ დაბოლოებებში.
The presynaptic neuron synthesizes the neurotransmitter and packages it in synaptic vesicles, which are stored in the neuron's synaptic terminals.
575555.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ასობით სინაფსური ტერმინალი ურთიერთქმედებს პოსტსინაფსური ნეირონის უჯრედის სხეულთან და დენდრიტებთან.
Hundreds of synaptic terminals may interact with the cell body and dendrites of a postsynaptic neuron.
575556.
ბიოლოგია | თავი XLVIII
როდესაც მოქმედების პოტენციალი მიაღწევს სინაფსურ ტერმინალს, ის ახდენს ტერმინალური მემბრანის დეპოლარიზაციას და მემბრანაში პოტენციალ-მგრძნობიარე კალციუმის არხებს ხსნის.
When an action potential reaches a synaptic terminal, it depolarizes the terminal membrane, opening voltage-gated calcium channels in the membrane.
575557.
ბიოლოგია | თავი XLVIII
შემდეგ კალციუმის იონები (Ca2+) დიფუნდირებენ ტერმინალში, აქ მათი კონცენტრაციის გაზრდა იწვევს ზოგიერთი სინაფსური ვეზიკულის შერწყმას ტერმინალურ მემბრანასთან და ნეიროტრანსმიტერის გამოყოფას ეგზოციტოზის გზით.
Calcium ions (Ca2+) then diffuse into the terminal, and the rise in Ca2+ concentration in the terminal causes some of the synaptic vesicles to fuse with the terminal membrane, releasing the neurotransmitter by exocytosis.
575558.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ნეიროტრანსმიტერი დიფუნდირებს სინაფსურ ნაპრალში - ვიწრო ხვრელში, რომლითაც პრესინაფსური ნეირონი განცალკევებულია პოსტსინაფსური უჯრედისგან.
The neurotransmitter diffuses across the synaptic cleft, a narrow gap that separates the presynaptic neuron from the postsynaptic cell.
575559.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ნეიროტრანსმიტერის ეფექტი პოსტსინაფსურ უჯრედზე შეიძლება იყოს პირდაპირი ან არაპირდაპირი (შემდეგში იქნება აღწერილი).
The effect of the neurotransmitter on the postsynaptic cell may be either direct or indirect (described next).
575560.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ინფორმაციის გადაცემა უფრო მეტად ექვემდებარება ცვლილებებს ქიმიურ სინაფსებში, ვიდრე ელექტრულ სინაფსებში.
Information transfer is much more modifiable at chemical synapses than at electrical synapses.