მოიძებნა 668043 ჩანაწერი
576241.
ბიოლოგია | თავი XLIX
მწერებსაც ოლფაქტორული წამწამების გამოყენებით, შეუძლიათ ჰაერში არსებული ქიმიური ნივთიერებების ყნოსვა. ეს წამწამები, ჩვეულებრივ, ანტენებზეა მოთავსებული.
Insects are also capable of smelling airborne chemicals using olfactory hairs, usually located on the antennae.
576242.
ბიოლოგია | თავი XLIX
გემოვნება ადამიანებში.
Taste in Humans.
576243.
ბიოლოგია | თავი XLIX
ადამიანების გემოვნების რეცეპტორები სახეშეცვლილი ეპითელური უჯრედებია, რომლებიც გემოვნების კვირტებშია მოთავსებული. როგორც 49.14-ე სურათზეა ნაჩვენები ისინი ენისა და პირის რამდენიმე უბანშია მიმოფანტული.
The receptor cells for taste in humans are modified epithelial cells organized into taste buds, which are scattered in several areas of the tongue and mouth, as shown in Figure 49.14 on the next page.
576244.
ბიოლოგია | თავი XLIX
გემოვნების უმეტესი კვირტი დაკავშირებულია დვრილის ფორმის პროექციებთან, რომელთაც პაპილები ეწოდებათ.
Most taste buds on the tongue are associated with nipple-shaped projections called papillae.
576245.
ბიოლოგია | თავი XLIX
გლუტამინი არის არომატის გამაძლიერებელი მონონატრიუმ გლუტამატის (მნგ) ძირითადი ნაწილი და უხვად არის ისეთ საკვებში, როგორიცაა ხორცი და ძველი ყველი.
Glutamate is the key component of the flavor enhancer monosodium glutamate (MSG) and is abundant in foods such as meat and aged cheese.
576246.
ბიოლოგია | თავი XLIX
გემოვნების რეცეპტორის თითოეული ტიპი შეიძლება გააქტიურდეს ნივთიერებათა ფართო სპექტრით, მაგრამ ყველაზე მგრძნობიარეა განსაზღვრული ტიპის ნივთიერების მიმართ.
Each type of taste receptor can be stimulated by a broad range of chemicals but is most responsive to a particular type of substance.
576247.
ბიოლოგია | თავი XLIX
რთული არომატები აღიქმება ტვინში გემოს ბევრი რეცეპტორიდან წამოსული განსხვავებული სიგნალის ინტეგრაციის შედეგად.
Complex flavors are perceived as the brain integrates the differential input from many taste receptors.
576248.
ბიოლოგია | თავი XLIX
იმ ქემორეცეპტორებს, რომლებიც მარილიანობას – ძირითადად ნატრიუმის იონების არსებობას – და სიმჟავეს – წყალბადის იონებით წარმოქმნილ მჟავებს – აფიქსირებენ მემბრანაში აქვთ არხები, რომელთა საშუალებითაც ეს იონები დიფუნდირდებიან.
Chemoreceptors that detect saltiness-mainly the presence of sodium ions (Na)-and sourness-hydrogen ions (H) generated by acids-have channels in their plasma membrane through which these ions can diffuse.
576249.
ბიოლოგია | თავი XLIX
Na+ + ან H + შესვლა უჯრედის დეპოლარიზაციას იწვევს.
The influx of Nat or H+ depolarizes the cell.
576250.
ბიოლოგია | თავი XLIX
უმამი რეცეპტორების მექანიზმი შესაძლოა მოიცავდეს გლუტამატის დაკავშირებას Na++-ის რეცეპტორებთან; როდესაც გლუტამატი დაკავშირდება არხი იხსნება; Na++ შედის უჯრედში და ხდება დეპოლარიზაცია.
The mechanism for umami chemoreceptors may involve the binding of glutamate to Na++ channels; when glutamate is bound, the channels open, Na++ diffuses into the cell, and the cell depolarizes.
576251.
ბიოლოგია | თავი XLIX
ზოგ ქემორეცეპტორში, რომელიც ისეთ მწარე ნივთიერებებს ამჟღავნებს, როგორიც არის ქინინია, კალიუმის იონების არხის დაკეტვა ხდება; შედეგად K-ის მიმართ მემბრანის განვლადობა მცირდება და უჯრედი დეპოლარიზდება.
In some chemoreceptors that detect bitter substances, such as quinine, the substance binds to potassium ion channels and closes them; the resulting decrease in the membrane's permeability to K depolarizes the cell.
576252.
ბიოლოგია | თავი XLIX
სიტკბო შეიგრძნობა იმ ქემორეცეპტორებით. რომლებსაც შაქრების რეცეპტორული ცილები აქვთ; შაქრის მოლეკულების დაკავშირება რთავს სიგნალის გადაცემის გზას, რის შედეგად დეპოლარიზაცია ყალიბდება.
Finally, sweetness is detected by chemoreceptors that have receptor proteins for sugars; binding of a sugar molecule to a receptor protein triggers a signal transduction pathway that results in depolarization.
576253.
ბიოლოგია | თავი XLIX
გემოს ყველა რეცეპტორში, უჯრედის დეპოლარიზაცია იწვევს მგრძნობიარე ნეირონზე ნეირომედიატორის გამოთავისუფლებას, რომელიც მოქმედების პოტენციალებს ტვინისკენ გადასცემს.
In all taste receptors, the depolarization causes the cell to release neurotransmitter onto a sensory neuron, which transmits action potentials to the brain.
576254.
ბიოლოგია | თავი XLIX
ყნოსვა ადამიანებში.
Smell in Humans.
576255.
ბიოლოგია | თავი XLIX
ოლფაქტორული რეცეპტორები ნეირონებია, რომლებიც ცხვირის ღრუს ზედა ნაწილში მდებარეობს და იმპულსებს უშუალოდ საყნოსავი (ოლფაქტორული) ბოლქვისკენ აგზავნის.
Olfactory receptor cells are neurons that terline the upper portion of the nasal cavity and send impulses along their axons diand rectly to the olfactory bulb of the brain.
576256.
ბიოლოგია | თავი XLIX
მიმღებ ბოლოებს აქვთ წამწამები, რომლებიც იჭრებიან ცხვირის ლორწოვან შრეში.
The receptive ends of the bcells contain cilia that extend into the layer of mucus coating the nasal cavity.
576257.
ბიოლოგია | თავი XLIX
როდესაც სუნიანი ნივთიერება დიფუნდირდება ამ უბანში, ის უკავშირდება ოლფაქტორული წამწამების მემბრანებზე არსებულ განსაკუთრებულ ცილებს, რომელთაც ოდორანტული რეცეპტორები (ორ) ეწოდებათ.
When an odorous substance, or odorant, diffuses into this region, it binds to specific proteins called odorant receptors (ORS) on the plasma membrane of the ol factory cilia.
576258.
ბიოლოგია | თავი XLIX
ეს დაკავშირება რთავს სიგნალის გადაცემის გზას, რომელიც G პროტეინებს, ადენილატ ციკლაზას და მეორად მესენჯერს - ციკლურ ამფ-ს მოიცავს.
The binding triggers a signal transduction pathway involving a G protein, the enzyme adenylyl cyclase, and the second messenger cyclic AMP.
576259.
ბიოლოგია | თავი XLIX
მეორადი მესენჯერი ხსნის არხებს, რომლებიც Na++ და Ca2+-ის მიმართ არიან გამტარი.
The second messenger opens channels in the plasma membrane that are permeable to both Na+ and Ca2+ ions.
576260.
ბიოლოგია | თავი XLIX
ამ იონების შესვლა მემბრანის დეპოლარიზაციას იწვევს.
The influx of these ions depolarizes the membrane.