მოიძებნა 668043 ჩანაწერი
576221.
ბიოლოგია | თავი XLIX
წყლის მოძრაობა ღუნავს კუპულას და იწვევს წამწამოვანი უჯრედების დეპოლარიზაციას. ეს თავის მხრივ წარმოქმნის მოქმედების პოტენციალებს, რომლებიც მგრძნობიარე ნეირონების აქსონებით გადაეცემა ტვინს.
Water movement bends the cupula, depolarizing the hair cells and leading to action potentials that are transmitted along the axons of sensory neurons to the brain.
576222.
ბიოლოგია | თავი XLIX
ეს ინფორმაცია ეხმარება თევზს აღიქვას თავისი მოძრაობა წყალში ან მის სხეულზე შემხები წყლის ტალღების მიმართულება და სიჩქარე.
This information helps the fish perceive its movement through water or the direction and velocity of water currents flowing over its body.
576223.
ბიოლოგია | თავი XLIX
ლატერალური ხაზის სისტემა ასევე ამჩნევს წყლის მოძრაობას ან ვიბრაციას, რომელიც წარმოიქმნება სხვა ობიექტების (მტრის ან მსხვერპლის) მოძრაობით.
The lateral line system also detects water movements or vibrations that are generated by other moving objects, including prey and predators.
576224.
ბიოლოგია | თავი XLIX
ხმელეთის ხერხემლიანებში, შიდა ყური განვითარდა როგორც სმენისა და წონასწორობის მთავარი ორგანო.
In terrestrial vertebrates, the inner ear has evolved as the main organ of hearing and equilibrium.
576225.
ბიოლოგია | თავი XLIX
ზოგ ამფიბიას, მაგალითად, როგორიცაა თავკომბალა აქვს ლატერალური ხაზის სისტემა. მაგრამ არა ზრდასრულს, რომელიც ხმელეთზე ცხოვრობს.
Some amphibians have a lateral line system as tadpoles, but not as adults living on land.
576226.
ბიოლოგია | თავი XLIX
ხმელეთის გომბეშოსა, ან ბაყაყში ბგერითი ვიბრაცია ჰაერიდან გადაეცემა შიდა ყურს სხეულის ზედაპირზე არსებული ტიმპანური მემბრანის და შუა ყურის ერთი ძვლის საშუალებით.
In the ear of a terrestrial frog or toad, sound vibrations in the air are conducted to the inner ear by a tympanic membrane on the body surface and a single middle ear bone.
576227.
ბიოლოგია | თავი XLIX
არსებობს ასევე დამამტკიცებელი საბუთები, რომ ბაყაყის ფილტვები ვიბრირებს ბგერის საპასუხოდ და ატარებს ამ ვიბრაციას სმენის მილის გავლით ყურის ბარაბნისკენ.
There also is evidence that the lungs of a frog vibrate in response to sound and transmit their vibrations to the eardrum via the auditory tube.
576228.
ბიოლოგია | თავი XLIX
საკულას პატარა გვერდითა ჯიბე ფუნქციონირებს, როგორც ბაყაყის სმენის მთავარი ორგანო და საკულას ამ გამონაზარდმა მისცა დასაბამი ძუძუმწოვართა ევოლუციაში უფრო დახვეწილ ლოკოკინას.
A small side pocket of the saccule functions as the main hearing organ of the frog, and it is this outgrowth of the saccule that gave rise to the more elaborate cochlea during the evolution of mammals.
576229.
ბიოლოგია | თავი XLIX
ფრინველებს აქვთ ლოკოკინა.
Birds also have a cochlea.
576230.
ბიოლოგია | თავი XLIX
ამფიბიების მსგავსად ბგერა ტიმპანური მემბრანისა და ერთი ძვლის გავლით შიდა ყურს გადაეცემა.
However, as in amphibians, sound is conducted from the tympanic membrane to the inner ear by a single bone, the stapes.
576231.
ბიოლოგია | თავი XLIX
გემოსა და ყნოსვის შეგრძნებები უმეტეს ცხოველში მჭიდროდაა დაკავშირებული.
The senses of taste and smell are closely related in most animals.
576232.
ბიოლოგია | თავი XLIX
ბევრი ცხოველი ქიმიურ შეგრძნებას იყენებს მეწყვილეს საპოვნელად (ისევე როგორც, მამრი აბრეშუმის ჭია რეაგირებს მდედრის მიერ გამოყოფილ ფერომონებზე), ტერიტორიის ცნობისთვის, რომელიც ამა თუ იმ ქიმიური ნივთიერებით არის მონიშნული (როდესაც ძაღლები და კატები მათი მეზობლების მიერ მონიშნულ საზღვრებს ყნოსავენ) და მიგრაციის დროს ნავიგაციაში დასახმარებლად (როგორც ორაგული იყენებს წარმოშობის ნაკადის უნიკალურ სუნს, გასამრავლებლად უკან დაბრუნებისთვის).
Many animals use their chemical senses to find mates (as) when male silk moths respond to pheromones emitted by females), to recognize territory that has been marked by some chemical substance (as when dogs and cats sniff boundaries that have been staked out by their spraying neighbors), and to help navigate during migration (as when salmon use the unique scent of their streams of origin to return for breeding).
576233.
ბიოლოგია | თავი XLIX
ქიმური „საუბარი“ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ისეთი ცხოველებისთვის, როგორიცაა ჭიანჭველა და ფუტკარი, რომლებიც დიდ სოციალურ ჯგუფებში ცხოვრობენ.
Chemical "conversation" is especially important for animals, such as ants and bees, that live in large social groups.
576234.
ბიოლოგია | თავი XLIX
ყველა ცხოველში კვების ქცევაში ქიმიური შეგრძნება ძალიან მნიშვნელოვანია.
In all animals, chemical senses are important in feeding behavior.
576235.
ბიოლოგია | თავი XLIX
მაგალითად, ჰიდრა შემწოვ მოძრაობას ნივთიერება გლუტათიონის დეტექციისას ახორციელებს, რომელიც ჰიდრას საცეცებში მოქცეული მსხვერპლის მიერ გამოიყოფა.
For example, a hydra begins to make ingestive movements when it detects the compound glutathione, which is released from prey captured by the hydra's tentacles.
576236.
ბიოლოგია | თავი XLIX
ორივე, გუსტაციის (გემოს) და ოლფაქტორული (სუნის) შეგრძნება იმ ქემორეცეპტორებზეა დამოკიდებული, რომლებიც გარემოში განსაკუთრებულ ნივთიერებებს ამჩნევს.
The perceptions of gustation (taste) and olfaction (smell) are both dependent on chemoreceptors that detect specific chemicals in the environment.
576237.
ბიოლოგია | თავი XLIX
ხმელეთის ცხოველების შემთხვევაში, გემოვნება არის ხსნარში არსებული ნივთიერებების და სუნი ჰაერში არსებული ნივთიერებების დეტექცია.
In the case of terrestrial animals, taste is the detection of chemicals that are present in a solution, and smell is the detection of chemicals that are carried through the air.
576238.
ბიოლოგია | თავი XLIX
წყლის ცხოველებში გემოვნებასა და ყნოსვაში განსხვავება არ არის.
There is no distinction between taste and smell in aquatic animals.
576239.
ბიოლოგია | თავი XLIX
მწერების გემოს რეცეპტორები განლაგებულია მგრძნობიარე წამწამების შიგნით, რომელთაც სენსილები ჰქვია და პირისა და ფეხის ნაწილებშია მოთავსებული.
The taste receptors of insects are located within sensory hairs called sensilla, which are located on the feet and in mouthparts.
576240.
ბიოლოგია | თავი XLIX
შეგრძნების წამწამები რამდენიმე ქემორეცეპტორს შეიცავს. თითოეული, ქიმიური ნივთიერების განსაზღვრულ კლასს ეკუთვნის, როგორიცაა შაქარი, ან მარილი.
A tasting hair contains several chemoreceptors, each especially responsive to a particular class of chemical stimuli, such as sugar or salt.