მოიძებნა 668043 ჩანაწერი
576321.
ბიოლოგია | თავი XLIX
ადამიანის ბადურა შეიცავს დაახლოებით 125 მილიონ ჩხირს და 6 მილიონ კოლბას, ესენი ფოტორეცეპტორებია და სახელი ფორმიდან გამომდინარე მიიღეს.
The human retina contains about 125 million rods and about 6 million cones, two types of photoreceptors that are named for their shapes.
576322.
ბიოლოგია | თავი XLIX
ეს უჯრედები სხეულში არსებული ყველა სენსორული რეცეპტორის 70%-ს შეადგენს. ეს ფაქტი ხაზს უსვამს თვალისა და ვიზუალური ინფორმაციის როლს ადამიანებისთვის გარე სამყაროს აღქმაში.
These cells account for about 70% of all the sensory receptors in the body, a fact that underscores the importance of the eyes and visual information in how humans perceive their environment.
576323.
ბიოლოგია | თავი XLIX
ჩხირებსა და კოლბებს მხედველობაში განსხვავებული ფუნქციები აქვთ. ამ ორი ფოტორეცეპტორის შეფარდებითი რაოდენობა შეესაბამება იმას, ცხოველი უფრო მეტად დღისით არის აქტიური თუ ღამით.
Rods and cones have different functions in vision, and the relative numbers Ciliary muscles relax, of these two photoreceptors in the retina are partly correlated with whether an animal is most active during the day or at night.
576324.
ბიოლოგია | თავი XLIX
ჩხირები უფრო მგრძნობიარეა სინათლის მიმართ, მაგრამ ვერ არჩევს ფერებს; ისინი გვაძლევს შესაძლებლობას დავინახოთ ღამით, მაგრამ მხოლოდ შავ-თეთრად.
Rods are more sensitive to light but do not distinguish colors; they enable us to see at night, but only in black and white.
576325.
ბიოლოგია | თავი XLIX
რამდენადაც კოლბები ნაკლებად მგრძნობიარენი არიან ისინი ნაკლებ მონაწილეობას იღებენ ღამის მხედველობაში, მაგრამ მათ შეუძლიათ დღის სინათლეზე ფერების გარჩევა.
Because cones are less sensitive, they contribute very little to night vision, but they can distinguish colors in daylight.
576326.
ბიოლოგია | თავი XLIX
ფერადი მხედველობა ხერხემლიანთა ყველა კლასშია ნაპოვნი, თუმცა არა ყველა სახეობაში.
Color vision is found in all vertebrate classes, though not in all species.
576327.
ბიოლოგია | თავი XLIX
უმეტეს თევზს ამფიბიას, ქვეწარმავალს და ფრინველს აქვს ძლიერი ფერადი მხედველობა, მაგრამ ადამიანები და სხვა პრიმატები ძუძუმწოვართა კლასიდან ამ თვისებით უმცირესობაშია.
Most fishes, amphibians, and reptiles, including birds, have strong color vision, but humans and other primates are among the minority of mammals with this ability.
576328.
ბიოლოგია | თავი XLIX
ბევრი ძუძუმწოვარი ღამის ცხოველია. მათ ბადურაში ჩხირების მაქსიმალური რაოდენობა აქვთ, რაც ამ ცხოველებს ღამის კარგ მხედველობას ანიჭებს.
Many mammals are nocturnal, and having a maximum number of rods in the retina is an adaptation that gives these animals keen night vision.
576329.
ბიოლოგია | თავი XLIX
მაგალითად კატები, განსაკუთრებით აქტიურები ღამით არიან; მათ შეზღუდული ფერადი მხედველობა აქვთ და დღისით სამყაროს პასტელის ფერებში ხედავენ.
Cats, for instance, are usually most active at night; they have limited color vision and probably see a pastel world during the day.
576330.
ბიოლოგია | თავი XLIX
შენ არ შეგიძლია მოციმციმე ვარსკვლავის დანახვა თუკი მას პირდაპირ უყურებ, რამდენადაც ვარსკვლავის გამოსახულება ფოვეაში ფოკუსირდება.
You cannot see a dim star at night by looking at it directly because the star's image is focused on the fovea.
576331.
ბიოლოგია | თავი XLIX
თუკი ვარსკვლავს გარკვეული კუთხით შევხედავთ, ისე, რომ გამოსახულების ფოკუსირება ბადურას ჩხირებიან ნაწილზე მოხდეს, მაშინ ვარსკვლავს დავინახავთ.
If you view the star at an angle, however, focusing the image on a region of the retina that contains rods, you will be able to see the star.
576332.
ბიოლოგია | თავი XLIX
დღის სინათლეზე, ადამიანი საუკეთესო მხედველობას აღწევს თუკი ობიექტს პირდაპირ უყურებს, რამდენადაც კოლბები ფოვეაშია თავმოყრილი, სადაც დაახლოებით 150,000 კოლბაა ერთ კვადრატულ მილიმეტრზე.
In daylight, you achieve your sharpest vision by looking directly at an object because cones are most dense at the fovea, where there are about 150,000 cones per square millimeter.
576333.
ბიოლოგია | თავი XLIX
ზოგ ფრინველს ერთ კვადრატულ მილიმეტრზე მილიონზე მეტი კოლბა აქვს, რაც ისეთ სახეობებს, როგორიცაა ძერა საშუალებას აძლევს თაგვები და სხვა მცირე ზომის მსხვერპლი მაღლა ციდან დაინახოს.
Some birds have more than a million cones per square millimeter, which enables species such as hawks to spot mice and other small prey from high in the sky.
576334.
ბიოლოგია | თავი XLIX
ბადურაში, ისევე როგორც ყველა ბიოლოგიურ სტრუქტურაში, ვარიაციები ევოლუციური ადაპტაციების გამოხატულებაა.
In the retina, as in all biological structures, variations represent evolutionary adaptations.
576335.
ბიოლოგია | თავი XLIX
სენსორული ტრანსდუქცია თვალში.
Sensory Transduction in the Eye.
576336.
ბიოლოგია | თავი XLIX
ყოველი ჩხირი თუ კოლბა ხერხემლიანების თვალში შეიცავს მხედველობის პიგმენტს, რომელიც შედგება სინათლის შთამნთქმელი მოლეკულის – რეტინალისგან (ვიტამინ A – ს ნაწარმისგან) და მასთან დაკავშირებული მემბრანულ ცილა – ოპსინისგან.
Each rod or cone in the vertebrate retina contains visual pigments that consist of a light-absorbing molecule called retinal (a derivative of vitamin A) bonded to a membrane protein called an opsin.
576337.
ბიოლოგია | თავი XLIX
ოპსინის სტრუქტურა იცვლება ერთი ტიპის ფოტორეცეპტორიდან მეორემდე. ხოლო რეტინალის სინათლის შთანთქმის უნარი მნიშვნელოვანი გავლენის ქვეშ იმყოფება მასთან დაკავშირებული ოპსინის იდენტურობით.
Opsins vary in structure from one type of photoreceptor to another, and the light-absorbing ability of retinal is affected by the specific identity of its opsin partner.
576338.
ბიოლოგია | თავი XLIX
ჩხირებს ერთი ტიპის ოპსინი აქვთ, რომელიც რეტინალთან კომბინაციაში წარმოქმნის მხედველობის პიგმენტ როდოპსინს.
Rods have one type of opsin, which, combined with retinal, makes up the visual pigment rhodopsin.
576339.
ბიოლოგია | თავი XLIX
იმისთვის, რომ გავიგოთ ჩხირების სტრუქტურასა და სინათლის აბსორბციას შორის დამოკიდებულება უნდა განვიხილოთ სურათი 49.20.
To understand the relationship between the structure of rods and light absorption, examine Figure 49.20.
576340.
ბიოლოგია | თავი XLIX
როგორც სურათი 49.20 ხსნის, როდოპსინი იცვლის ფორმას სინათლის შთანთქმისას, ამ პროცესს „გაუფერულებას“ უწოდებენ.
As Figure 49.20 explains, rhodopsin changes shape when it absorbs light, a process referred to as "bleaching."