მოიძებნა 668043 ჩანაწერი
576381.
ბიოლოგია | თავი XLIX
ყურადღება მისაქცევია, რომ სენსორული შესავლით მიღებული ინფორმაცია, ერთი მხრივ აყალიბებს შესაბამის რეაქციას და მეორე მხრივ, საზღვრავს მომდევნო მოქმედებას.
Note the consequences of those actions via input from sensory receptors, and use that input to determine the next action.
576382.
ბიოლოგია | თავი XLIX
ქცევის განსხვავებულ ფორმებს ცხოველებში საერთო განმსაზღვრელი ფუნდამენტური მექანიზმები აქვთ.
Underlying the diverse forms of behavior in animals are common fundamental mechanisms.
576383.
ბიოლოგია | თავი XLIX
ცურვა, ხოხვა, ხტუნვა და ფრენა, ყველა ეს მოძრაობა, დაკავშირებულია ამა თუ იმ ტიპის ჩონჩხის კუნთების მუშაობასთან.
Swimming, crawling, running, hopping, and flying all result from muscles working against some type of skeleton.
576384.
ბიოლოგია | თავი XLIX
ჩონჩხის ტიპები.
Types of Skeletons.
576385.
ბიოლოგია | თავი XLIX
ჩონჩხის სამი მთავარი ფუნქცია არის საყრდენი, დამცველობითი და მამოძრავებელი.
The three main functions of a skeleton are support, protection, and movement.
576386.
ბიოლოგია | თავი XLIX
ხმელეთის ცხოველების უმეტესობას ჩონჩხი რომ არ ჰქონოდა საყრდენად, საკუთარი წონის გამო დავარდებოდა.
Most land animals would sag from their own weight if they had no skeleton to support them.
576387.
ბიოლოგია | თავი XLIX
ასევე წყალში მცხოვრები ცხოველებიც უფორმო მასები იქნებოდნენ, ჩარჩო რომ არ ჰქონოდათ ფორმის შესანარჩუნებლად.
Even an animal living in water would be a formless mass with no framework to maintain its shape.
576388.
ბიოლოგია | თავი XLIX
ბევრ ცხოველში, მაგარი ჩონჩხი უზრუნველყოფს რბილი ქსოვილების დაცვას.
In many animals, a hard skeleton provides protection for soft tissues.
576389.
ბიოლოგია | თავი XLIX
მაგალითად, ხერხემლიანების ქალა იცავს ტვინს, ხოლო ხმელეთის ხერხემლიანების ნეკნები ქმნის საკანს, რომელშიც მოთავსებულია გული, ფილტვები და სხვა შინაგანი ორგანოები.
For example, the vertebrate skull protects the brain, and the ribs of terrestrial vertebrates form a cage around the heart, lungs, and other internal organs.
576390.
ბიოლოგია | თავი XLIX
ჩონჩხი ასევე ეხმარება მოძრაობაში, აძლევს რა კუნთებს მყარ საყრდენს.
Skeletons also aid in movement by giving muscles something firm to work against.
576391.
ბიოლოგია | თავი XLIX
ჩონჩხის სამი ძირითადი ტიპი არსებობს: ჰიდროსტატიკური ჩონჩხი, ეგზო ჩონჩხი და ენდო ჩონჩხი.
There are three main types of skeletons: hydrostatic skeletons, exoskeletons, and endoskeletons.
576392.
ბიოლოგია | თავი XLIX
ჰიდროსტატიკური ჩონჩხი.
Hydrostatic Skeletons.
576393.
ბიოლოგია | თავი XLIX
ჰიდროსტატიკური ჩონჩხი შედგება სითხისგან, რომელიც სხეულის დახურულ უბანში წნევის ქვეშ არის შენარჩუნებული.
A hydrostatic skeleton consists of fluid held under pressure in a closed body compartment.
576394.
ბიოლოგია | თავი XLIX
ამ ტიპის ჩონჩხი გვხვდება ნაწლავღრუიანებში, ბრტყელ ჭიებში, მრგვალ ჭიებში და ანელიდებში.
This is the main type of skeleton in most cnidarians, flatworms, nematodes, and annelids.
576395.
ბიოლოგია | თავი XLIX
ეს ცხოველები აკონტროლებენ თავიანთ ფორმასა და მოძრაობას იყენებენ, რა კუნთებს იმ სითხის ფორმის შესაცვლელად, რომელიც სხეულის დახურულ უბნებშია მოთავსებული.
These animals control their form and movement by using muscles to change the shape of fluid-filled compartments.
576396.
ბიოლოგია | თავი XLIX
ნაწლავღრუიანებს, მაგალითად, ჰიდრას შეუძლია დაგრძელდეს პირის დახურვით და სხეულის კედელში მყოფი შემკუმშავი უჯრედების გზით ნაწლავის ღრუს დავიწროებით.
Among the cnidarians, for example, a hydra can elongate by closing its mouth and using contractile cells in the body wall to constrict the central gastrovascular cavity.
576397.
ბიოლოგია | თავი XLIX
გამომდინარე იქიდან, რომ წყლის შეკუმშვა შეზღუდულია, სიღრუის დიამეტრის შემცირება ცხოველს სიგრძეში გაზრდას აიძულებს.
Because water cannot be compressed very much, decreasing the diameter of the cavity forces the cavity to increase in length.
576398.
ბიოლოგია | თავი XLIX
პლანარიებსა და სხვა ბრტყელ ჭიებში ინტერსტიციალური სითხე წნევის ქვეშაა და ფუნქციონირებს როგორც, მთავარი ჰიდროსტატიკური ჩონჩხი.
In planarians and other flatworms, the interstitial fluid is kept under pressure and functions as the main hydrostatic skeleton.
576399.
ბიოლოგია | თავი XLIX
პლანარიას მოძრაობა განპირობებულია სხეულის კედელში არსებულ კუნთებში ჰიდროსტატიკური ჩონჩხის წინააღმდეგ ძალის მოქმედებით.
Planarian movement results mainly from muscles in the body wall exerting localized forces against the hydrostatic skeleton.
576400.
ბიოლოგია | თავი XLIX
ნემატოდებს (მრგვალი ჭიები) სითხე სხეულის სიღრუეში აქვთ, რომელიც ფსევდოცელომია.
Nematodes (roundworms) hold fluid in their body cavity, which is a pseudocoelom.