მოიძებნა 668043 ჩანაწერი
576541.
ბიოლოგია | თავი XLIX
ბოჭკოების კლასიფიკაციის მეორე კრიტერიუმი არის ის მთავარი მეტაბოლური გზა, რომელსაც ისინი ატფ-ის სინთეზისთვის იყენებენ.
Another criterion for classifying muscle fibers is the major metabolic pathway they use for producing ATP.
576542.
ბიოლოგია | თავი XLIX
ბოჭკოებს, რომლებიც ძირითადად აერობულ სუნთქვას ეყრდნობიან ოქსიდაციურ ბოჭკოებს უწოდებენ, ხოლო ძირითადად გლიკოლიზის გამომყენებელ ბოჭკოებს გლიკოლიზურები ეწოდებათ.
Fibers that rely mostly on aerobic respiration are called oxidative fibers, while those that primarily use glycolysis are called glycolytic fibers.
576543.
ბიოლოგია | თავი XLIX
ოქსიდაციური ბოჭკოები ენერგიის მტკიცედ მომარაგებას უზრუნველყოფენ: მათ ბევრი მიტოქონდრია აქვთ, უხვად მარაგდებიან სისხლით და აქვთ ჟანგბადის შემცველი მიოგლობინი.
Oxidative fibers are specialized to make use of a steady supply of energy: They have many mitochondria, a rich blood supply, and a large amount of an oxygen-storing protein called myoglobin.
576544.
ბიოლოგია | თავი XLIX
მიოგლობინი მოყავისფრო-წითელი პიგმენტია შინაური ფრინველებისა და თევზების მუქ ხორცში. ის უფრო მჭიდროდ იკავშირებს ჟანგბადს, ვიდრე ჰემოგლობინი.
Myoglobin, the brownish-red pigment in the dark meat of poultry and fish, binds oxygen more tightly than does hemoglobin, so it can effectively extract oxygen from the blood.
576545.
ბიოლოგია | თავი XLIX
ყველა გლიკოლიზური ბოჭკო სწრაფია, მაგრამ ოქსიდაციური ბოჭკოები შეიძლება იყოს სწრაფი, ან ნელი.
All glycolytic fibers are fast, but oxidative fibers can be either fast or slow.
576546.
ბიოლოგია | თავი XLIX
ამის გამო, შეკუმშვის სიჩქარესა და ატფ-ის სინთეზის გათვალისწინებით ჩვენ შეგვიძლია ჩონჩხის კუნთის სამი ძირითადი ტიპის იდენტიფიკაცია: ნელი ოქსიდაციური, სწრაფი ოქსიდაციური და სწრაფი გლიკოლიზური.
Therefore, considering both contraction speed and ATP synthesis, we can identify three main types of skeletal muscle fibers: slow oxidative, fast oxidative, and fast glycolytic.
576547.
ბიოლოგია | თავი XLIX
ცხრილი 49.1 ადარებს მათ ზოგ მახასიათებელ ნიშან-თვისებას.
Table 49.1 compares some of their characteristics.
576548.
ბიოლოგია | თავი XLIX
ჩონჩხის უმეტესი კუნთი სამივე ტიპის კუნთოვან ბოჭკოს შეიცავს, თუმცა ხელისა და თვალის კუნთებს არა აქვთ ნელი ოქსიდაციური ბოჭკოები.
Most human skeletal muscles contain all three fiber types, although the muscles of the eye and hand lack slow oxidative fibers.
576549.
ბიოლოგია | თავი XLIX
იმ კუნთებში, რომელთაც აქვთ სწრაფი და ნელი კუნთოვანი ბოჭკოების ნარევი თითოეული მათგანის შეფარდებითი პროპორცია გენეტიკურად არის განსაზღვრული.
In muscles that have a mixture of fast and slow fibers the relative proportions of each are genetically determined.
576550.
ბიოლოგია | თავი XLIX
თუკი კუნთი განმეორებით ძირითადად ხანგრძლივად მიმდინარე პროცესების ემსახურება, მასში სწრაფი გლიკოლიზური ბოჭკოები შესაძლოა სწრაფ ოქსიდაციურ ბოჭკოებად გარდაიქმნას.
However, if such a muscle is used repeatedly for activities requiring high endurance, some fast glycolytic fibers can develop into fast oxidative fibers.
576551.
ბიოლოგია | თავი XLIX
გამომდინარე იქიდან, რომ სწრაფი ოქსიდაციური ბოჭკოები უფრო ნელა იღლება, კუნთი მთლიანად დაღლისადმი უფრო მდგრადი ხდება.
Since fast oxidative fibers fatigue more slowly than fast glycolytic fibers, the muscle as a whole will become more resistant to fatigue.
576552.
ბიოლოგია | თავი XLIX
სხვა ტიპის კუნთები.
Other Types of Muscle.
576553.
ბიოლოგია | თავი XLIX
ცხოველთა სამყაროში კუნთების მრავალი ტიპი არსებობს.
There are many types of muscles in the animal kingdom.
576554.
ბიოლოგია | თავი XLIX
როგორც აქამდე აღინიშნა, მათ შეკუმშვას მსგავსი ფუნდამენტური მექანიზმები ახასიათებთ: აქტინისა და მიოზინის ფილამენტების შეცურება ერთმანეთში.
As noted previously, however, they share the same fundamental mechanism of contraction: the sliding of actin and myosin filaments past each other.
576555.
ბიოლოგია | თავი XLIX
ჩონჩხის კუნთთან ერთად, ხერხემლიანებს აქვთ გულისა და გლუვი კუნთები.
In addition to skeletal muscle, vertebrates have cardiac muscle and smooth muscle.
576556.
ბიოლოგია | თავი XLIX
ხერხემლიანების გულის კუნთი ნანახია მხოლოდ ერთ ადგილას – გულში.
Vertebrate cardiac muscle is found in only one place-the heart.
576557.
ბიოლოგია | თავი XLIX
ჩონჩხის კუნთების მსგავსად, გულის კუნთიც განივზოლიანია.
Like skeletal muscle, cardiac muscle is striated.
576558.
ბიოლოგია | თავი XLIX
თუმცა არსებობს სტრუქტურული განსხვავება ჩონჩხისა და გულის კუნთებს შორის, რაც განაპირობებს მათ განსხვავებულ ელექტრულ და მემბრანულ თვისებებს.
However, structural differences between skeletal and cardiac muscle fibers result in differences in their electrical and membrane properties.
576559.
ბიოლოგია | თავი XLIX
მაშინ, როდესაც ჩონჩხის კუნთები, თუკი მათი სტიმულაცია მამოძრავებელი ნეირონით არ მოხდა, არ წარმოქმნის მოქმედების პოტენციალებს, გულის კუნთოვან უჯრედებს პლაზმურ მემბრანაში არსებული იონური არხები, რომლებიც რიტმულ დეპოლარიზაციას განაპირობებს. მოქმედების პოტენციალების ჩართვა ნერვული სისტემიდან მოსული სიგნალის გარეშე ხდება.
Whereas skeletal muscle fibers will not produce action potentials unless stimulated by a motor neuron, cardiac muscle cells have ion channels in their plasma membrane that cause rhythmic depolarizations, triggering action potentials without input from the nervous system.
576560.
ბიოლოგია | თავი XLIX
გულის კუნთის მოქმედების პოტენციალები გრძელდება 20-ჯერ უფრო დიდხანს, ვიდრე ჩონჩხის კუნთოვანი ბოჭკოებისა და ასრულებს წამყვან როლს შეკუმშვის ხანგრძლივობის კონტროლში.
Action potentials of cardiac muscle cells last up to 20 times longer than those of skeletal muscle fibers and play a key role in controlling duration of contraction.