მოიძებნა 668043 ჩანაწერი
576481.
ბიოლოგია | თავი XLIX
ტიპური კუნთოვანი ბოჭკოს გლიკოგენური საცავიდან გლუკოზის გამოყენებით გლიკოლიზს შეუძლია 1 წუთის განმავლობაში მიმდინარე შეკუმშვა უზრუნველყოს, მაშინ როცა აერობული სუნთქვისას გამოიყოფა თითქმის ერთი საათის შეკუმშვისთვის საკმარისი ენერგია.
Using the glucose from a typical muscle fiber's glycogen store, glycolysis can support about 1 minute of sustained contraction, while aerobic respiration can power contractions for nearly an hour.
576482.
ბიოლოგია | თავი XLIX
კალციუმის და რეგულატორული ცილების როლი.
The Role of Calcium and Regulatory Proteins.
576483.
ბიოლოგია | თავი XLIX
ჩონჩხის კუნთის ბოჭკო იკუმშება მხოლოდ მაშინ, როდესაც მამოძრავებელი ნეირონით სტიმულირდება.
A skeletal muscle fiber contracts only when stimulated by a motor neuron.
576484.
ბიოლოგია | თავი XLIX
როდესაც კუნთოვანი ბოჭკო მოსვენებულია, თხელი ფილამენტების მიოზინის დამაკავშირებელი უბნები ბლოკირებულია რეგულატორული ცილით – ტროპომიოზინით.
When the muscle fiber is at rest, the myosinbinding sites on the thin filament are blocked by the regulatory protein tropomyosin.
576485.
ბიოლოგია | თავი XLIX
კუნთოვანი ბოჭკოს შეკუმშვისთვის, ეს დამაკავშირებელი უბნები უნდა გათავისუფლდეს.
For the muscle fiber to contract, those binding sites must be uncovered.
576486.
ბიოლოგია | თავი XLIX
ეს მჟღავნდება, როდესაც კალციუმის იონები უკავშირდება რეგულატორული ცილების სხვა ჯგუფს - ტროპონინის კომპლექსს, რომელიც აკონტროლებს ტროპომიოზინის პოზიციას თხელი ფილამენტების მიმართ.
This occurs when calcium ions (Ca2+) bind to another set of regulatory proteins, the troponin complex, which controls the position of tropomyosin on the thin filament.
576487.
ბიოლოგია | თავი XLIX
კალციუმის დაკავშირება ხელს უწყობს მიოზინის დამაკავშირებელი უბნის გახსნას თხელი ფილამენტისკენ.
Calcium binding rearranges the tropomyosin-troponin complex, exposing the myosinbinding sites on the thin filament.
576488.
ბიოლოგია | თავი XLIX
ციტოზოლში Ca2+ არსებობისას, წვრილი და მსხვილი ფილამენტები ერთმანეთში ცურავენ და კუნთოვანი ბოჭკო იკუმშება.
When Ca2+ is present in the cytosol, the thin and thick filaments slide past each other, and the muscle fiber contracts.
576489.
ბიოლოგია | თავი XLIX
Ca2+ კონცენტრაციის დაცემისას, დაკავშირების უბნები ისევ იფარება და შეკუმშვა წყდება.
When the Ca2+ concentration falls, the binding sites are covered, and contraction stops.
576490.
ბიოლოგია | თავი XLIX
კუნთის შეკუმშვის განმაპირობებელი სტიმული იმ მამოძრავებელი ნეირონის მოქმედების პოტენციალია, რომელიც აღნიშნულ კუნთოვან ბოჭკოს სინაფსურად უკავშირდება.
The stimulus leading to the contraction of a skeletal muscle fiber is an action potential in a motor neuron that makes a synapse with the muscle fiber.
576491.
ბიოლოგია | თავი XLIX
მამოძრავებელი ნეირონის სინაფსური ტერმინალი ათავისუფლებს ნეიროტრანსმიტერ აცეტილქოლინს, იწვევს კუნთოვანი ბოჭკოს დეპოლარიზაციას და მასში მოქმედების პოტენციალის აღძვრას.
The synaptic terminal of the motor neuron releases the neurotransmitter acetylcholine, depolarizing the muscle fiber and causing it to produce an action potential.
576492.
ბიოლოგია | თავი XLIX
მოქმედების პოტენციალები ვრცელდება კუნთოვანი ბოჭკოს სიღრმეში, პლაზმური მემბრანის ჩაღრმავებებში, რომელთაც განივი T მილაკები ეწოდებათ.
That action potential spreads deep into the interior of the muscle fiber along infoldings of the plasma membrane called transverse (T) tubules.
576493.
ბიოლოგია | თავი XLIX
T მილაკები მჭიდრო კონტაქტს ამყარებენ სარკოპლაზმურ რეტიკულუმთან, განსაკუთრებულ ენდოპლაზმურ ბადესთან.
The T tubules make close contact with the sarcoplasmic reticulum (SR), a specialized endoplasmic reticulum.
576494.
ბიოლოგია | თავი XLIX
კალციუმის იონები უკავშირდება ტროპონინის კომპლექსს და იწვევს კუნთოვანი ბოჭკოს შეკუმშვას.
Calcium ions bind to the troponin complex, triggering contraction of the muscle fiber.
576495.
ბიოლოგია | თავი XLIX
შეკუმშვა წყდება, როდესაც სარკოპლაზმური რეტიკულუმი, Ca2+ უკან გადაქაჩავს და ტროპომიოზინი ისევ ბლოკავს წვრილი ფილამენტის მიოზინის დამაკავშირებელ უბნებს.
Contraction stops when the SR pumps the Ca2+ back out of the cytosol, and tropomyosin again blocks the myosin-binding sites on the thin filaments.
576496.
ბიოლოგია | თავი XLIX
49.33-ე სურათი მიმოიხილავს ჩონჩხის კუნთოვანი ბოჭკოს შეკუმშვის საფეხურებს.
Figure 49.33, on the next page, reviews the steps in the contraction of a skeletal muscle fiber.
576497.
ბიოლოგია | თავი XLIX
ამიოტროფული ლატერალური სკლეროზის (ალს) დროს, რომელსაც ადრე ლიუ გერინგის დაავადებას უწოდებდნენ, თავის ტვინის ღეროსა და ზურგის ტვინის ნეირონების დეგენერაცია ხდება.
In amyotrophic lateral sclerosis (ALS), formerly called Lou Gehrig's disease, motor neurons in the spinal cord and brainstem degenerate, and the muscle fibers with which they synapse atrophy.
576498.
ბიოლოგია | თავი XLIX
ალს პროგრესირებადი და ჩვეულებრივ სასიკვდილოა.
ALS is progressive and usually fatal.
576499.
ბიოლოგია | თავი XLIX
ბოტულიზმი გამოწვეულია არასწორად შენახულ საკვებში ბაქტერია Clostridium botulinum-ის მიერ გამოყოფილი ეგზოტოქსინის მოქმედების შედეგად.
Botulism results from the consumption of an exotoxin secreted by the bacterium Clostridium botulinum in improperly preserved foods.
576500.
ბიოლოგია | თავი XLIX
„ბოტოქსით“ მკურნალობისას, ტოქსინი, რომელიც კუნთების პარალიზებას იწვევს მამოძრავებელი ნეირონებიდან აცეტილქოლინის გამოყოფის ბლოკირებით, შეიყვანება სახის განსაზღვრულ კუნთებში ნაოჭების მოსაცილებლად.
The toxin, which paralyzes muscles by blocking the release of acetylcholine from motor neurons, is also injected into certain facial muscles to eliminate frown lines in "Botox" treatments.