მოიძებნა 668043 ჩანაწერი
576641.
ბიოლოგია | თავი L
მისი ბოლო ჯილდოებია 2001 წლის ნაციონალური მედალი მეცნიერებისათვის და 2003 წლის ცისფერი პრიზი, რომელსაც ანიჭებენ „გარემოს პრობლემების გადაჭრისათვის წარჩინებული მეცნიერული კვლევებისათვის“.
His recent awards include the 2001 National Medal of Science and the 2003 Blue Planet Prize, which honors "outstanding scientific research that helps solve environmental problems."
576642.
ბიოლოგია | თავი L
დოქტორმა ლიკინსმა ეს უკანასკნელი ჯილდო თავის დიდი ხნის თანამშრომელთან, ჰერბერტ ბურმანთან გაიყო, რომელან ერთადაც პირველმა ჩაატარა „გრძელვადიანი ეკოლოგიური კვლევები“ ჰაბარდ ბრუკის ექსპერიმენტულ ტყეში, ნიუ ჰამფშიას თეთრ მთებში.
Dr. Likens shared the latter award with his longtime collaborator, Herbert Bormann, with whom Likens pioneered the field of "long-term ecological research" at the Hubbard Brook Experimental Forest in the White Mountains of New Hampshire.
576643.
ბიოლოგია | თავი L
როგორც ეკოსისტემის შესწავლის ინსტიტუტის პრეზიდენტი და დირექტორი ნიუ იორკის შტატში, იგი ხელმძღვანელობს მეცნიერთა და სწავლულთა დიდ გუნდს, მაგრამ ყოველ ზაფხულს ბრუნდება ჰაბარდ ბრუკში, იმისათვის, რომ განაგრძოს კვლევები ტყისა და წყლების ეკოსისტემის ფუნქციონირების შესახებ.
As President and Director of the Institute of Ecosystem Studies in upstate New York, Dr. Likens manages a large team of scientists and educators, but he returns to Hubbard Brook each summer to continue his inquiry about how forest and aquatic ecosystems work.
576644.
ბიოლოგია | თავი L
ჩვენ მისი ინტერვიუ ჰაბარდ ბრუკის ერთ-ერთი ისტორიული კვლევის ადგილზე ჩავწერეთ.
We conducted this interview at one of Hubbard Brook's historic research sites.
576645.
ბიოლოგია | თავი L
როგორ მოექცა ჰაბარდ ბრუკის ექსპერიმენტული ტყე ჩვენი ეკოსისტემის კვლევის ცენტრში?
How did the Hubbard Brook Experimental Forest become the focus of your ecosystem research?
576646.
ბიოლოგია | თავი L
როცა 1961 წელს დარმუტის ფაკულტეტზე დავიწყე მუშაობა იქ შევხვდი ჰერბ ბორმანს, რომელმაც გამიზიარა თავისი იდეა ტყის ეკოსისტემის შესწავლისათვის მცირე წყალგამყოფების გამოყენების შესახებ.
When I joined the Dartmouth faculty in 1961, I met Herb Bormann, who had this idea for a small-watershed approach for studying forest ecosystems.
576647.
ბიოლოგია | თავი L
ჰაბარდ ბრუკის ექსპერიმენტული ტყე სწორედ ამგვარი კვლევებისათვის გამოდგებოდა, თანაც ახლოსაც იყო.
The Hubbard Brook Experimental Forest was ideal for such studies and was close by.
576648.
ბიოლოგია | თავი L
ასე, რომ ეს ერთ-ერთი ისეთი ხელსაყრელი შემთხვევათაგანი იყო, როცა ყველაფერი ერთმანეთს დაემთხვა.
And so it was one of those chance situations where it all just fell together.
576649.
ბიოლოგია | თავი L
ჩემი მეცნიერული კარიერის დიდი წილი სწორედ ამგვარი უეცრად გამოჩენილი იღბლიანი შანსის შედეგია, ანუ როცა ფხიზლად ხარ თვალით, ყურით, გონებით და როგორც კი კარგი შანსი გამოჩნდება, ხელიდან არ უშვებ და აკეთებ რაღაც სასარგებლო საქმეს.
Much of my scientific career has been the result of such serendipity—that is, keeping your eyes, your ears, and your mind open, and when there's an opportunity, jump in and try to make something productive from it.
576650.
ბიოლოგია | თავი L
რატომ არის ჰაბარდ ბრუკი ასეთი მიმზიდველი, როგორც ტყის მასივი, ეკოსისტემის კვლევებისათვის?
Why is Hubbard Brook so attractive as a field station for ecosystem research?
576651.
ბიოლოგია | თავი L
ჩვენთვის ინტერესის აღმძვრელი თავიდანვე ამ ეკოსისტემის სირთულესთან დაპირისპირება იყო.
Our challenge from the beginning was to confront the complexity of this ecosystem.
576652.
ბიოლოგია | თავი L
იდეა მარტივი იყო. ჩვენ გამოვიყენეთ სამედიცინო ანალოგია.
The idea was very simple: We used a medical analogy.
576653.
ბიოლოგია | თავი L
გადავწყვიტეთ, რომ შეგვეძლო, გაგვეზომა წყლის ქიმიური შემცველობა ისევე, როგორც ექიმი აკეთებს პაციენტის სისხლის ქიმიური შემცველობის ანალიზს, იმისათვის, რომ გაგვეგო ჩვენი პაციენტის – წყალგამყოფის სიჯანსაღე.
We figured we could measure the chemistry of stream water, much like a physician would measure the chemistry of blood, to analyze the health of the watershed, the patient.
576654.
ბიოლოგია | თავი L
ჩვენ გვინდოდა, გაგვეზომა ქიმიური შემცველობა სისტემის ყველა პარამეტრში: სისტემაში ჩამავალ, როგორიცაა მაგალითად, ნალექები, და სისტემიდან გამავალ, როგორიცაა მაგალითად, სისტემიდან გადინებული წყალი და აქედან გვეცადა, გაგვეგო პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
We wanted to measure all the inputs to the system, such as in precipitation, and all the outputs such as in the stream water draining the system, and from that, try to understand the health of this patient.
576655.
ბიოლოგია | თავი L
ჩვენ ნებისმიერ წყალგამყოფში ვპოულობთ ადგილს, სადაც ძირითადი ბაზისი ზედაპირთან ახლოსაა და იქ ჰიდრომეტრიულ სადგურს ვაშენებთ, რომელსაც ასევე წყალსაცავი ჰქვია.
In each watershed, we find a place where the bedrock is close to the surface, and then build a gauging station, also called a weir.
576656.
ბიოლოგია | თავი L
მთიდან ჩამომავალი მთელი წყალი ჩვენს წყალგამყოფს გაივლის და ამდენად, ჩვენ შეგვიძლია ძალიან ზუსტად გავზომოთ წყლის ქიმიურ შემადგენელთა რაოდენობა მთელი წლის განმავლობაში.
All the water coming down the hill is forced to pass through the weir, so we can measure the amount and chemical composition of the stream water very accurately year round.
576657.
ბიოლოგია | თავი L
ეს თქვენი ამგვარი კვლევების 42-ე ზაფხულია აქ ჰაბარდ ბრუკში.
This is your forty-second straight summer of such studies here at Hubbard Brook.
576658.
ბიოლოგია | თავი L
ალბათ ძალიან ძნელია ასეთი ხანგრძლივი კვლევებისათვის დაფინანსების მოპოვება.
It must be tough to get funding to support research over such a long term.
576659.
ბიოლოგია | თავი L
ჩვენი წინადადებები კვლევებისათვის გრანტების მოსაპოვებლად ძირითად აქცენტს აკეთებს მოკლევადიან საკითხებზე, რომლებიც საჭიროებენ გრძელვადიან მონაცემებს.
Our proposals for research grants mostly emphasize short-term questions that require longterm data.
576660.
ბიოლოგია | თავი L
მაგალითად, გრძელვადიანი მონაცემები ჰაბარდ ბრუკიდან, რომელიც შეეხებოდა მჟავე წვიმების არსებობის დადგენას, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, იგი ასევე შეეხებოდა ამინდის მოკლევადიანი გაზომვების მონაცემთა ბაზის შექმნას იმასთან დაკავშირებით, მჟავე წვიმების პრობლემა უარესდება თუ უკეთესდება.
For example, long-term data from Hubbard Brook were critical in establishing that acid rain exists, and also provide the basis for shorter-term measurements of whether the problem of acid rain is getting worse or better.