მოიძებნა 668043 ჩანაწერი
576701.
ბიოლოგია | თავი L
დღეს მეცნიერებაში დიდი პროექტების განხორციელების ერთადერთ გზას წარმოადგენს გუნდური მუშაობა, განსაკუთრებით იმ სფეროებში, რომლის წამყვანი თავისებურებაა ბიო-კომპლექსურობა.
The only way you can do big projects in science today is with teams, particularly in fields that emphasize biocomplexity.
576702.
ბიოლოგია | თავი L
მაგრამ ასეთი გუნდური თანამშრომლობის მეცნიერებისათვის საჭიროა, რომ კოლეგებისადმი სრული ნდობა გქონდეს.
But such collaborative science requires trust in your colleagues.
576703.
ბიოლოგია | თავი L
ვფიქრობ, კურსდამთავრებულებს უფრო მეტი პრაქტიკის საშუალება უნდა მივცეთ, რომ მოვამზადოთ ისინი კვლევით გუნდებში სამუშაოდ.
I think we should offer more training to graduate students to prepare them for working with research teams.
576704.
ბიოლოგია | თავი L
პრაქტიკასა და წვრთნას რაც შეეხება, ეკი თავის სამეცნიერო მისიას საგანმანათლებლო პროგრამასთან ერთად ასრულებს.
Speaking of training, IES complements its scientific mission with education programs.
576705.
ბიოლოგია | თავი L
თქვენთან კურსდამთავრებულებს აქვთ რაიმე შანსი?
Are there any opportunities there for undergrads?
576706.
ბიოლოგია | თავი L
ჩვენ გვაქვს NSF, ეროვნული კვლევითი პრაქტიკა კურსდამთავრებულთათვის (REV).
We have an NSF Research Experiences for Undergraduates (REU) program.
576707.
ბიოლოგია | თავი L
ყოველ გაზაფხულს 10-12 სტუდენტს ვარჩევთ.
Each summer, about 10 to 12 REU students are selected.
576708.
ბიოლოგია | თავი L
კვლევით სამუშაოებში მონაწილეობის მიღების გარდა შერჩეული სტუდენტები იღებენ ინსტრუქციებს, როგორ დაწერონ სამეცნიერო ნაშრომი, იპოვონ სამსახური და რა არის სამეცნიერო ეთიკა.
In addition to participating in research, the REUS receive instruction on writing scientific papers, finding jobs, and scientific ethics.
576709.
ბიოლოგია | თავი L
ამ წელიწადს ორი ამ სტუდენტთაგანი აქ ჰაბარდ ბრუკში აწარმოებს კვლევას. ჯგუფის დანარჩენი წევრები კი მომავალ კვირას აპირებენ ჩამოსვლას.
Two of the students this year are doing research here at will Hubbard Brook, and the rest of the group come for a visit next week.
576710.
ბიოლოგია | თავი L
მე გავიზარდე ინდიანაში, პატარა ფერმაში და ადრეული ბავშვობა ფეხშიშველასა მაქვს გატარებული ტყეში და განსაკუთრებით ტბის მიდამოებში.
I grew up on a small farm in Indiana, and my early childhood was spent barefoot, out in the forests and particularly around lakes.
576711.
ბიოლოგია | თავი L
როცა კოლეჯში შევედი, ვაპირებდი გავმხდარიყავი დაწყებითი სკოლის მასწავლებელი და ბეისბოლის მწვრთნელი.
When I went to college, I was planning to become an elementary school teacher and a baseball coach.
576712.
ბიოლოგია | თავი L
ეს კიდევ ერთი ჩემთვის გამოჩენილი შანსი იყო.
It was another wonderful serendipitous event for me.
576713.
ბიოლოგია | თავი L
რა გავლენა იქონია თქვენს შეხედულებაზე ბუნების შესახებ თქვენმა 42 წლიანმა გამოცდილებამ ჰაბარდ ბრუკში?
How have your 42 years of experience here at Hubbard Brook affected your view of nature?
576714.
ბიოლოგია | თავი L
ჰაბარდ ბრუკმა უამრავი შესანიშნავი საკვლევი საკითხი და თემა მომცა.
Hubbard Brook has provided me with just wonderful questions to explore.
576715.
ბიოლოგია | თავი L
მე დავიწყე როგორც გულუბრყვილო ფერმერმა ბიჭმა და მოვედი ყველაზე უფრო დახვეწილი ტექნოლოგიების გამოყენებამდე, იმისათვის, რომ პასუხი გამეცა ამ კომპლექსური სისტემის შესახებ უამრავ შეკითხვაზე და მე ვცდილობდი, დავხმარებოდი ადამიანებს იმის გაგებაში, თუ რატომაა მნიშვნელოვანი ამ ტიპის კომპლექსური სისტემების დაცვა ბუნების ეკოსისტემებში.
I've gone from being a naive farm kid to using very sophisticated techniques to answer questions about this complex system and trying to help people understand why it's important to protect this kind of complexity in natural ecosystems.
576716.
ბიოლოგია | თავი L
ადამიანი პატივს უნდა სცემდეს ბუნებას, რადგან იგი წარმოადგენს ფუნდამენტურ სასიცოცხლო სისტემას: ეს არის სუფთა ჰაერი, სუფთა წყალი, სუფთა ნიადაგი და ნოყიერი საკვები.
You must respect nature because it provides the basic life support system: clean air, clean water, clean soil, and nourishing food.
576717.
ბიოლოგია | თავი L
და თუ ჩვენ ამ ეკოსისტემებს საშუალებას მივცემთ, ისინი ამოუწურავნი იქნებიან და განაგრძობენ ჩვენი იმ სასიცოცხლო რესურსებით მომარაგებას, რაც გვჭირდება.
And if you give these ecosystems a chance, they're resilient and will continue to provide the life support we need.
576718.
ბიოლოგია | თავი L
შესავალი ეკოლოგიასა და ბიოსფეროში
An Introduction to Ecology and the Biosphere
576719.
ბიოლოგია | თავი L
ეკოლოგიის მასშტაბები.
The Scope of Ecology.
576720.
ბიოლოგია | თავი L
ორგანიზმები ღია სისტემებს წარმოადგენენ, მათსა და გარემოს შორის არსებობს უწყვეტი ურთიერთკავშირი – ეს ამ წიგნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თემაა.
Organisms are open systems that interact continuously with their environment-a theme that has already surfaced many times in this book.