მოიძებნა 668043 ჩანაწერი
577121.
ბიოლოგია | თავი LI
ზოგ შემთხვევაში ქცევა სხვადასხვაგვარია გარემოს შესახებ არსებული გამოცდილების მიხედვით.
In some cases, the behavior is variable, depending on environmental experience.
577122.
ბიოლოგია | თავი LI
სხვა შემთხვევებში პოპულაციის თითქმის ყველა ინდივიდი ავლენს აბსოლუტურად ერთსა და იმავე ქცევას, გარემოს შიდა და გარე განსხვავებების მიუხედავად განვითარების პროცესშიც და მთელი ცხოვრების მანძილზეც.
In other cases, nearly all individuals in a population exhibit virtually the same behavior, despite internal and external environmental differences during development and throughout life.
577123.
ბიოლოგია | თავი LI
ქცევას, რომელიც ამგვარადაა ფიქსირებული, ეწოდება თანდაყოლილი ქცევა.
Behavior that is developmentally fixed in this way is called innate behavior.
577124.
ბიოლოგია | თავი LI
თანდაყოლილი ქცევა ძალიან ძლიერი გენეტიკური გავლენის შედეგია, რასაც ჩვენ მომდევნო მაგალითებში განვიხილავთ.
Innate behaviors are under strong genetic influence, as we will discuss in the following examples.
577125.
ბიოლოგია | თავი LI
მიმართული მოძრაობები.
Directed Movements.
577126.
ბიოლოგია | თავი LI
ცხოველთა ბევრი მოძრაობა, ყველაზე უფრო მარტივიდან დაწყებული, რომელიც მხოლოდ რამდენიმე მილიმეტრის ფარგლებში ხდება და დამთავრებული რთული მოძრაობებით, რომლებიც მოიცავენ ასობით და ათასობით კილომეტრს, განპირობებულნი არიან მეტად მნიშვნელოვანი გენეტიკური ფაქტორით.
Many animal movements, ranging from simple ones that take place within a few millimeters to complex movements that span hundreds or thousands of kilometers, are under substantial genetic influence.
577127.
ბიოლოგია | თავი LI
კინეზი არის აქტივობაში მარტივი ცვლილება ან შემობრუნების ხარისხი, როგორც პასუხი სტიმულზე.
A kinesis is a simple change in activity or turning rate in response to a stimulus.
577128.
ბიოლოგია | თავი LI
ბაღლინჯოები უფრო აქტიურები არიან მშრალ გარემოში და ნაკლებ აქტიურები – ტენიან გარემოში.
The sow bugs become more active in dry areas and less active in humid areas.
577129.
ბიოლოგია | თავი LI
მიუხედავად იმისა, რომ ბაღლინჯოები არ მოძრაობენ სპეციფიკური პირობებისკენ ან პირობებიდან, მშრალ პირობებში ცხოვრებისას მათ მოძრაობაში გააქტიურება ზრდის იმის შანსს, რომ ისინი დატოვებენ მშრალ გარემოს და გადავლენ ნესტიან გარემოში.
Though sow bugs do not move toward or away from specific conditions, their increased movement under dry conditions increases the chance that they will leave a dry area and encounter a moist area.
577130.
ბიოლოგია | თავი LI
რადგანაც ისინი ანელებენ მოძრაობას ნესტიან გარემოში, ეს ნიშნავს, რომ ისინი იქ დარჩებიან.
Since they slow down in a moist area, they tend to stay there.
577131.
ბიოლოგია | თავი LI
კინეზის საპირისპიროდ, ტაქსისი არის უფრო მეტ-ნაკლებად ავტომატური, ორიენტირებული მოძრაობა გარკვეული სტიმულისაკენ (დადებითი ტაქსისი) ან გარკვეული სტიმულისაგან (ნეგატიური ტაქსისი).
In contrast to a kinesis, a taxis is a more or less automatic, oriented movement toward (a positive taxis) or away from (a negative taxis) some stimulus.
577132.
ბიოლოგია | თავი LI
მაგალითად, მდინარის მრავალი თევზი მაგალითად, კალმახი, ავლენს დადებით რეოტაქსისს (ბერძნული სიტყვიდან rheos მიმდინარე).
For example, many stream fish, such as trout, exhibit positive rheotaxis (from the Greek rheos, current).
577133.
ბიოლოგია | თავი LI
ისინი ავტომატურად მიცურავენ ანუ ორიენტირებას ახდენენ დინების საწინააღმდეგო მიმართულებით.
They automatically swim or orient themselves in an upstream direction.
577134.
ბიოლოგია | თავი LI
ეს ტაქსისი ხელს უწყობს ამ ჯიშის თევზის განადგურებას, იგი მიმართავს მათ იქითკენ, საიდანაც საკვების მოპოვებაა შესაძლებელი.
This taxis keeps the fish from being swept away and keeps them facing the direction from which food will come.
577135.
ბიოლოგია | თავი LI
ადვილია იმის გაგება, რომ ისეთ მარტივ ქცევებს, როგორიცაა ბაღლინჯოების მიერ წარმოდგენილი კინეზი ანდა დადებითი რეოტაქსისი, რომლებსაც კალმახებში ვხვდებით, განპირობებულია ძლიერი გენეტიკური გავლენით.
It is easy to assume that a simple behavior, such as kinesis shown by sow bugs or positive rheotaxis by trout, is under strong genetic control.
577136.
ბიოლოგია | თავი LI
თუმცა გენეტიკური გავლენა ასევე შეიძლება მნიშვნელოვანი მაკონტროლებელი იყოს უფრო რთული ქცევის დროსაც.
However, genetic influence can be substantial even for more complex behaviors.
577137.
ბიოლოგია | თავი LI
მაგალითად ორნითოლოგებმა აღმოაჩინეს, რომ ჩიტების მიგრაციის ქცევებში მრავალი მახასიათებელი გენეტიკურადაა დაპროგრამებული.
For example, ornithologists have found that many features of migratory behavior in birds are genetically programmed.
577138.
ბიოლოგია | თავი LI
ერთ-ერთი ყველაზე უფრო სრულყოფილად შესწავლილი გადამფრენი ჩიტია შავთავა (Sylvia atricapilla), პატარა მგალობელი ფრინველი, რომელიც გვხვდება ჩრდილოეთ აფრიკის სანაპიროს მოშორებით, მწვანე კონცხის კუნძულებიდან ჩრდილოეთ ევროპამდე.
One of the most thoroughly studied migratory birds is the blackcap (Sylvia atricapilla), a small warbler that ranges from the Cape Verde Islands off the coast of West Africa to northern Europe.
577139.
ბიოლოგია | თავი LI
შავთავას მიგრაციის ქცევა დიდად განსხვავებულია თვით ამ პოპულაციის ფარგლებში.
The migratory behavior of blackcaps differs greatly among populations.
577140.
ბიოლოგია | თავი LI
მაგალითად, როცა ამ ზონის ჩრდილოეთში მცხოვრები ყველა შავთავა ჩიტი ღამით მიგრაციას იწყებს, მწვანე კონცხის კუნძულებზე მცხოვრები ამ სახეობის ჩიტები საერთოდ არსად არ მიფრინავენ.
For instance, while all blackcaps in the northern portion of the range migrate, usually at night, those in the Cape Verde Islands do not migrate at all.