მოიძებნა 668043 ჩანაწერი
577061.
ბიოლოგია | თავი LI
მაგალითად წითელგვირგვინა წეროები სურათზე 51.1. სხვა მრავალი ცხოველების მსგავსად, ბარტყებს ჩეკენ (მრავლდებიან) გაზაფხულზე და ადრეულ ზაფხულში.
For example, the red-crowned cranes in Figure 51.1, like many animals, breed in spring and early summer.
577062.
ბიოლოგია | თავი LI
უშუალო კითხვა ამ სახეობის ჩიტების გამრავლების დროსთან დაკავშირებით, შეიძლება ასე ჟღერდეს: როგორ გავლენას ახდენს დღის ხანგრძლივობა წითელგვირგვინა წეროების გამრავლებაზე?
A proximate question about the timing of breeding by this species might be: How does day length influence breeding by red-crowned cranes?
577063.
ბიოლოგია | თავი LI
გონივრული ჰიპოთეზა ამ საქციელის უშუალო მიზეზზე არის ის, რომ ბარტყების გაჩენას ხელს უწყობს ის, რომ დღის ხანგრძლივობის ზრდას დადებითი გავლენა აქვს რეპროდუქციაზე და ის, რომ გარკვეულ ჰორმონებს აქვთ საპასუხო რეაქცია.
A reasonable hypothesis for the proximate cause of this behavior is that breeding is triggered by the effect of increased day length on an animal's production of and responses to particular hormones.
577064.
ბიოლოგია | თავი LI
მართლაც, სხვადასხვა ცხოველებზე ჩატარებული ექსპერიმენტები უჩვენებენ, რომ გახანგრძლივებულ დღის შუქზე ყოფნა იწვევს ნერვულ და ჰორმონალურ ცვლილებებს, რაც სტიმულს აძლევს გამრავლებასთან დაკავშირებულ ქცევას, როგორიცაა, მაგალითად, ჩიტებში გალობა და ბუდეების გაკეთება.
Indeed, experiments with various animals demonstrate that lengthening daily exposure to light produces neural and hormonal changes that induce behavior associated with reproduction, such as singing and nest building in birds.
577065.
ბიოლოგია | თავი LI
უშუალო კითხვების საპირისპიროდ, აბსოლუტური შეკითხვები მიმართულია ქცევის ევოლუციური მნიშვნელობისაკენ.
In contrast to proximate questions, ultimate questions address the evolutionary significance of a behavior.
577066.
ბიოლოგია | თავი LI
რატომ ანიჭებს უპირატესობას ბუნებრივი სელექცია ამგვარ ქცევას და არა სხვაგვარს.
Why did natural selection favor this behavior and not a different one?
577067.
ბიოლოგია | თავი LI
ჰიპოთეზები, რომლებიც უკავშირდება შეკითხვებს, „რატომ?“, გვთავაზობს, რომ ქცევა ზრდის შეგუებას რაღაც გარკვეული გზით.
Hypotheses addressing "why" questions propose that the behavior increases fitness in some particular way.
577068.
ბიოლოგია | თავი LI
გონივრული ჰიპოთეზა იმის შესახებ, თუ რატომ მრავლდება წითელგვირგვინა წერო გაზაფხულზე და ადრეულ ზაფხულში არის ის, რომ ბარტყების გაჩენა ყველაზე უფრო პროდუქტიულ შედეგს იძლევა წლის ამ დროს.
A reasonable hypothesis for why the red-crowned crane reproduces in spring and early summer is that breeding is most productive at that time of year.
577069.
ბიოლოგია | თავი LI
მაგალითად, ამ დროს მშობელ-ჩიტებს შეუძლიათ საკვების უხვად მოძიება თავისი სწრაფადმზარდი ბარტყებისათვის, რაც წარმატებული გამრავლებისათვის წარმოადგენს უპირატესობას იმ ჩიტებთან შედარებით, რომლებიც მრავლდებიან სხვა სეზონებში.
For instance, at that time, parent birds can find ample food for rapidly growing offspring, providing an advantage in reproductive success compared to birds that breed in other seasons.
577070.
ბიოლოგია | თავი LI
თუმცა უშუალო მიზეზები უფრო გარკვეული და კონკრეტულია, ვიდრე უკიდურესი მიზეზები, ეს ორი კონცეფცია ერთმანეთთან დაკავშირებულია.
Although proximate causation is distinct from ultimate causation, the two concepts are nevertheless connected.
577071.
ბიოლოგია | თავი LI
უშუალო მექანიზმები წარმოქმნიან ისეთ ქცევებს, რომლებიც ევოლუციას იმიტომ გადიან, რომ შეგუების ერთგვარ უნარს ავლენენ.
Proximate mechanisms produce behaviors that have evolved because they reflect fitness in some particular way.
577072.
ბიოლოგია | თავი LI
იმდენად, რამდენადაც ის შეესაბამება სეზონურ კონდიციებს, რაც ზრდის წარმატებული გამრავლების საშუალებას, როგორიცაა მაგალითად, ბარტყების დასაპურებლად საკვების მოპოვების გაადვილება, მოვლა, როცა დღეები გრძელია, იგი წარმოადგენს უშუალობის მექანიზმს, რაც წეროებში განვითარდა.
Since it corresponds to seasonal conditions that increase reproductive success, such as the availability of food for feeding young birds, breeding when days are longer is a proximate mechanism that has evolved in cranes.
577073.
ბიოლოგია | თავი LI
ქცევის ბიოლოგთა პიონერებმა ეთოლოგიის დისციპლინა XX საუკუნის შუაწლებში განავითარეს, მეცნიერების ეს სფერო ეხება ცხოველთა ქცევებს განსაკუთრებით მათთვის ბუნებრივ გარემოში.
In the mid-20th century, a number of pioneering behavioral biologists developed the discipline of ethology, the scientific study of how animals behave, particularly in their natural environments.
577074.
ბიოლოგია | თავი LI
ეკოლოგებმა, როგორებიც იყვნენ ნიდერლანდელი ნიკო ტინბერგენი და ავსტრიელები, კარლ ფონ ფრიხი და კონრად ლორენცი, რომლებმაც 1973 წელს ნობელის პრემია გაიყვეს, ჩამოაყალიბეს კონცეპტუალური საფუძვლები, რომლებსაც თანამედროვე ქცევის ეკოლოგია ეყრდნობა.
Ethologists such as Niko Tinbergen of the Netherlands, and Karl von Frisch and Konrad Lorenz of Austria, who shared a Nobel Prize in 1973, established the conceptual foundations on which modern behavioral ecology is based.
577075.
ბიოლოგია | თავი LI
1963 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში ტინბერგენმა შემოგვთავაზა ოთხი კითხვა, რომლებსაც პასუხი უნდა გაეცეს იმისათვის, რომ სრულყოფილად გავიგოთ ნებისმიერი ქცევა.
In a 1963 paper, Tinbergen suggested four questions that must be answered to fully understand any behavior.
577076.
ბიოლოგია | თავი LI
მისი შეკითხვები, რომლებიც დღევანდელი ეკოლოგიური ბიოლოგიის ბირთვს წარმოადგენენ შეიძლება ასე ჩამოყალიბდეს.
His questions, which remain at the core of behavioral ecology today, can be summarized as follows.
577077.
ბიოლოგია | თავი LI
რა არის ქცევის მექანიკური საფუძვლები, ქიმიური, ანატომიური და ფიზიოლოგიური მექანიზმების ჩათვლით?
What is the mechanistic basis of the behavior, including chemical, anatomical, and physiological mechanisms?
577078.
ბიოლოგია | თავი LI
როგორ ახდენს გავლენას ცხოველის განვითარება ქცევაზე, ზიგოტიდან დაწყებული დამთავრებული ზრდასრული ინდივიდით?
How does the development of the animal, from zygote to mature individual, influence the behavior?
577079.
ბიოლოგია | თავი LI
როგორია ქცევის ევოლუციის ისტორია?
What is the evolutionary history of the behavior?
577080.
ბიოლოგია | თავი LI
რა როლს ასრულებს ქცევა გადარჩენასა და გამრავლებაზე (შეგუებაზე)?
How does the behavior contribute to survival and reproduction (fitness)?