მოიძებნა 668043 ჩანაწერი
577161.
ბიოლოგია | თავი LI
ადამიანს რომ ისევე კარგად განვითარებული ყნოსვითი უნარი ჰქონდეს, როგორც უმეტესობა ძუძუმწოვარებს აქვთ და შეეძლოს ქიმიური შესაძლებლობების გამომჟღავნება, მაშინ ჩვენ სრულიად სხვაგვარი პერსპექტივები გვექნებოდა ბუნებაში.
If humans had the well-developed olfactory abilities of most mammals and could detect the rich world of chemical cues, we would have a very different perspective of nature.
577162.
ბიოლოგია | თავი LI
ქიმიური კომუნიკაცია.
Chemical Communication.
577163.
ბიოლოგია | თავი LI
მრავალი ცხოველი, რომლებიც სურნელის მეშვეობით ამყარებენ კომუნიკაციას, გამოყოფენ ქიმიურ ნივთიერებებს, რომლებსაც ფერომონები ჰქვია.
Many animals that communicate through odors emit chemical substances called pheromones.
577164.
ბიოლოგია | თავი LI
უმეტეს შემთხვევებში, როგორც ფერომონების გამოყოფა, ასევე მათზე საპასუხო რეაქცია განპირობებულია გენეტიკით.
In most cases, both the production of pheromones and animal responses to them are controlled genetically.
577165.
ბიოლოგია | თავი LI
ფერომონების გამოყოფა განსაკუთრებით დამახასიათებელია ძუძუმწოვრებისა და მწერებისათვის და იგი ხშირად უკავშირდება გამრავლების ქცევას.
Pheromones are especially common among mammals and insects and often relate to reproductive behavior.
577166.
ბიოლოგია | თავი LI
ჩრჩილის პეპლები, მაგალითად, აფრქვევენ ისეთ ფერომონებს, რომლებიც იზიდავენ პარტნიორს რამდენიმე კილომეტრის მანძილზე.
Many moths, for example, emit pheromones that can attract mates from several kilometers away.
577167.
ბიოლოგია | თავი LI
როცა ჩრჩილის პეპლები უკვე ერთად არიან, ფერომონები მათ უკვე სპეციფიკური არშიყობის ქცევებისაკენ უბიძგებენ.
Once the moths are together, pheromones also trigger specific courtship behaviors.
577168.
ბიოლოგია | თავი LI
ქიმიური სიგნალის კონტექსტი ისეთივე მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს, როგორც თავად ქიმიკატი.
The context of a chemical signal can be as important as the chemical itself.
577169.
ბიოლოგია | თავი LI
მეთაფლია ფუტკრების კოლონაში ფერომონები, რომლებსაც გამოყოფენ დედოფალი და მისი ქალიშვილები, მუშა ფუტკრები, სკაში მეტად რთული სოციალური წესრიგის შენარჩუნებას უზრუნველყოფენ.
In a honeybee colony, pheromones produced by the queen and her daughters, the workers, maintain the hive's very complex social order.
577170.
ბიოლოგია | თავი LI
როცა მამრი მუშა ფუტკრები სკის გარეთ არიან, სადაც მათ შეუძლიათ შეჯვარდნენ დედოფალთან, მათ დედოფლის მიერ გამოყოფილი ფერომონი იზიდავთ, ხოლო როცა ისინი სკაში არიან, დედოფლის მიერ გამოყოფილი ფერომონი მათზე აღარ მოქმედებს.
When male honeybees (drones) are outside the hive, where they can mate with a queen, they are attracted to her pheromones, drones are inside the hive, they are unaffected by the queen's pheromone.
577171.
ბიოლოგია | თავი LI
ფერომონები ასევე მონაწილეობენ ისეთ ქცევებშიც, რომლებიც გამრავლებასთან არ არიან დაკავშირებული.
Pheromones also function in nonreproductive behavior.
577172.
ბიოლოგია | თავი LI
მაგალითად, როცა ციმორი ანდა ზოლიანი მგელთევზა დაშავდება, განგაშის მაუწყებელი ნივთიერება, რომელიც თევზის კანქვეშა ჯირკვლებშია დაგროვილი, წყალში იშლება და იმ არეალში მყოფ თევზებში საფრთხის მაუწყებელ სიგნალზე საპასუხო რეაქციას იწვევს.
For example, when a minnow or catfish is injured, an alarm substance that is stored in glands in the fish's skin disperses in the water, inducing a fright response among other fish in the area.
577173.
ბიოლოგია | თავი LI
ახლომახლო თევზები უფრო ფხიზლად არიან და ერთად ჯგუფდებიან ფსკერთან ახლოს, სადაც ისინი უფრო უსაფრთხოდ გრძნობენ თავს თავდასხმისაგან.
These nearby fish become more vigilant and group together in tightly packed schools, often near the bottom, where they are safer from attack.
577174.
ბიოლოგია | თავი LI
ფერომონი ძალიან ეფექტურია დაბალი კონცენტრაციითაც.
Pheromones can be very effective at low concentrations.
577175.
ბიოლოგია | თავი LI
მაგალითად ციმორის მხოლოდ ერთი კვ. სმ.-ის მოცულობის კანი შეიცავს საკმარის განგაშის მაუწყებელ ფერომონს, იმისთვის, რომ განგაშის რეაქცია გამოიწვიოს მაშინაც კი, როცა 58.000 ლიტრ წყალშია გახსნილი.
For instance, just 1 cm2 of skin from a fathead minnow contains sufficient alarm substance to induce an alarm reaction even when diluted by 58,000 L of water.
577176.
ბიოლოგია | თავი LI
სმენითი კომუნიკაცია.
Auditory Communication.
577177.
ბიოლოგია | თავი LI
ჩიტის უმეტესობა სახეობების ჭიკჭიკი მხოლოდ ნაწილობრივაა შესწავლილი.
The songs of most bird species are at least partly learned.
577178.
ბიოლოგია | თავი LI
ამის საპირისპიროდ კარგადაა შესწავლილი მწერების მრავალი სახეობისთვის დამახასიათებელი დაწყვილების რიტუალი, იგი მოიცავს სიმღერებს, რომლებიც, როგორც წესი, მკაცრი გენეტიკური კონტროლის ქვეშ იმყოფება.
By contrast, in many species of insects, mating rituals include characteristic songs that are generally under direct genetic control.
577179.
ბიოლოგია | თავი LI
დროზოფილის სახეობებში მამრები სიმღერას წარმოქმნიან ფრთების ვიბრაციის მეშვეობით.
In Drosophila species, males produce a song by vibrating their wings.
577180.
ბიოლოგია | თავი LI
მდედრებს საშუალება აქვთ, იცნონ თავისი სახეობის მამრის სიმღერა ისეთი დეტალების მეშვეობით, როგორიცაა ფრთების ვიბრაციისას პულსებს შორის არსებული ინტერვალები (რაც სიმღერის რიტმს წარმოშობს) და პულსების ხანგრძლივობა.
Females are able to recognize the songs of males of their species through such details as the intervals between pulses of wing vibrations, the rhythm of the song, and the length of song pulses.