მოიძებნა 668043 ჩანაწერი
577221.
ბიოლოგია | თავი LI
გარესაფარში ნახშირწყალბადების გავლენის შესამოწმებლად ერთგენსმა და არენსმა ბაჯაელი მამრები ხელოვნურ გარემოში მოაშენეს და შემდეგ მოაპკურეს მათ სონორიული პოპულაციის მამრის გარესაფარიდან გამოყოფილი ნახშირწყალბადი.
To test the influence of exoskeleton hydrocarbons, Etges and Ahrens raised Baja males on artificial medium and then perfumed them with hydrocarbons extracted from the exoskeletons of males from the Sonoran population.
577222.
ბიოლოგია | თავი LI
ბაჯაელი მამრების უარყოფის ნაცვლად სონორიელმა მდედრებმა ისინი ისეთივე სიხშირით მიიღეს, როგორც სონორიელ მამრებს იღებდნენ.
Instead of rejecting these Baja males, Sonoran females accepted them as frequently as they accepted Sonoran males.
577223.
ბიოლოგია | თავი LI
ეთგისა და არენსის კვლევებმა უჩვენეს, თუ როგორ შეუძლია შეცვალოს საკვებმა ძირითადი ქცევები.
Etges and Ahrens's study showed how the effects of the nutritional environment can modify a critical behavior.
577224.
ბიოლოგია | თავი LI
შემდგომში ჩვენ ვნახეთ, რომ სოციალურ გარემოს შეუძლია შეცვალოს სულ ცოტა ერთი სახეობის ქცევები.
Next, we will see how social environment has been found to modify the behavior of at least one species.
577225.
ბიოლოგია | თავი LI
სოციალური გარემო და აგრესიული ქცევები.
Social Environment and Aggressive Behavior.
577226.
ბიოლოგია | თავი LI
მამრი პრერიის თახვების დაწყვილების ქცევებზე გენეტიკური გავლენის შესახებ აღმოჩენები უფრო სრულყო სხვა მონოგამიური მღრღნელების, კალიფორნიული თაგვების (Peromyscus californius) პარალელურმა კვლევებმა.
The discoveries of genetic influence on mating behaviors in male prairie voles are complemented by parallel studies of another monogamous rodent, the California mouse (Peromyscus californicus).
577227.
ბიოლოგია | თავი LI
პრერიის თახვების მსგავსად მამრი კალიფორნიული თაგვებიც, ასევე აგრესიულები არიან სხვა თაგვების მიმართ და ასევე ავლენენ დიდ მშობლიურ ზრუნვას.
Like prairie voles, male California mice are highly aggressive toward other mice and provide extensive parental care.
577228.
ბიოლოგია | თავი LI
მედისონის ვისკონსინის უნივერსიტეტის მკვლევრებმა, ჯანეტ ბასტერ-მერედიტმა და კატერინა მაილერმა, შეისწავლეს სოციალური გარემოს გავლენა მამრი კალიფორნიული თაგვების ქცევაზე.
Janet Bester-Meredith and Catherine Marler, of the University of Wisconsin at Madison, studied what influence the social environment might have on the behavior of male California mice.
577229.
ბიოლოგია | თავი LI
სოციალური გარემოს შექმნის მიზნით მათ ახალდაბადებული კალიფორნიული თაგვი მოათავსეს თეთრფეხა თაგვის (peromyscus leucopus) ბუნაგში, ეს ის სახეობაა, რომლის მამრები მონოგამიურები არ არიან და მშობლიური ზრუნვაც მკვეთრად არა აქვთ გამოხატული.
To manipulate the early social environment, they placed newborn California mice in the nests of white-footed mice (Peromyscus leucopus), a species in which males are not monogamous and engage in little parental care.
577230.
ბიოლოგია | თავი LI
მათ ასევე მოათავსეს ახალდაბადებული თეთრფეხა თაგვი კალიფორნიული თაგვის ბუნაგში.
They also placed newborn white-footed mice in the nests of California mice.
577231.
ბიოლოგია | თავი LI
ამ ურთიერთჩანაცვლებამ, რომლის მიხედვითაც თითოეული სახეობის ახალშობილი მოთავსებული იქნა მეორე სახეობის ბუნაგში, შეცვალა ორივე სახეობის ქცევები.
This "cross-fostering," in which the young of each species were placed in the nests of the other species, altered the behavior of both species.
577232.
ბიოლოგია | თავი LI
მაგალითად, როცა თეთრფეხა თაგვების მიერ აღზრდილი კალიფორნიული თაგვი გადახოხდებოდა ბუნაგიდან, მას უკან არ აბრუნებდნენ ისეთი სიხშირით, როგორი სიხშირითაც აბრუნებდნენ იმ ახალშობილებს, რომლებსაც მათი სახეობა ზრდიდა.
For instance, when male California mice raised by white-footed mice crawled away from the nest, they were not retrieved as frequently as those raised by their own species.
577233.
ბიოლოგია | თავი LI
როცა ეს გაცვლილი კალიფორნიული თაგვები თავად გახდნენ მშობლები, თავად ისინიც უფრო ნაკლებ დროს ხარჯავდნენ წრუწუნების დასაბრუნებლად.
When these cross-fostered California mice became parents, they, too, spent less time retrieving their pups.
577234.
ბიოლოგია | თავი LI
ერთ-ერთი შესწავლისას, რომელიც ბესტერმერედიტმა და მარლენმა აწარმოვეს, კალიფორნიული თაგვების მიერ აღზრდილი თეთრფეხა თაგვის ტვინში აღმოაჩინეს AVP-ის, რაც პრერიის თახვებში მზარდი აგრესიისა და მშობლის მზრუნველობას განაპირობებდა, შემცირებული რაოდენობა.
In one study by Bester-Meredith and Marler, the brains of California mice raised by white-footed mice were found to con tain reduced levels of the same neurotransmitter (AVP) associated with elevated aggression and parental care in male prairie voles.
577235.
ბიოლოგია | თავი LI
ის ფაქტი, რომ გაცვლილმა კალიფორნიულმა თეთრფეხა თაგვებმა მათი აღმზრდელი მშობლებისგან შეისწავლეს და მიიღეს ქცევები, გვიჩვენებს, რომ განვითარების დროს შეძენილმა გამოცდილებამ შეიძლება გამოიწვიოს ცვლილებები მშობლის ქცევაში მღრღნელთა შორის და ეს ცვლილებები შეიძლება გადავიდეს ერთი თაობიდან მეორე თაობაზე.
The fact that cross-fostered California and white-footed mice adopted some of the behaviors of their foster parents suggests that experience during development can lead to changes in parental and aggressive behaviors in these rodents that can be passed from one generation to the next.
577236.
ბიოლოგია | თავი LI
ქცევაზე გარემო პირობების გავლენის მოხდენის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საშუალება სწავლაა, ანუ ეს არის ქცევის მოდიფიკაცია, რაც ეფუძნება სპეციფიკურ გამოცდილებას.
One of the most powerful ways that environmental conditions can influence behavior is through learning, the modification of behavior based on specific experiences.
577237.
ბიოლოგია | თავი LI
შესწავლილი ქცევები შეიძლება სხვადასხვა სირთულისა იყოს, დაწყებული ძალიან მარტივით, როგორიცაა მაგალითად, ასახვა, რაც ვლინდება იმაში, როცა პატარა ფრინველი სწავლობს, როგორ უნდა გაჰყვეს უკან გარკვეულ ინდივიდს, რომელიც მან დაისწავლა, როგორც მისი მშობელი და რომელსაც ცნობს, დამთავრებული ძალიან მაღალი სირთულის ქცევებით.
Learned behaviors range from the very simple, such as imprinting, which results in a young bird following a particular individual it has learned to recognize as its parent, to the highly complex.
577238.
ბიოლოგია | თავი LI
ვიდრე ჩვენ განვიხილავდეთ შესწავლის რამდენიმე რთულ ფორმას, მოდით, ძალიან მოკლედ გადავავლოთ თვალი ერთ ძალიან მარტივ ქცევას – მიჩვევას.
Before we consider some complex forms of learning, let's look briefly at another very simple one – habituation.
577239.
ბიოლოგია | თავი LI
მიჩვევა არის საპასუხო რეაქციის დაკარგვა იმ სტიმულზე, რომელსაც მოაქვს ძალიან მცირე ანდა არანაირი ინფორმაცია.
Habituation is a loss of responsiveness to stimuli that convey little or no information.
577240.
ბიოლოგია | თავი LI
მაგალითები ფართოდაა გავრცელებული.
Examples are widespread.