მოიძებნა 668043 ჩანაწერი
577201.
ბიოლოგია | თავი LI
ცენტრალურ ნერვულ სისტემაში AVP ებმის რეცეპტორს, რომელსაც V1a-ს უწოდებენ.
In the central nervous system, AVP binds with a receptor called the Via receptor.
577202.
ბიოლოგია | თავი LI
ემორის კვლევებმა აღმოაჩინეს მნიშვნელოვანი სხვაობები V1a რეცეპტორების დისტრიბუციაში მონოგამიური პრერიის თახვებისა და ჩრდილო-ამერიკის დასავლეთ ნაწილის მთიან რეგიონში მცხოვრები თახვების (Promiscuous montane) ტვინში.
The Emory researchers found significant differences between the distribution of Via receptors in the brains of monogamous prairie voles and their distribution in promiscuous montane voles (which live in the mountainous regions of western North America).
577203.
ბიოლოგია | თავი LI
იმის გამოსავლენად პრერიის თახვებში V1a რეცეპტორების დისტრიბუცია წარმოადგენს თუ არა დაწყვილებისა და მშობლების ქცევების მაკონტროლებელ ამოსავალ ფაქტორს, ინსელმა და მისმა კოლეგებმა პრერიის თახვების V1a რეცეპტორის გენი ლაბორატორიულ თაგვში შეიყვანეს.
To test whether the distribution of Via receptors is a key factor controlling the mating and parental behavior of prairie voles, Insel and his colleagues inserted the prairie vole Via receptor gene into laboratory mice.
577204.
ბიოლოგია | თავი LI
ტრანსგენურ თაგვებს არა მარტო ისეთი ტვინი განუვითარდათ, რომელშიც V1a რეცეპტორების დისტრიბუცია განსაცვიფრებლად მსგავსი იყო პრერიის თახვების ტვინში არსებული დისტრიბუციისა, არამედ მათ გამოავლინეს დაწყვილების მრავალი ისეთივე ქცევა, როგორიც ახასიათებს მონოგამიურ მამრ პრერიის თახვებს.
Not only did the transgenic mice develop brains in which the distribution of Via receptors was remarkably similar to the distribution found in prairie voles, but they also showed many of the same mating behaviors as monogamous male prairie voles.
577205.
ბიოლოგია | თავი LI
ამის საპირისპიროდ, ველური ტიპის მამრ თაგვებს კი ბუნებრივად არ გააჩნიათ V1a –ს ისეთი დისტრიბუცია და ამგვარ ქცევებს ისინი, ჩვეულებრივ, არ ავლენენ.
In contrast, male wild-type mice did not have the same Via receptor distribution and did not show such behavior.
577206.
ბიოლოგია | თავი LI
ამგვარად, თუმცა თახვების დაწყვილების ქცევებზე მრავალი გენი ახდენს გავლენას, როგორც გამოირკვა, ერთ გენსაც ძალუძს, განსაზღვროს საგრძნობი რაოდენობის დაწყვილების კომპლექსური ქცევა (და შესაძლოა მშობლის ქცევაც), რასაც ვხვდებით პრერიის თახვებში.
Thus, though many genes influence the mating behavior of these voles, it appears that a single gene may mediate a considerable amount of the complex mating behavior (and perhaps parental behavior) that occurs in prairie voles.
577207.
ბიოლოგია | თავი LI
ჯერ კვლევებს საჭიროებს იმის დადგენა, სხვა კომპლექსური ქცევებიც ასევე მსგავსი მარტივი გენეტიკური გავლენის ქვეშ არიან თუ არა.
It remains to be seen whether other complex behaviors are under similarly simple genetic influences.
577208.
ბიოლოგია | თავი LI
ამას გარდა, თუმცა გენები ქცევებზე სხვადასხვაგვარ გავლენას ახდენენ, ქცევებზე ასევე უდიდესი გავლენა აქვს გარემოსაც, რასაც შემდეგ განყოფილებებში განვიხილავთ.
In addition, although genes influence behaviors in a multitude of ways, the environment also has major effects on behaviors, as we shall see in the next section.
577209.
ბიოლოგია | თავი LI
გარემოსა და ცხოველის გენეტიკური აგებულების ურთიერთმოქმედება გავლენას ახდენს ქცევის განვითარებაზე.
Environment, interacting with util an animal's genetic makeup, influences the development of behaviors.
577210.
ბიოლოგია | თავი LI
ქცევაზე გენეტიკურ გავლენას წარმოაჩენენ ექსპერიმენტები, ხოლო კვლევა ავლენს, რომ გარემო პირობებს შეუძლია ჩამოაყალიბოს მრავალი იგივე სახის ქცევა.
While experimental demonstrations of genetic influences on behaviors accumulate, research also reveals that environmental conditions modify many of the same behaviors.
577211.
ბიოლოგია | თავი LI
გარემო ფაქტორებმა, როგორიცაა კვების რაციონის ხარისხი, სოციალური ურთიერთმოქმედების ხასიათი და ცოდნის მიღების შესაძლებლობა, შეიძლება იქონიოს გავლენა ქცევის განვითარებაზე ცხოველთა ჯგუფებში.
Environmental factors, such as the quality of the diet, the nature of social interactions, and opportunities for learning, can influence the development of behaviors in every group of animals.
577212.
ბიოლოგია | თავი LI
კვების რაციონის გავლენა პარტნიორის არჩევაზე.
Dietary Influence on Mate Choice Behavior.
577213.
ბიოლოგია | თავი LI
ქცევაზე გარემოს გავლენის ერთ-ერთ მაგალითს წარმოადგენს დროზოფილის (Drosiphila mojaventis) სახეობაში კვების რაციონის როლი პარტნიორის არჩევაზე, რომელიც ჯვარდება და დებს კვერცხებს კაქტუსის ლპობად ქსოვილებში.
One example of environmental influence on behavior is the role of diet in mate selection by Drosophila mojavensis, which mates and lays its eggs on the rotting tissues of cactus.
577214.
ბიოლოგია | თავი LI
დროზოფილის პოპულაცია, რომელსაც ვხვდებით ბაჯაში, კალიფორნიაში, ბინადრობს თითქმის მთლიანად აგრია-კაქტუსებში, მაშინ როცა სონორაში და არიზონაში მათი პოპულაციები გვხვდებიან ორგანულ პიპე-კაქტუსებში.
Drosophila populations in Baja California, Mexico, breed almost entirely on agria cactus, whereas most populations in Sonora, Mexico, and in Arizona use organ pipe cactus.
577215.
ბიოლოგია | თავი LI
კაქტუსი წარმოადგენს საკვებს მატლის განვითარებისთვის.
These cacti serve as food for the developing larvae.
577216.
ბიოლოგია | თავი LI
როცა ბაჯაელი დროზოფილები და სონორიელი დროზოფილები ლაბორატორიაში ხელოვნური ბანანის გარემოში გაზარდეს, მკვლევრებმა შენიშნეს, რომ სონორიის პოპულაციის მდედრები ავლენდნენ ბაჯას პოპულაციის მამრებთან შეჯვარებისაგან თავის არიდების ტენდენციას.
When Drosophila from Baja and Sonora were raised on an artificial banana-based medium in the laboratory, researchers noticed that females from the Sonoran population tended to avoid mating with Baja males.
577217.
ბიოლოგია | თავი LI
ამ პირველი დაკვირვების შემდეგ უილიამ ეთგესმა და მიტჩელ არენსმა, არკანზასის უნივერსიტეტის მკვლევრებმა, დაადგინეს, რომ დროზოფილების მატლების მიერ მიღებული საკვების ტიპი ძალიან დიდ გავლენას ახდენდა შემდგომში მდედრებში, განსაკუთრებით სონორიის პოპულაციის მდედრებში პარტნიორის არჩევაზე.
Following up on these initial observations, William Etges and Mitchell Ahrens, of the University of Arkansas, showed that the food eaten by Drosophila larvae strongly influences later mate selection by females, especially those from Sonoran populations.
577218.
ბიოლოგია | თავი LI
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რა წარმოადგენს ამ ქცევის უშუალო მიზეზს?
In other words, what is the proximate cause of the behavior?
577219.
ბიოლოგია | თავი LI
არიზონას უნივერსიტეტის მკვლევარმა, თერეს მარკოვმა, და ნიუ მექსიკის უნივერსიტეტის მკვლევარმა, ერიკ ტულსონმა, შემოგვთავაზეს, რომ მდედრების მიერ მამრთა შერჩევის ფიზიოლოგიურ საფუძველს წარმოადგენდა ორგანიზმების გარესაფარში ნახშირწყალბადის სხვადასხვაგვარი შემცველობა.
Therese Markow, of Arizona State University, and Eric Toolson, of the University of New Mexico, proposed that the physiological basis for the observed mate preferences was differences in hydrocarbons in the exoskeletons of the flies.
577220.
ბიოლოგია | თავი LI
ეს იყო მეტად გონივრული ჰიპოთეზა, რადგანაც სასიყვარულო სიმღერებისა და სხვა გრძნობითი ინფორმაციების გამოყენების გარდა, დროზოფილი იყენებს ასევე გემოვნების გრძნობასაც, რომ შეაფასოს შესაძლო პარტნიორის გარესაფარში ნახშირწყალბადის შემცველობა.
This was a reasonable hypothesis, since in addition to using courtship songs and other sensory information, Drosophila uses their sense of taste to assess the hydrocarbons in the exoskeleton of possible mates.