მოიძებნა 668043 ჩანაწერი
577301.
ბიოლოგია | თავი LI
კონტროლის ქვეშ მყოფი ჯგუფის ზებრათევზებს კი ჩაუსხეს წყლის ნაკადი, რომელიც არ შეიცავდა განგაშის მაუწყებელ ნივთიერებას, შემდეგ კი დაუმატეს ქარიყლაპიას სუნის მქონე წყალი.
Zebrafish in a control group were exposed to an influx of water alone (without alarm substance) and then to water containing pike odour.
577302.
ბიოლოგია | თავი LI
ექსპერიმენტის პირველ დღეს კონტროლის ქვეშ მყოფი ჯგუფის თევზების მოქმედებებში არანაირი ცვლილება არ აღინიშნა, არც უბრალო წყლის და არც ქარიყლაპიას სუნის მქონე წყლის შემთხვევაში.
On day 1 of the experiment, the zebrafish in the control group did not change their activity in response to the influx of either water alone or pike odor.
577303.
ბიოლოგია | თავი LI
მათი ამგვარი საქციელი, უფრო სწორად, რეაქციის არქონა, მეტად მნიშვნელოვანია დასკვნების გამოტანისათვის, რადგანაც იგი მიუნიშნებს იმაზე, რომ ზებრათევზს არ ჰქონდა არანაირი შინაგანი რეაქცია ქარიყლაპიას სუნზე.
This lack of response by the control group is critical to the interpretation of the results, because it indicates that the zebrafish had no innate negative reaction to pike odour.
577304.
ბიოლოგია | თავი LI
როგორც მოსალოდნელი იყო, ექსპერიმენტული ჯგუფის ზებრათევზებმა შესამჩნევად შეამცირეს აქტიურობა, ეს იყო განგაშის მაუწყებელ ნივთიერებაზე მათი საპასუხო რეაქცია.
As expected, the zebrafish in the experimental group reduced their activity markedly in response to the alarm substance.
577305.
ბიოლოგია | თავი LI
როცა 5 წუთის შემდეგ ქარიყლაპიას სუნი დაუმატეს, მათი აქტიურობა გაიზარდა, ეს ცოტა უფრო განსხვავებული რეაქცია იყო, ვიდრე მათ აქვთ ტიპური განგაშის პასუხად
When pike odor was added 5 minutes later, their activity actually increased somewhat, a difference from the typical alarm response.
577306.
ბიოლოგია | თავი LI
სამი დღის შემდეგ ზებრათევზმა კონტროლის ქვეშ მყოფი ჯგუფიდან ისევ არ უჩვენა საპასუხო რეაქცია არც უბრალო წყალზე და არც ქარიყლაპიას სუნზე.
Three days later, the zebrafish in the control group still showed no response to the influx of either water alone or pike odor.
577307.
ბიოლოგია | თავი LI
არც ექსპერიმენტულმა თევზებმა უჩვენეს რეაქცია მხოლოდ წყალზე.
The experimental fish also showed no significant response to water alone.
577308.
ბიოლოგია | თავი LI
თუმცა ქარიყლაპიას სუნზე პასუხად მათ შეამცირეს აქტიურობა.
However, they did reduce their activity somewhat in response to pike odor.
577309.
ბიოლოგია | თავი LI
კორპიმ და ვისენდერმა დაასკვნეს, რომ ექსპერიმენტული ჯგუფის ზებრათევზმა ისწავლა ქარიყლაპიას სუნის დაკავშირება განგაშის მაუწყებელი ნივთიერებების სუნთან, მიუხედავად იმისა, რომ პირველ დღეს ინტერვალი ქარიყლაპიას სუნის გამოჩენამდე 5 წუთს შეადგენდა.
Korpi and Wisenden concluded that the zebrafish in the experimental group had learned to associate pike odor with the alarm substance, even though their exposure to pike odor on the first day of the study was delayed for 5 minutes.
577310.
ბიოლოგია | თავი LI
კლასიკური კონდიცირების პირობებში ზებრათევზი მიაჩვიეს ქარიყლაპიას სუნის დაკავშირებას განგაშის მაუწყებელ ნივთიერებებთან.
In terms of classical conditioning, the zebrafish had been conditioned to associate pike odor with the alarm substance.
577311.
ბიოლოგია | თავი LI
ექსპერიმენტული შედეგები გვიჩვენებენ, რომ ასოციაცია ძალაში რჩება სამი დღის განმავლობაში.
The experimental results show that this association was retained for three days.
577312.
ბიოლოგია | თავი LI
ასოციაციური ცოდნის კიდევ ერთ ტიპს წარმოადგენს ოპერატიული კონდიცირება, რომელსაც ასევე ეძახიან მცდელობისა და შეცდომის სწავლებას.
Another type of associative learning is operant conditioning, also called trial-and-error learning.
577313.
ბიოლოგია | თავი LI
ამ დროს ცხოველი სწავლობს, დაუკავშიროს თავისი ერთ-ერთი ქცევა ჯილდოს ანდა სასჯელს და შემდეგ ან გაიმეოროს ანდა თავი აარიდოს ამ ქცევას, როგორც ეს იყო თაგვის მაგალითზე, რომელმაც უგემური მუხლუხო შეჭამა.
Here, an animal learns to associate one of its own behaviors with a reward or punishment and then tends to repeat or avoid that behavior, as in the example of a mouse eating a distasteful caterpillar.
577314.
ბიოლოგია | თავი LI
მტაცებლები, მაგალითად, სწრაფად სწავლობენ გარკვეული ტიპის მსხვერპლისა და მტკივნეული განცდის ერთმანეთთან დაკავშირებას და საკუთარ ქცევას ამ გამოცდილების მიხედვით ცვლიან.
For instance, predators quickly learn to associate certain kinds of potential prey with painful experiences and modify their behavior accordingly.
577315.
ბიოლოგია | თავი LI
კოგნიტურობა და პრობლემების გადაჭრა.
Cognition and Problem Solving.
577316.
ბიოლოგია | თავი LI
კოგნიტურობის კვლევისას ქცევა და ნერვიული სისტემის ფუნქციონირება ერთმანეთთან კავშირში განიხილება.
The study of cognition connects behavior with nervous system function.
577317.
ბიოლოგია | თავი LI
თვითონ ტერმინი, კოგნიტურობა, სხვადასხვაგვარად არის განმარტებული.
The term cognition is variously defined.
577318.
ბიოლოგია | თავი LI
ვიწრო გაგებით იგი არის ცნობიერების ან გაცნობიერების სინონიმი.
In a narrow sense, it is synonymous with consciousness or awareness.
577319.
ბიოლოგია | თავი LI
ფართო გაგებით, ანუ იმ გაგებით, რომელსაც ჩვენ ამ წიგნში ვეყრდნობით, ეს არის ცხოველის ნერვული სისტემის უნარი აღიქვას, შეინახოს, გადაამუშაოს და გამოიყენოს ის ინფორმაცია, რაც გრძნობის რეცეპტორებმა მოაგროვეს.
In a broad sense, the way we use the term in this book-cognition is the ability of an animal's nervous system to perceive, store, process, and use information gathered by sensory receptors.
577320.
ბიოლოგია | თავი LI
ცხოველის კოგნიტურობის ანუ შემეცნებითი ნიჭის შემსწავლელ დისციპლინა, რასაც კოგნიტური ეთოლოგია ჰქვია, იკვლევს ცხოველის ნერვულ სისტემასა და ცხოველის საქციელს შორის კავშირს.
The study of animal cognition, called cognitive ethology, examines the connection between an animal's nervous system and its behavior.