მოიძებნა 668043 ჩანაწერი
577361.
ბიოლოგია | თავი LI
უფრო ნაკლებ აშკარად, თუმცა მნიშვნელოვანი განსხვავებები ქცევებში შეინიშნება ასევე ცხოველთა ერთი სახეობის ფარგლებშიც.
Though often less obvious, significant differences in behavior can also be found within animal species.
577362.
ბიოლოგია | თავი LI
როცა ქცევითი ვარიაციები სახეობებს შიგნით შესაბამისობაშია გარემო პირობების ვარიაციებთან, ეს შეიძლება წარმოადგენდეს განვლილი ევოლუციის დამადასტურებელ ფაქტს.
When behavioral variation within a species corresponds to variation in environmental conditions, it may be evidence of past evolution.
577363.
ბიოლოგია | თავი LI
მსხვერპლის შერჩევის ვარიაციები.
Variation in Prey Selection.
577364.
ბიოლოგია | თავი LI
სახეობებს შიგნით გენეტიკით განპირობებული ქცევის ვარიაციების ერთ-ერთი ყველაზე უფრო კარგად ცნობილ მაგალითს წარმოადგენს გველის მიერ (Thamnophis elegans) მსხვერპლის სელექცია.
One of the best-known examples of genetically based variation in behavior within a species is prey selection by the garter snake Thamnophis elegans.
577365.
ბიოლოგია | თავი LI
ჩიკაგოს უნივერსიტეტის მკვლევარმა, სტივენ არნოლდმა, აღმოაჩინა, რომ მთელს კალიფორნიაში გავრცელებული ამ სახეობების ბუნებრივი დიეტა ერთმანეთისგან ძალიან დიდადაა განსხვავებული.
Stevan Arnold of the University of Chicago discovered that the natural diet of this species differs widely across its range in California.
577366.
ბიოლოგია | თავი LI
სანაპიროზე მცხოვრები პოპულაციები იკვებებიან სალამანდრებით, ბაყაყებით, გომბეშოებით, მაგრამ ძირითადად, მაინც ლოქორებით.
Coastal populations feed on salamanders, frogs, and toads but predominantly on slugs.
577367.
ბიოლოგია | თავი LI
შიდასახმელეთო პოპულაციები იკვებებიან ბაყაყებით, წრუწუნებით და თევზებით, მაგრამ არა ლოქორებით.
Inland populations feed on frogs, leeches, and fish but not on slugs.
577368.
ბიოლოგია | თავი LI
ფაქტობრივად, ლოქორები ძალიან იშვიათია ან საერთოდ არ არის შიდასახმელეთო ტერიტორიებზე სადაც ეს გველები ბინადრობენ.
In fact, slugs are rare or absent in the inland habitats of T. elegans.
577369.
ბიოლოგია | თავი LI
მსხვერპლის მოპოვების კონტრასტმა არნოლდი მიიყვანა აზრამდე, შეედარებინა სანაპიროს მკვიდრ და შიდახმელეთის მკვიდრ ამ გველების პოპულაციების საპასუხო რეაქციები ბანანის ლოქორის შეთავაზებისას.
The contrast in prey availability led Arnold to compare the responses of coastal and inland populations of T. elegans when offered bits of banana slug.
577370.
ბიოლოგია | თავი LI
პირველი ცდისას არნოლდმა შესთავაზა ბანანის ლოქორა ორივე პოპულაციის t-გველებს.
In the first test, Arnold offered banana slugs to T. elegans from both wild populations.
577371.
ბიოლოგია | თავი LI
თუ უმეტესობა სანაპიროს მკვიდრი გველებისა სიამოვნებით ჭამდა ლოქორას, შიდახმელეთის მკვიდრმა გველებმა არ მიიღეს ეს საკვები.
Whereas most of the coastal snakes readily ate the slugs, the inland snakes tended to refuse them.
577372.
ბიოლოგია | თავი LI
იმის გამო, რომ კვებაში კონტრასტული ქცევა შეიძლება განპირობებული იყოს მათთვის დამახასიათებელი კვებითი ჩვევებით, არნოლდმა გამოცადა ლაბორატორიაში ახალგაზრდა გველების საპასუხო რეაქციები.
Because the contrast in feeding behavior may have been conditioned by experience in their natural habitat, Arnold tested the responses of young snakes born in the laboratory.
577373.
ბიოლოგია | თავი LI
მან აღმოაჩინა, რომ შეთავაზებულ ლოქორას თავს ესხმოდნენ სანაპიროს მკვიდრი გველის წიწილების 73%, ხოლო შიდახმელეთის მკვიდრი გველის წიწილების კი მხოლოდ 35%.
He found that 73% of the young snakes from coastal mothers attacked the slugs they were offered, while only 35% of the young snakes from inland mothers attacked the slugs.
577374.
ბიოლოგია | თავი LI
არნოლდმა დაადგინა, რომ როცა შიდახმელეთის გველებმა სანაპირო მიდამოები დაიპყრეს, ეს იყო 10.000 წლის წინ, პოპულაციის ნაწილს ჰქონდა ლოქორას ცნობის უნარი ქიმიური რეაქციების საშუალებით.
Arnold proposed that when inland snakes colonized coastal habitats more than 10,000 years ago, a fraction of the population had the ability to recognize slugs by chemoreception.
577375.
ბიოლოგია | თავი LI
იმის გამო, რომ ეს გველები ჭამდნენ უხვად არსებული საკვების წყაროს, მათ გამოუმუშავდათ შეგუების უფრო მაღალი შესაბამისობა, ვიდრე იმ პოპულაციას, რომლებიც არ ჭამდნენ ლოქორებს.
Because these snakes took advantage of the abundant food source, they had higher fitness than snakes in the population that ignored slugs.
577376.
ბიოლოგია | თავი LI
ამრიგად, პოპულაციაში ლოქორას, როგორც მსხვერპლის ცნობის უნარი თანდათანობით, ასობით და ათასობით თაობების შემდეგ გაიზარდა.
Thus, the capacity to recognize slugs as prey increased in frequency in the population over hundreds or thousands of generations.
577377.
ბიოლოგია | თავი LI
დღეს ამ ორ პოპულაციას შორის არსებული ქცევის ვარიაციები ევოლუციის დამადასტურებელ ფაქტს წარმოადგენს.
The variation in behavior today between the two populations is evidence of this evolution.
577378.
ბიოლოგია | თავი LI
აგრესიული ქცევის ვარიაციები.
Variation in Aggressive Behavior.
577379.
ბიოლოგია | თავი LI
არნოლდის მიერ შესწავლილი ტერიტორიები და აღნუსხული კვების ქცევასთან დაკავშირებული განსხვავებები, ასობით კილომეტრს მოიცავს, ამხელა მანძილი არ არის აუცილებელი შიდასპეციფიკური ვარიაციების შესასწავლად.
Although the differences in feeding behavior documented by Arnold occur over hundreds of kilometers, such distances are not necessary for intraspecific variation.
577380.
ბიოლოგია | თავი LI
არიდულ (მშრალ, უწყლო) რეგიონებში წყლის არსებობამ შეიძლება წარმოშვას განსაცვიფრებელი გარემო-კონტრასტი მცირე მანძილზეც კი, განსაკუთრებით იქ, სადაც უდაბნო ერთვის მდინარისპირა ტყის ზონას.
In arid regions, the presence of water can produce striking environmental contrast over small distances, particularly where a desert meets a riparian (riverside) woodland.