მოიძებნა 668043 ჩანაწერი
577341.
ბიოლოგია | თავი LI
ზოგიერთ სახეობას სიმღერის განვითარებისათვის აქვს სენსორული პერიოდები.
Some have a sensitive period for developing their songs.
577342.
ბიოლოგია | თავი LI
მაგალითად, თუ თეთრგვირგვინიანი ბეღურა სიცოცხლის პირველი 50 დღის განმავლობაში იზოლაციაში იქნება და საშუალება არ ექნება მოუსმინოს ნამდვილ ბეღურებს ან ბეღურების სიმღერების ჩანაწერებს, ის ვეღარ ავითარებს თავისი სახეობის უფროსი ბეღურებისათვის ჩვეულ სიმღერებს.
For example, if a white-crowned sparrow is isolated for the first 50 days of life and unable to hear either real sparrows or recordings of sparrow songs, it fails to develop the adult song of its species.
577343.
ბიოლოგია | თავი LI
თუმცა ახალგაზრდა ჩიტი სენსორულ პერიოდში თავად არ მღერის, იგი იმახსოვრებს მისი სახეობის ჩიტების სიმღერას მისი სახეობის სხვა ინდივიდების მოსმენის საშუალებით.
Although the young bird does not sing during the sensitive period, it memorizes the song of its species by listening to other white-crowned sparrows sing.
577344.
ბიოლოგია | თავი LI
სენსორული პერიოდის დროს ახალდაფრთიანებული ბარტყები უფრო მეტად სტიმულირებული არიან თავისი სახეობის სიმღერებით ვიდრე სხვა სახეობის ჩიტების სიმღერებით და პასუხად ჟივჟივებენ (ჟღურტულობენ).
During the sensitive period, fledglings seem to be stimulated more by the songs of their own species than by songs of other species, chirping more in response.
577345.
ბიოლოგია | თავი LI
ამრიგად თეთრგვირგვინიანი ბეღურები სწავლობენ იმ სიმღერებს, რომლებიც თვითონ უნდა იმღერონ, როცა გაიზრდებიან, მაგრამ შესწავლაზე კონტროლს გენეტიკური უპირატესობანი განაპირობებენ.
Thus, young white-crowned sparrows learn the songs they will sing as adults, but the learning appears to be bounded by genetically controlled preferences.
577346.
ბიოლოგია | თავი LI
სენსორულ პერიოდს, რომლის განმავლობაშიც თეთრგვირგვინა ბეღურა იმახსოვრებს თავისი სახეობის ჩიტების სიმღერას, მოსდევს მეორე ფაზა, როცა წამოზრდილი ჩიტი მღერის საცდელ (სასინჯ) ნოტებს, ამას მკვლევრები ქვესიმღერებს უწოდებენ.
The sensitive period when a white-crowned sparrow memorizes its species' song is followed by a second learning phase when the juvenile bird sings some tentative notes that researchers call a subsong.
577347.
ბიოლოგია | თავი LI
წამოზრდილი ჩიტი ისმენს თავის სიმღერას და ადარებს მას იმ სიმღერას, რომელიც მან დაიმახსოვრა სენსორული პერიოდისას.
The juvenile bird hears its own singing and compares it with the song that it memorized during the sensitive period.
577348.
ბიოლოგია | თავი LI
როცა ბეღურას სიმღერა დაემთხვევა მის მიერ დამახსოვრებულ სიმღერას, იგი აყალიბებს ამ სიმღერას, როგორც საბოლოო ვარიანტს და სიცოცხლის ბოლომდე სიმღერის მხოლოდ ამ ვარიანტს მღერის.
Once a sparrow's own song matches the one it memorized, it "crystallizes" as the final song, and the bird sings only this adult song for the rest of its life.
577349.
ბიოლოგია | თავი LI
მაგალითად, კანარის ჩიტებს სიმღერის შესწავლისათვის მხოლოდ სენსორული პერიოდი არა აქვთ.
Canaries, for example, do not have a single sensitive period for song learning.
577350.
ბიოლოგია | თავი LI
ახალგაზრდა კანარის ჩიტი იწყებს ქვესიმღერებით, მაგრამ სრული სიმღერა არ ყალიბდება იმავენაირად, როგორც ესაა თეთრგვირგვინა ბეღურებში.
A young canary begins with a subsong, but the full song it develops is not crystallized in the same way as it is in white-crowned sparrows.
577351.
ბიოლოგია | თავი LI
გამრავლების სეზონებს შორის არსებული პერიოდის განმავლობაში სიმღერა უფრო მოქნილი ხდება, ზრდასრულმა მამრმა შეიძლება ყოველწლიურად სიმღერის ახალი „მარცვლები“ ისწავლოს და დაამატოს იმ სიმღერას, რომელსაც ის უკვე მღერის.
Between breeding seasons, the song becomes flexible again, and an adult male may learn new song "syllables each year, adding to the song it already sings.
577352.
ბიოლოგია | თავი LI
ყოველწლიურად სიმღერის ახალ საფეხურზე აყვანა საშუალებას აძლევს მას, ისწავლოს ახალი მარცვლები.
Each year, a new plastic song stage allows the learning of new syllables.
577353.
ბიოლოგია | თავი LI
ქცევის შტრიხები შეიძლება ბუნებრივი სელექციიდან განვითარდეს.
Behavioral traits can evolve by natural selection.
577354.
ბიოლოგია | თავი LI
იმის გამო, რომ გენები გავლენას ახდენს ქცევაზე, ბუნებრივ შერჩევას შეიძლება შედეგად მოჰყვეს პოპულაციებში ქცევითი შტრიხების ევოლუცია.
Because of the influence of genes on behavior, natural selection can result in the evolution of behavioral traits in populations.
577355.
ბიოლოგია | თავი LI
ამ ევოლუციის დამადასტურებელ ერთ-ერთ ძირითად წყაროს წარმოადგენს ქცევითი სხვადასხვაობები, რომლებსაც ადგილი აქვს როგორც სახეობებს შორის, ასევე თვით ერთი სახეობის შიგნით ინდივიდებს შორის.
One of the primary sources of evidence for this evolution is behavioral variation between and within species.
577356.
ბიოლოგია | თავი LI
ქცევითი ვარიაციები ბუნებრივ პოპულაციებში.
Behavioral Variation in Natural Populations.
577357.
ბიოლოგია | თავი LI
ქცევითი განსხვავებები მონათესავე სახეობებში ჩვეულებრივ ამბავს წარმოადგენს.
Behavioral differences between closely related species are common.
577358.
ბიოლოგია | თავი LI
როგორც უკვე ვნახეთ, დროზოფილის სახეობების მამრები სხვადასხვაგვარ სასიყვარულო სიმღერებს მღერიან.
As you have already seen, the males of different species of Drosophila sing different courtship songs.
577359.
ბიოლოგია | თავი LI
ამის მაგალითს ვხვდებით ასევე თახვებშიც.
Another example is found in voles.
577360.
ბიოლოგია | თავი LI
ზოგიერთ სახეობაში პატარა ნაშიერებზე ორივე მშობელი ზრუნავს, მაშინ როცა სხვა სახეობებში პატარაზე მხოლოდ დედა ზრუნავს.
In some species, both males and females care for young, while in other species, the young receive only maternal care.