მოიძებნა 668043 ჩანაწერი
577581.
ბიოლოგია | თავი LI
ასე, რომ საბოლოოდ ნარინჯისფერყელიან მამრებს, ყველაზე უფრო აგრესიულ მამრებს, ანაცვლებს ყვითელყელიანი მამრების სიმრავლე, რომლებიც ყველაზე უფრო ნაკლებაგრესიულები არიან.
So eventually, orange-throat males, the most aggressive males, are replaced as the most numerous by yellow-throat males, the least aggressive males.
577582.
ბიოლოგია | თავი LI
ყვითელყელიანები „ამარცხებენ “ ნარინჯისფერყელიანებს.
Yellow-throats "defeat" orange-throats.
577583.
ბიოლოგია | თავი LI
შემდეგ ციკლი ისევ თავიდან იწყება.
Then, the cycle begins again.
577584.
ბიოლოგია | თავი LI
რადგანაც მცირე ტერიტორიებისა და მასზე მცხოვრები მცირე რაოდენობის მდედრების დაცვის ცისფერყელიანებისეული ტაქტიკა ამცირებს ყვითელყელიანების მისაწვდომობას მდედრებზე, ცისფერყელიან მამრების სიმრავლეს მალე ცვლის ყვითელყელიანების სიმრავლე.
Since the blue-throat tactics of guarding small territories and few females can restrict yellow-throat access to females, blue-throat males soon replace yellow-throats as the most abundant males.
577585.
ბიოლოგია | თავი LI
თამაშის თეორია ქცევის ეკოლოგებს საშუალებას აძლევს, იფიქრონ კომპლექსურ ევოლუციურ პრობლემებზე, რომლებშიც ქცევის ევოლუციის გასაგებად გასაღებს წარმოადგენს შედარებითი, და არა აბსოლუტური შესრულება.
Game theory gives behavioral ecologists a way to think about complex evolutionary problems in which relative performance, not absolute performance, is the key to understanding the evolution of behavior.
577586.
ბიოლოგია | თავი LI
სრულფასოვანი შეგუების კონცეფცია განსაზღვრავს მრავალ ალტერნატიულ სოციალურ ქცევას.
The concept of inclusive fitness can account for most altruistic social behavior.
577587.
ბიოლოგია | თავი LI
მრავალი სოციალური ქცევა ეგოისტურია, ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ქცევებს, განსაკუთრებით შეჯიბრის მონაწილეებში, ინდივიდისათვის სარგებლობა მოაქვს სხვების ხარჯზე.
Many social behaviors are selfish, meaning that they benefit the individual at the expense of others, especially competitors.
577588.
ბიოლოგია | თავი LI
იმ სახეობებშიც კი, რომლებშიც ინდივიდებისათვის აგონიური ქცევები არ არის დამახასიათებელი, მეტი წილი ადაპტაციებისა, რომლებიც ერთი ინდივიდის სასიკეთოდაა, არაპირდაპირი გზით ზიანს აყენებს სხვა ინდივიდებს.
Even in species in which individuals do not engage in agonistic behavior, most adaptations that benefit one individual will indirectly harm others.
577589.
ბიოლოგია | თავი LI
მაგალითად, ერთი ინდივიდის ფურაჟირების უნარმა შეიძლება სხვა ინდივიდებისათვის ნაკლები საკვები დატოვოს.
For example, superior foraging ability by one individual may leave less food for others.
577590.
ბიოლოგია | თავი LI
იოლია ეგოიზმის გავრცელებული ბუნების გაგება, როცა ბუნებრივი სელექცია განსაზღვრავს ქცევას.
It is easy to understand the pervasive nature of selfishness if natural selection shapes behavior.
577591.
ბიოლოგია | თავი LI
ბუნებრივი სელექცია უპირატესობას ანიჭებს ქცევას, რომელიც მაქსიმალიზაციას უკეთებს ინდივიდის გადარჩენასა და გამრავლებას, იმისდა მიუხედავად, რამდენად დიდ ზიანს აყენებს იგი სხვა ინდივიდებს, ლოკალურ პოპულაციასა და, თუ გნებავთ, მთელს სახეობასაც კი.
Behavior that maximizes an individual's survival and reproductive success is favored by selection, regardless of how much damage such behavior does to another individual, a local population, or even an entire species.
577592.
ბიოლოგია | თავი LI
მაშ როგორ შეიძლება ავხსნათ განხილული მაგალითები იმისა, რასაც ჰქვია „არაეგოისტური“ ქცევა?
How, then, can we explain observed examples of what appears to be "unselfish" behavior?
577593.
ბიოლოგია | თავი LI
ხანდახან ზოგიერთი ცხოველი იქცევა იმგვარად, რაც იწვევს მისი ინდივიდუალური შეგუების შემცირებას და მისსავე პოპულაციაში სხვა ინდივიდების შეგუების ზრდას.
On occasion, some animals do behave in ways that reduce their individual fitness but increase the fitness of other individuals in the population.
577594.
ბიოლოგია | თავი LI
ეს გახლავთ ჩვენეული განმარტება ტერმინისა ალტრუიზმი.
This is our functional definition of altruism.
577595.
ბიოლოგია | თავი LI
განვიხილოთ ბელდინგის თრია, რომელიც ცხოვრობს შეერთებული შტატების დასავლეთი ნაწილის მთიან რეგიონებში და წარმოადგენს სასურველ მსხვერპლს ისეთი მტაცებლებისათვის, როგორიცაა კოიოტები და შევარდნები.
Consider the Belding's ground squirrel, which lives in some mountainous regions of the western United States and is vulnerable to predators such as coyotes and hawks.
577596.
ბიოლოგია | თავი LI
როცა თრია დაინახავს მოახლოებულ მტაცებელს, იგი იწყებს განგაშის ყვირილს ბოლო ხმაზე, ეს ფრთხილებს სხვა ინდივიდებს, რომელთაც საფრთხის მოახლოების შესახებ არ იციან, მერე კი ისინი იმალებიან სოროებში.
If a squirrel sees a predator approach, the squirrel often gives a high-pitched alarm call, which alerts unaware individuals, who then retreat to their burrows.
577597.
ბიოლოგია | თავი LI
საველე დაკვირვებებმა დაადასტურეს, რომ დაუფარავი განგაშის ნიშნის მიცემის ქცევა ზრდის იმის რისკს, რომ თავად დაიღუპოს, რადგანაც მტაცებელი ყურადღებას მიაპყრობს იქით, საიდანაც მოდის განგაშის მაუწყებელი ხმა.
Field observations have confirmed that the conspicuous alarm behavior increases the risk of being killed because it brings attention to the caller's location.
577598.
ბიოლოგია | თავი LI
ალტრუისტული ქცევის კიდევ ერთ მაგალითს ვხვდებით ფუტკრების საზოგადოებებშიც, რომლებშიც მუშა ფუტკრები სტერილურნი არიან.
Another example of altruistic behavior occurs in bee societies, in which the workers are sterile.
577599.
ბიოლოგია | თავი LI
მუშა ფუტკრები თავად არ მრავლდებიან, მაგრამ ისინი შრომობენ მხოლოდ ერთადერთი ნაყოფიერი დედოფლის სასარგებლოდ.
The workers themselves never reproduce, but they labor on behalf of a single fertile queen.
577600.
ბიოლოგია | თავი LI
უფრო მეტიც, მუშა ფუტკრები ნესტარს ურჭობენ მათ ტერიტორიაზე შემოჭრილ უცხო ინდივიდს, ეს არის ქცევა, რომელიც იცავს სკას, მაგრამ რომელსაც შედეგად მოსდევს ამ მუშა ფუტკრის სიკვდილი.
Furthermore, the workers sting intruders, a behavior that helps defend the hive but results in the death of those workers.