მოიძებნა 668043 ჩანაწერი
577561.
ბიოლოგია | თავი LI
როგორ შეუძლია არსებობა ასეთ სიტუაციაში ალტერნატიული გამრავლების სტრატეგიას?
How can alternative reproductive strategies exist in such a situation?
577562.
ბიოლოგია | თავი LI
რატომ არ ანიჭებს უპირატესობას ბუნებრივი სელექცია ერთ სტრატეგიას და არ გამორიცხავს სხვა სტრატეგიას?
Why doesn't natural selection favor one strategy to the exclusion of the others?
577563.
ბიოლოგია | თავი LI
ამ საკითხთა კვლევისას ქცევის ეკოლოგები იყენებდნენ სხვადასხვა იარაღს, საშუალებებს, მათ შორის თამაშის თეორიას.
In studying this question, behavioral ecologists use a range of tools, including game theory.
577564.
ბიოლოგია | თავი LI
თამაშის თეორია, რომელიც შეიმუშავეს და განავითარეს ჯონ ნაშმა და სხვა მათემატიკოსებმა, ადამიანის ეკონომიური ქცევის მოდელირებისათვის, აფასებს ციფრებით გამოხატავს ალტერნატიულ სტრატეგიებს სიტუაციებში, რომლებშიც შედეგი დამოკიდებულია არა მარტო ერთი ინდივიდის სტრატეგიაზე, არამედ სხვა ინდივიდების სტრატეგიებზეც.
Originally developed by John Nash and other mathematicians to model human economic behavior, game theory evaluates alternative strategies in situations where the outcome depends not only on each individual's strategy but also on the strategies of other individuals.
577565.
ბიოლოგია | თავი LI
დღეს თამაშის თეორია, რომელიც გამოიყენება ქცევის ეკოლოგიის პრობლემათა ფართო ნაირსახეობებში, წარმოადგენს ევოლუციის შესახებ არსებული მოსაზრებების ერთ-ერთ მიმართულებას, რომლის მიხედვითაც გარკვეული ქცევითი ფენოტიპის შეგუებაზე გავლენას ახდენს ამ პოპულაციის სხვა ქცევითი ფენოტიპები.
Currently applied to a wide variety of problems in behavioral ecology, game theory is a way of thinking about evolution in situations where the fitness of a particular behavioral phenotype is influenced by other behavioral phenotypes in the population.
577566.
ბიოლოგია | თავი LI
ბარი სინერვომ და კურტ ლიველიმ, ინდიანას უნივერსიტეტის მკვლევრებმა, გამოიყენეს თამაშის თეორია, რომ აეხსნათ სამი სხვადასხვა მამრი ფენოტიპის თანაარსებობა ხვლიკის პოპულაციაში (Utra sunsburiana), რომლებიც ცხოვრობენ კალიფორნიის სანაპიროს შიდა ზოლში.
Barry Sinervo and Curt Lively of Indiana University used game theory to account for the coexistence of three different male phenotypes in populations of the side-blotched lizard (Uta stansburiana) in the inner Coast Ranges of California.
577567.
ბიოლოგია | თავი LI
სინერვომ და ლიველიმ აირჩიეს სამი სხვადასხვა ტიპის მამრები, რომელთა შეფერილობა გენეტიკურად განსხვავებული იყო: ნარინჯისფერი ყელის, ცისფერი ყელისა და ყვითელი ყელის მქონე მამრები.
Sinervo and Lively identified males with three different types of genetically controlled coloration: orange throats, blue throats, and yellow throats.
577568.
ბიოლოგია | თავი LI
ნარინჯისფერყელიანი მამრები ყველაზე მეტად აგრესიულები არიან და ისინი აკონტროლებენ დიდ ტერიტორიებს, რომლებზედაც მრავალი მდედრი ცხოვრობს.
Orange-throat males are the most aggressive and defend large territories that contain many females.
577569.
ბიოლოგია | თავი LI
ცისფერყელიანი მამრებიც ასევე იცავენ ტერიტორიებს, თუმცა უფრო მცირე მასშტაბებში და უფრო მცირე რაოდენობის მდედრებს აკონტროლებენ.
Blue-throat males are also territorial but defend smaller territories and fewer females.
577570.
ბიოლოგია | თავი LI
ყვითელყელიან მამრებს ტერიტორიების გაკონტროლება არა სჩვევიათ, ისინი იყენებენ „შეფარვით“ ტაქტიკას, იმისათვის, რომ მიაღწიონ შეჯვარებას.
Yellow-throats are nonterritorial males that mimic females and use "sneaky" tactics to obtain matings.
577571.
ბიოლოგია | თავი LI
სინერვომ და ლიველიმ აღმოაჩინეს, რომ ეს სამი ტიპი გადის სხვადასხვა სიჭარბის ციკლებს.
Sinervo and Lively found that the three types go through cycles of relative abundance.
577572.
ბიოლოგია | თავი LI
რამდენიმე წლის განმავლობაში ცისფერყელიანების სიჭარბის მაღალ დონეს ნარინჯისფერყელიანების სიჭარბის მაღალი დონე მოჰყვა, შემდეგ იგი შეცვალა ყვითელყელიანების სიჭარბის მაღალმა დონემ და ბოლოს ისევ ცისფერყელიანების სიჭარბის მაღალი დონე აღინიშნა.
Over a period of several years, their study population went from a high frequency of blue throats to a high frequency of orange throats to a high frequency of yellow throats, and finally back to a high frequency of blue throats.
577573.
ბიოლოგია | თავი LI
სინერვომ და ლევილიმ მათი შესწავლის ობიექტის პოპულაცია თამაშის თეორიას დაუკავშირეს, როცა ისინი მიხვდნენ, რომ თითოეული ტიპის მამრის დაწყვილების წარმატება ფიქსირებული კი არ არის, არამედ იგი იცვლება პოპულაციაში სხვა ტიპის მამრების სიჭარბესთან შეფარდებით.
Sinervo and Lively connected their study population to game theory when they realized that the relative mating success of each male type is not fixed but changes with the relative abundance of the other male types in the populations.
577574.
ბიოლოგია | თავი LI
სინერვომ და ლიველიმ განავითარეს აზრი, რომ ამ სახეობის მამრთა სიჭარბის ციკლი ძალიან ჰგავს ბავშვების თამაშს, რომელსაც ჰქვია ქაღალდი-კლდემაკრატელი, ამ თამაშში ქაღალდი „ამარცხებს“ კლდეს, კლდე – მაკრატელს და მაკრატელი კი – ქაღალდს.
Sinervo and Lively suggested that the cycling of male abundance in side-blotched lizards is like the children's game of paperrock-scissors, in which paper defeats rock, rock defeats scissors, and scissors defeats paper.
577575.
ბიოლოგია | თავი LI
როცა ცისფერყელიანები არიან ჭარბად, მათ შეუძლიათ წარმატებით დაიცვან მათ ტერიტორიაზე მცხოვრები მცირე რაოდენობის მდედრები ჩუმჩუმელა ყვითელყელიანი მამრების შემოჭრისგან.
When blue-throats are abundant, they can successfully defend the few females in their territories from the advances of the sneaky yellow-throat males.
577576.
ბიოლოგია | თავი LI
თამაშის წესების მიხედვით ცისფერყელიანები „ამარცხებენ“ ყვითელყელიანებს.
In terms of the game, blue-throats "defeat" yellowthroats.
577577.
ბიოლოგია | თავი LI
თუმცა ცისფერყელიან მამრებს არ შეუძლიათ დაიცვან თავიანთი ტერიტორიები ჰიპერაგრესიული ნარინჯისფერყელიანი მამრებისაგან.
However, blue-throat males cannot defend their territories against the hyperaggressive orange-throat males.
577578.
ბიოლოგია | თავი LI
ამის შედეგად ნარინჯისფერყელიანი მამრები ხელში იგდებენ ცისფერყელიანი მამრების ტერიტორიებს და მრავლდებიან.
As a consequence, orange-throat males take over blue-throat territories and increase in abundance.
577579.
ბიოლოგია | თავი LI
ნარინჯისფერყელიანები „ამარცხებენ“ ცისფერყელიანებს.
Orange-throats "defeat" blue throats.
577580.
ბიოლოგია | თავი LI
თუმცა ნარინჯისფერყელიანების რაოდენობრივი დომინანტურობა დროებითია, რადგანაც მათ არ შეუძლიათ დაიცვან მათ დიდ ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა მდედრი, ჩუმჩუმელა ყვითელყელიანი მამრებისაგან.
However, the numerical dominance by orange-throat males is temporary since they cannot defend all the females in their large territories from the sneaky yellow-throat males.