მოიძებნა 668043 ჩანაწერი
577701.
ბიოლოგია | თავი LI
ისწავლიან რა ძახილის დახვეწას ისე, როგორც ამას უფროსები აკეთებენ, მაიმუნები გამოსცემენ ძახილს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ნამდვილი საფრთხე არსებობს და მზად არიან ასწავლონ დახვეწილი ძახილის გამოცემა შემდეგ თაობებს.
Learning fine-tunes the call so that by adulthood, vervets give calls only in response to genuine danger and are prepared to fine-tune the alarm calls of the next generation.
577702.
ბიოლოგია | თავი LI
თუმცა არც ამ ჯიშის მაიმუნებში და არც ნებისმიერ სხვა სახეობებში არ ვხვდებით იმ დონის სოციალური ცოდნის მიღებისა და კულტურული მემკვიდრეობის გადაცემის ფენომენს როგორც ამას ადგილი აქვს ადამიანებში.
However, neither vervets nor any other species come close to matching the social learning and cultural transmission that occurs among humans.
577703.
ბიოლოგია | თავი LI
ევოლუცია და ადამიანის კულტურა.
Evolution and Human Culture.
577704.
ბიოლოგია | თავი LI
სოციობიოლოგიის დისციპლინა ადამიანის კულტურას ევოლუციურ თეორიას უკავშირებს, რომლის ამოსავალი წერტილია ის, რომ გარკვეული ქცევითი მახასიათებლები არსებობენ იმიტომ, რომ ისინი არიან ბუნებრივი სელექციის შედეგად გამყარებული გენის გამოხატულებანი.
Human culture is related to evolutionary theory in the discipline of sociobiology, whose main premise is that certain behavioral characteristics exist because they are expressions of genes that have been perpetuated by natural selection.
577705.
ბიოლოგია | თავი LI
1975 წლის სოციობიოლოგიის წიგნში „ახალი სინთეზი“, ე.ო. ვილსინი განიხილავს გარკვეული ტიპის სოციალური ქცევების ევოლუციურ საფუძვლებს ძირითადად ცხოველებში, თუმცა იგი მოიცავს ასევე ადამიანის კულტურასაც, რაც დიდი დებატების საგანი გახდა და დღესაც დავის საგანს წარმოადგენს.
In his seminal 1975 book Sociobiology: The New Synthesis, E. O. Wilson speculated about the evolutionary basis of certain kinds of social behavior mainly in nonhuman animals, but also including human culture, sparking a debate that remains heated today.
577706.
ბიოლოგია | თავი LI
ადამიანის შესაძლო სოციალური ქცევები შეიძლება განპირობებული იყოს ჩვენი გენეტიკური შემადგენლობით, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გენები არიან ქცევის განსაზღვრის მტკიცე ფაქტორები.
The spectrum of possible human social behaviors may be influenced by our genetic makeup, but this is very different from saying that genes are rigid determinants of behavior.
577707.
ბიოლოგია | თავი LI
ეს მახასიათებლები წარმოადგენენ დებატების ძირითად თემას ადამიანის ქცევის ევოლუციური პერსპექტივის საკითხში.
This distinction is at the core of the debate about evolutionary perspectives on human behavior.
577708.
ბიოლოგია | თავი LI
სკეპტიკოსები შიშობენ, რომ ადამიანის ქცევის ევოლუციური ინტერპრეტაციები შეიძლება გამოყენებულ იქნეს იმისათვის, რომ გავამართლოთ ადამიანურ საზოგადოებაში სტატუს-კვო და ამდენად არსებული სოციალური უსამართლობის რაციონალიზაცია მოხდეს.
Skeptics fear that evolutionary interpretations of human behavior could be used to justify the status quo in human society, thus rationalizing current social injustices.
577709.
ბიოლოგია | თავი LI
ეს არის მეტისმეტი გამარტივების მცდელობა და არასწორად გაგება იმისა, რასაც მონაცემები ადამიანის ბიოლოგიის შესახებ გვაძლევენ.
Evolutionary biologists argue that this is a gross oversimplification and misunderstanding of what the data tell us about human biology.
577710.
ბიოლოგია | თავი LI
ადამიანის ქცევის ევოლუციურ ახსნას ჩვენ არ დავყავართ ისეთი შტამპირებული რობოტის დონეზე, რომელსაც მყარი გენეტიკური მოდელი განაპირობებს.
Evolutionary explanations of human behavior do not reduce us to robots stamped out of rigid genetic molds.
577711.
ბიოლოგია | თავი LI
როგორც ინდივიდები განსხვავდებიან ანატომიური მახასიათებლების მიხედვით, ისევე უნდა მოველოდეთ ჩვენ ქცევებშიც მახასიათებლურ განსხვავებებს.
Just as individuals vary extensively in anatomical features, we should expect inherent variations in behavior as well.
577712.
ბიოლოგია | თავი LI
ჩვენი ბოლოდროინდელი ევოლუციური ისტორიის მანძილზე, ჩვენ ავაშენეთ უამრავი სხვადასხვაგვარი სტრუქტურული საზოგადოებები, რომელთაც ჰყავთ მთავრობები, აქვთ კანონები, კულტურული ღირებულებანი და რელიგიები, რომლებიც განმარტავენ რომელია მისაღები ქცევა და რომელი არა, მაშინაც კი, თუ მიუღებელმა ქცევამ შეიძლება გაზარდოს დარვინისეული ინდივიდის შეგუება.
Over our recent evolutionary history, we have built up a diversity of structured societies with governments, laws, cultural values, and religions that define what is acceptable behavior and what is not, even when unacceptable behavior might enhance an individual's Darwinian fitness.
577713.
ბიოლოგია | თავი LI
და მაინც, ჩვენ ვკითხულობთ მედიაში ახლახან აღმოჩენილი გენების შესახებ, რომლებიც განსაზღვრავენ ადამიანის კომპლექსური ქცევების მახასიათებლებს, ისეთებს, როგორიცაა დეპრესია, ძალადობა ან ალკოჰოლიზმი.
And yet we read in the media about newly discovered genes for complex human behavioral traits, such as depression, violence, or alcoholism.
577714.
ბიოლოგია | თავი LI
არ აძლიერებს ეს იმ აზრს, რომ ჩვენი ქცევები ფაქტობრივად „ეკლიანი მავთულითაა შემოფარგლული“?
Doesn't this reinforce the idea that our behavior is, in fact, "hardwired"?
577715.
ბიოლოგია | თავი LI
პენსილვანიის უნივერსიტეტის განვითარებითი და ჯანმრთელობის გენეტიკის სამეცნიერო ცენტრის დირექტორის, რობერტ პლომინის მიხედვით ქცევის მემკვიდრეობითობის კვლევა გარემოს მნიშვნელობის საუკეთესო დემონსტრირებას წარმოაჩენს.
According to Robert Plomin, director of the Center for Developmental and Health Genetics at Pennsylvania State University, research into the heritability of behavior is the best demonstration of the importance of environment.
577716.
ბიოლოგია | თავი LI
როგორც პლომინი ამბობს, გენები და არაგენეტიკური გარემო ფაქტორები “ერთმანეთს აშენდება”.
As Plomin puts it, genes and nongenetic, environmental factors "build on each other."
577717.
ბიოლოგია | თავი LI
მაგალითად, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ადამიანის მეტყველების უნარი სრულიად გენეტიკურია.
For instance, it might seem that the human ability to speak is completely genetic.
577718.
ბიოლოგია | თავი LI
თუმცა სპეციფიკური ენის შესწავლის უნარი, მაგალითად, ინგლისურის ან ესპანურის, წარმოადგენს კომპლექსური ტვინის ფუნქციას, რაც ვითარდება გარკვეულ გარემო კონტექსტში ადამიანის გენომის მეშვეობით სოციალური ცოდნის დახმარებით.
However, the ability to learn a specific language, such as English or Spanish, is a function of a complex brain that develops in a particular environmental context under the guidance of a human genome and with the aid of social learning.
577719.
ბიოლოგია | თავი LI
თუ ადამიანის ქცევა სხვა სახეობების მსგავსად წარმოადგენს გენებსა და გარემოს შორის ურთიერთმოქმედების შედეგს, მაშინ რა არის უნიკალური ადამიანის სახეობაში?
If the behavior of humans, like that of other species, is the result of interactions between genes and the environment, what is unique about our species?
577720.
ბიოლოგია | თავი LI
შესაძლოა ეს ჩვენი კულტურული და სოციალური ინსტიტუტებია, რაც ჩვენ გვხდის უნიკალურს და რაც განაპირობებს იმ მახასიათებლებს, რომლებშიც ადამიანებსა და ცხოველებს შორის არ არის კონტინუუმი.
Perhaps it is our social and cultural institutions that make us truly unique and that provide the only feature in which there is no continuum between humans and other animals.