მოიძებნა 668043 ჩანაწერი
577681.
ბიოლოგია | თავი LI
მდედრები უმეტესწილად ირჩევდნენ ისეთ მამრებს, რომლებსაც ნარინჯისფერი შეფერილობის მაღალი პროცენტობა ახასიათებდათ.
Females overwhelmingly chose males with higher percentages of orange coloration.
577682.
ბიოლოგია | თავი LI
თუმცა ექსპერიმენტში მონაწილე მდედრები უმეტეს შემთხვევაში ნაკლებად ნარინჯისფერ მამრებს ირჩევდნენ მოდელი-მდედრის ასოციაციით და ნარინჯისფერ მამრს იმ შემთხვევაში ირჩევდნენ, თუ ძალიან მაღალი პროცენტობის ნარინჯისფერი ახასიათებდათ.
However, experimental females, in most cases, chose the less orange male that had been presented in association with a model female, choosing a male not associated with a model female only when he had a much higher percentage of orange coloration.
577683.
ბიოლოგია | თავი LI
დუგატკინამ დაასკვნა, რომ ამ სახეობის მდედრების მიერ შეფერილობაში განსხვავების გარკვეულ ზღვარს ქვემოთ მყოფი მამრების არჩევის კოპირებამ, შეიძლება გენეტიკურად განსაზღვრული მდედრის მიერ ნარინჯისფერი მამრისათვის უპირატესობის მინიჭების ტენდენცია გადაფაროს.
Dugatkin concluded that below a certain threshold of difference in male color, mate choice copying by female guppies can mask genetically controlled female preference for orange males.
577684.
ბიოლოგია | თავი LI
მდედრმა, რომელიც შეჯვარდება ისეთ მამრთან, რომელიც მიმზიდველია სხვა მდედრებისათვის შეიძლება გაზარდოს იმის ალბათობა, რომ მისი მამრი-ნაშიერებიც ასევე მიმზიდველი იქნებიან და გამრავლებაში დიდი წარმატება ექნებათ.
A female that mates with males that are attractive to other females may increase the probability that her male offspring will also be attractive and have high reproductive success.
577685.
ბიოლოგია | თავი LI
პარტნიორის არჩევის კოპირება, სოციალური ცოდნის ერთ-ერთი ფორმა, ასევე აღინიშნება თევზებისა და ჩიტების რამდენიმე სახეობაშიც.
Mate choice copying, one form of social learning, has also been observed in several other fish and bird species.
577686.
ბიოლოგია | თავი LI
განგაშის მაუწყებელი ძახილის სოციალური ცოდნა.
Social Learning of Alarm Calls.
577687.
ბიოლოგია | თავი LI
პენსილვანიას უნივერსიტეტის მკვლევრების, დოროთი ჩენისა და რიჩარდ სეიფარტის მიერ კენიის ამბროსელის ეროვნულ პარკში მაიმუნებზე (Corcopithecus aethipos) ჩატარებული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ამ მაიმუნებში ქცევის შესრულების სრულყოფა შეიძლება შესწავლის მეშვეობით.
In their studies of vervet monkeys (Cercopithecus aethiops) in Amboseli National Park, Kenya, Dorothy Cheney and Richard Seyfarth, of the University of Pennsylvania, determined that the performance of a behavior by the vervets could improve through learning.
577688.
ბიოლოგია | თავი LI
ამ ჯიშის მაიმუნები, რომლებიც შინაური კატის ზომისანი არიან, გამოსცემენ განგაშის მაუწყებელი ძახილის კომპლექსურ ვარიაციებს.
Vervet monkeys, which are about the size of a domestic cat, produce a complex set of alarm calls.
577689.
ბიოლოგია | თავი LI
ისინი გამოსცემენ გარკვეულ მკაფიო განგაშის ძახილს, როცა დაინახავენ ლეოპარდს, არწივს ან გველებს, რომლებიც, როგორც წესი, მათი სახეობის ინდივიდებზე ნადირობენ.
The Amboseli vervets give distinct alarm calls when they see leopards, eagles, or snakes, all of which prey on vervets.
577690.
ბიოლოგია | თავი LI
როცა მაიმუნი ლეოპარდს დაინახავს, ის გამოსცემს ხმამაღალ ყეფისმაგვარ ძახილს, როცა არწივს დაინახავს ის გამოსცემს მოკლე ორმარცვლიან ხველებისმაგვარ ხმას, ხოლო გველის დანახვის მაუწყებელი ძახილია “მსხვრევის ხმა”.
When a vervet sees a leopard, it gives a loud barking sound; when it sees an eagle, it gives a short double-syllabled cough, and the snake alarm call is a "chutter."
577691.
ბიოლოგია | თავი LI
ამ განგაშის მაუწყებელი ძახილების გაგონებაზე ჯგუფის სხვა მაიმუნები შესაბამისად იქცევიან.
Upon hearing a particular alarm call, other vervets in the group behave in an appropriate way.
577692.
ბიოლოგია | თავი LI
ისინი ხეზე არბიან, როცა გაიგებენ ლეოპარდის თავდასხმის საშიშროების არსებობის შესახებ (ხეზე მაიმუნები უფრო მკვირცხლები არიან, ვიდრე ლეოპარდები), ისინი მაღლა იყურებიან არწივის გამოჩენის მაუწყებელი ხმის გაგონებაზე, ხოლო გველის მაუწყებელი ხმის გაგონებისას დაბლა იყურებიან.
They run up a tree on hearing the alarm for a leopard (vervets are nimbler than leopards in the trees), look up on hearing the alarm for an eagle, and look down on hearing the alarm for a snake.
577693.
ბიოლოგია | თავი LI
ამ სახეობის მაიმუნების პატარა ნაშიერებიც გამოსცემენ განგაშის მაუწყებელ ძახილს, თუმცა შედარებით არადისკრიმინირებული სახით.
Infant vervet monkeys give alarm calls but in a relatively undiscriminating way.
577694.
ბიოლოგია | თავი LI
მაგალითად, ისინი გამოსცემენ "არწივის" საშიშროების მაუწყებელ ძახილს ნებისმიერი ჩიტის დანახვაზე, ისეთი უვნებელი ჩიტის დანახვაზეც კი, როგორიცაა ფუტკრიჭამია.
For example, they give the "eagle" alarm on seeing any bird, including harmless birds such as bee-eaters.
577695.
ბიოლოგია | თავი LI
ასაკთან ერთად მაიმუნები ხვეწენ სიზუსტეს.
With age, the monkeys improve their accuracy.
577696.
ბიოლოგია | თავი LI
ფაქტობრივად უფროსი ასაკის მაიმუნები არწივის საფრთხის ძახილს მხოლოდ მაშინ გამოსცემენ თუ ეს არწივი ეკუთვნის იმ ორი სახეობიდან ერთ-ერთს, რომლებიც ამ ჯიშის მაიმუნებზე ნადირობენ.
In fact, adult vervet monkeys give the eagle alarm only on seeing an eagle belonging to either of the two species that eat vervets.
577697.
ბიოლოგია | თავი LI
პატარები სწავლობენ სწორი ძახილის გამოცემას ჯგუფის სხვა წევრებზე დაკვირვებით და სოციალური დასტურის მიღების საშუალებით.
Infants probably learn how to give the right call by observing other members of the group and receiving social confirmation.
577698.
ბიოლოგია | თავი LI
მაგალითად, თუ პატარა მაიმუნი გამოსცემს ძახილს სწორ შემთხვევაში, მაგალითად, გამოსცემენ არწივის საფრთხის მაუწყებელ ძახილს, მაშინ როცა არწივი ახლოვდება, ჯგუფის სხვა წევრებიც გამოსცემენ იგივე ხმას.
For instance, if the infant gives the call on the right occasion, for instance, an eagle alarm when there is an eagle overhead, another member of the group will also give the eagle call.
577699.
ბიოლოგია | თავი LI
მაგრამ თუ პატარა მაიმუნმა მაშინ გამოსცა ძახილი, როცა ფუტკრიჭამიამ გადაიფრინა, ჯგუფის უფროსი წევრები ჩუმად არიან.
But if the infant gives the call when a bee-eater flies by, the adults in the group are silent.
577700.
ბიოლოგია | თავი LI
ამრიგად მაიმუნს აქვს შინაგანი თანდაყოლილი ტენდენცია, გამოსცეს ხმა, როცა გარემოში პოტენციურად საშიში საგანი გამოჩნდება.
Thus, vervet monkeys have an initial, unlearned tendency to give calls on seeing potentially threatening objects in the environment.