მოიძებნა 668043 ჩანაწერი
577741.
ბიოლოგია | თავი LII
სიმჭიდროვე და დისპერსია.
Density and Dispersion.
577742.
ბიოლოგია | თავი LII
ნებისმიერი მოცემული დროისათვის ნებისმიერ პოპულაციას აქვს სპეციფიკური საზღვრები და სპეციფიკური ზომა (ანუ ამ საზღვრებში მცხოვრები ინდივიდების რაოდენობა).
At any given moment, every population has specific boundaries and a specific size (the number of individuals living within those boundaries).
577743.
ბიოლოგია | თავი LII
ეკოლოგები პოპულაციის კვლევას, როგორც წესი, იწყებენ შესასწავლი ორგანიზმების შესაბამისი ფარგლების განსაზღვრითა და იმ შეკითხვებით, რომლებსაც უნდა გასცენ პასუხი.
Ecologists usually begin investigating a population by defining boundaries appropriate to the organisms under study and to the questions being asked.
577744.
ბიოლოგია | თავი LII
პოპულაციის ფარგლები შეიძლება ბუნებრივი იყოს, როგორც ესაა Sterna spp.-ს შემთხვევაში, რომლებიც ბინადრობენ ზემო ტბის ერთ გარკვეულ კუნძულზე, შეიძლება ასევე იყოს პირობითი, ისეთი, როგორსაც მკვლევარი თავად გადაწყვეტს, როგორც, მაგალითად, მუხების შემთხვევაში, რომლებიც გავრცელებულია მინესოტას ერთ-ერთ სპეციფიკურ ოლქში.
A population's boundaries may be natural ones, as in the case of terns nesting on a particular island in Lake Superior, or they may be arbitrarily defined by an investigator, as in the case of oak trees within a specific county in Minnesota.
577745.
ბიოლოგია | თავი LII
ფარგლების განსაზღვრის შემდეგ ხდება პოპულაციის აღწერა მისი სიმჭიდროვისა და დისპერსიის მიხედვით.
Once defined, the population can be described in terms of its density and its dispersion.
577746.
ბიოლოგია | თავი LII
სიმჭიდროვე არის ინდივიდების რაოდენობა ტერიტორიის ერთ ერთეულზე, მაგალითად, მინესოტას ოლქში გავრცელებული მუხების რაოდენობა 1 კვადრატულ მეტრზე, ანდა ბაქტერიის (Escherichia coli) რაოდენობა საცდელი კოლბის 1 მილილიტრ წყალში.
Density is the number of individuals per unit area or volume-the number of oak trees per square kilometer in the Minnesota county, for example, or the number of Escherichia coli bacteria per milliliter in a test tube.
577747.
ბიოლოგია | თავი LII
დისპერსია არის პოპულაციის ფარგლებში ინდივიდებს შორის არსებული დაშორების მოდელი.
Dispersion is the pattern of spacing among individuals within the boundaries of the population.
577748.
ბიოლოგია | თავი LII
სიმჭიდროვე: დინამიკური პერსპექტივა.
Density: A Dynamic Perspective.
577749.
ბიოლოგია | თავი LII
ზოგ, თუმცა, იშვიათ შემთხვევაში შესაძლებელია პოპულაციის ზომისა და განლაგების განსაზღვრა პოპულაციის ფარგლებში არსებული თითოეული ინდივიდის დათვლით.
In rare cases, it is possible to determine population size and density by actually counting all individuals within the boundaries of the population.
577750.
ბიოლოგია | თავი LII
მაგალითად, ჩვენ შეგვიძლია დავთვალოთ თითოეული ზღვის ვარსკვლავი.
We could count all the sea stars in a tide pool, for example.
577751.
ბიოლოგია | თავი LII
მკვლევრები შესასწავლი პოპულაციის საცხოვრებელ ტერიტორიაზე ხაფანგებს დგამენ.
The researchers place traps within the boundaries of the population under study.
577752.
ბიოლოგია | თავი LII
დაჭერილ ცხოველებს ნიშნებს ადებენ ეტიკეტების, საყელოების, სამაჯურების ანდა საღებავის ლაქების სახით და შემდეგ ათავისუფლებენ.
Captured animals are marked with tags, collars, bands, or spots of dye, and then released.
577753.
ბიოლოგია | თავი LII
რამდენიმე დღის ან კვირის შემდეგ, ანუ საიმისოდ საკმარისი დროის გასვლის შემდეგ, რომ ნიშანდადებული ცხოველი გაერიოს პოპულაციის სხვა უნიშნო ცხოველებში, ხაფანგებს ისევ დგამენ.
After a few days or weeks, enough time for the marked individuals to mix with unmarked members of the population traps are set again.
577754.
ბიოლოგია | თავი LII
მეორედ დაგებულ ხაფანგებში ხვდებიან როგორც ნიშანდადებული, ასევე უნიშნო ინდივიდები.
This second capture yields both marked and unmarked individuals.
577755.
ბიოლოგია | თავი LII
ამ მონაცემების მიხედვით მკვლევრებს შეუძლიათ, განსაზღვრონ პოპულაციაში არსებული ინდივიდების მთლიანი რაოდენობა.
From these data, researchers can estimate the total number of individuals in the population.
577756.
ბიოლოგია | თავი LII
ყურადღება მიაქციეთ, რომ ნიშნის დადების მეთოდის მიხედვით თითოეულ ნიშანდადებულ ინდივიდს ხაფანგში მოხვედრის იგივე ალბათობა აქვს, როგორც თითოეულ უნიშნო ინდივიდს.
Note that the mark-recapture method assumes that each marked individual has the same probability of being trapped as each unmarked individual.
577757.
ბიოლოგია | თავი LII
ვარაუდი ყოველთვის საიმედო და ზუსტი არ არის, რადგან ხაფანგში ერთხელ უკვე მოყოლილი ცხოველი შეიძლება მომავალში სხვადასხვა სიხშირით მოჰყვეს.
This is not always a safe assumption because an animal that has been trapped once may be wary of traps in the future.
577758.
ბიოლოგია | თავი LII
პოპულაციის სიმჭიდროვე სტატიკური ხასიათისა არ არის.
Density is not a static property of a population.
577759.
ბიოლოგია | თავი LII
პოპულაციაში ინდივიდების დამატებას ადგილი აქვს შობადობის შემთხვევაში (ამ მოვლენას ჩვენ განვმარტავთ ქვემოთ და იგი მოიცავს რეპროდუქციის ყველა ფორმას) და იმიგრაციის შემთხვევაში, რაც წარმოადგენს სხვა არეალებიდან ახალი ინდივიდების შემოერთებას.
Additions to populations occur through birth (which we will define here to include all forms of reproduction) and immigration, the influx of new individuals from other areas.
577760.
ბიოლოგია | თავი LII
პოპულაციიდან ინდივიდების მოკლების ფაქტორს წარმოადგენს სიკვდილი და ემიგრაცია, ინდივიდების წასვლა პოპულაციიდან.
The factors that remove individuals from a population are death and emigration, the movement of individuals out of a population.