მოიძებნა 668043 ჩანაწერი
577841.
ბიოლოგია | თავი LII
სიცოცხლის ისტორიის მახასიათებლები ბუნებრივი სელექციის პროდუქტს წარმოადგენს.
Life history traits are products of natural selection.
577842.
ბიოლოგია | თავი LII
ბუნებრივი სელექცია უპირატესობას ანიჭებს იმ მახასიათებლებს, რომლებიც ზრდიან ორგანიზმის გადარჩენისა და გამრავლების წარმატებას.
Natural selection favors traits that improve an organism's chances of survival and reproductive success.
577843.
ბიოლოგია | თავი LII
ყოველ სახეობაში არსებობს ზღვარი გადარჩენასა და ისეთ მახასიათებლებს შორის, როგორიცაა სიჭარბე, მშობლიური ზრუნვის დონე და რეპროდუქციულობა, ანუ წარმოშობილ ნაშიერთა რაოდენობა (ეს არის მცენარეების მიერ წარმოქმნილი თესლის რაოდენობა და ცხოველების მიერ წარმოშობილი ერთი წყება ნაშიერების რაოდენობა).
In every species, there are trade-offs between survival and traits such as frequency of reproduction, the number of offspring produced (the number of seeds produced by plants and litter or clutch size for animals), and investment in parental care.
577844.
ბიოლოგია | თავი LII
ის მახასიათებლები, რომლებიც გავლენას ახდენენ ორგანიზმთა გადარჩენისა და გამრავლების დიაგრამაზე (დაბადებიდან სიკვდილამდე) შეადგენს სიცოცხლის ისტორიას.
The traits that affect an organism's schedule of reproduction and survival (from birth through reproduction to death) make up its life history.
577845.
ბიოლოგია | თავი LII
სიცოცხლის ისტორიას აქვს სამი ძირითადი ვარიანტი იმის მიხედვით, თუ როდის იწყება რეპროდუქცია (ეს არის პირველი რეპროდუქციის ანუ სიმწიფის ასაკი), რამდენად ხშირად მრავლდებიან ორგანიზმები და რამდენი ნაშიერი წარმოიშობა თითოეული რეპროდუქციული ეპიზოდის შედეგად.
Life histories entail three basic variables: when reproduction begins (the age at first reproduction or age at maturity), how often the organism reproduces, and how many offspring are produced during each reproductive episode.
577846.
ბიოლოგია | თავი LII
საჭიროა გვახსოვდეს, რომ ადამიანთა გამონაკლისის გარდა, (რასაც ჩვენ ამავე თავში მოგვიანებით განვიხილავთ), ორგანიზმები ცნობიერად არ ირჩევენ არც რეპროდუქციის დროს და არც იმას, რამდენი ნაშიერის გაჩენა სურთ.
Keep in mind that, with the important exception of humans (which we will consider later in the chapter), organisms do not consciously choose when to reproduce or how many offspring to have.
577847.
ბიოლოგია | თავი LII
სიცოცხლის ისტორიის მახასიათებლები წარმოადგენენ ევოლუციის შედეგს, რომლებიც ასახულია ორგანიზმის განვითარებაში, ფიზიოლოგიასა და ქცევებში.
Life history traits are evolutionary outcomes reflected in the development, physiology, and behavior of an organism.
577848.
ბიოლოგია | თავი LII
სიცოცხლის ისტორიის განსხვავებულობა.
Life History Diversity.
577849.
ბიოლოგია | თავი LII
სიცოცხლის ისტორიები მეტად განსხვავებულია.
Life histories are very diverse.
577850.
ბიოლოგია | თავი LII
მაგალითად, წყნარი ოკეანის ორაგული იჩეკება მდინარის სათავეებში და შემდეგ ოკეანისკენ მიცურავს, სადაც მას ერთიდან ოთხ წლამდე დრო სჭირდება მოსამწიფებლად.
Pacific salmon, for example, hatch in the headwaters of a stream and then migrate to the open ocean, where they require one to four years to mature.
577851.
ბიოლოგია | თავი LII
ორაგული ბოლოს ისევ მდინარეს უბრუნდება ქვირითის დასაყრელად, ის ყრის ასობით კვერცხს გამრავლების ამ ერთადერთ ჯერზე და შემდეგ კვდება.
The salmon eventually return to freshwater streams to spawn, producing thousands of small eggs in a single reproductive opportunity, and then they die.
577852.
ბიოლოგია | თავი LII
რეპროდუქციის ეს ერთჯერადი მოდელი ანუ მხოლოდშობადი (semelparity ლათინური სიტყვებიდან semel – ერთხელ, და parito – დაბადება, შობა, წარმოშობა), ასევე გვხვდება ზოგიერთ მცენარეშიც, როგორიცაა, მაგალითად, აგავა.
This "one-shot" pattern of big-bang reproduction, or semelparity (from the Latin semel, once, and parito, to beget), also occurs in some plants, such as the agave.
577853.
ბიოლოგია | თავი LII
აგავები, ანუ საუკუნის მცენარეები, როგორც წესი, არიდულ კლიმატში იზრდებიან, სადაც წვიმები ძალიან იშვიათი და არასტაბილურია.
Agaves, or century plants, generally grow in arid climates with sparse and unpredictable rainfall.
577854.
ბიოლოგია | თავი LII
აგავები ხარობენ რამდენიმე წელი, შემდეგ მათ ეზრდებათ დიდი ყვავილოვანი ღერო, ყრიან თესლს და კვდებიან.
Agaves grow for several years, then send up a large flowering stalk, produce seeds, and die.
577855.
ბიოლოგია | თავი LII
აგავას ზედაპირთან ახლომდებარე ფესვები წვიმის შემდეგ წყალს აგროვებენ და გვალვის დროს შრებიან.
The shallow roots of agaves catch water after rain showers but are dry during droughts.
577856.
ბიოლოგია | თავი LII
წყლით მომარაგების ამ უწესრიგობამ შეიძლება რამდენიმე წლით შეაფერხოს თესლის წარმოშობა ანდა თესლიდან აღმოცენება.
This irregular water supply may prevent seed production or seedling establishment for several years at a time.
577857.
ბიოლოგია | თავი LII
უჩვეულოდ სველი წელიწადის დადგომამდე საკვები ნივთიერებების მარაგის შენახვით, შემდეგ კი მთელი საარსებო რესურსების რეპროდუქციისათვის გამოყენებით აგავას სიცოცხლის ისტორია წარმოადგენს ნესტიან კლიმატზე ადაპტაციის ისტორიას.
By growing and storing nutrients until an unusually wet year and then putting all its resources into reproduction, the agave's life history is an adaptation to erratic climate.
577858.
ბიოლოგია | თავი LII
მხოლოდ შობადობის საპირისპირო მოვლენას წარმოადგენს განმეორებადი შობადობა (iteroparity ლათინური სიტყვიდან itero – გამეორება), ანუ განმეორებითი რეპროდუქცია.
In contrast to semelparity is iteroparity (from the Latin itero, to repeat) or repeated reproduction.
577859.
ბიოლოგია | თავი LII
მაგალითად, ზოგიერთი ხვლიკი დებს რამდენიმე დიდ კვერცხს სიცოცხლის მეორე წელიწადში და შემდეგ ამ რეპროდუქციულ აქტს ყოველწლიურად იმეორებს რამდენიმე წლის განმავლობაში.
For example, some lizards produce a few large eggs during their second year of life, then repeat the reproductive act annually for several years.
577860.
ბიოლოგია | თავი LII
რა ფაქტორები განაპირობებენ მხოლოდშობადობის ევოლუციას განმეორებადი შობადობისაგან განსხვავებით?
What factors contribute to the evolution of semelparity versus iteroparity?