მოიძებნა 668043 ჩანაწერი
577981.
ბიოლოგია | თავი LII
თითოეული პირობის შემთხვევაში სიცოცხლის ისტორიის სხვადასხვა თავისებურებებს ენიჭება უპირატესობა.
Different life history features are favored under each condition.
577982.
ბიოლოგია | თავი LII
მაღალი სიჭარბის პოპულაციაში ბუნებრივი სელექცია უპირატესობას ანიჭებს ისეთ ადაპტაციას, რომელიც საშუალებას აძლევს ორგანიზმს გადარჩეს და გამრავლდეს შედარებით მცირე რესურსების გამოყენებით.
At high population density, selection favors adaptations that enable organisms to survive and reproduce with few resources.
577983.
ბიოლოგია | თავი LII
ამდენად, შეჯიბრის უნარი და რესურსების მარჯვე გამოყენება უფრო სასარგებლო იქნება იმ პოპულაციებში, რომლებიც ახლოს არიან საარსებო შესაძლებლობასთან.
Thus, competitive ability and efficient use of resources should be favored in populations that are at or near their carrying capacity.
577984.
ბიოლოგია | თავი LII
ეს ის თვისებებია, რომლებიც ჩვენ ადრე დავუკავშირეთ განმეორებად შობადობის ფენომენს.
These are the traits we associated earlier with iteroparity.
577985.
ბიოლოგია | თავი LII
დაბალი სიჭარბის პოპულაციებში, მეორეს მხრივ, იმავე სახეობებშიც კი, უპირატესობა ექნება ისეთ ადაპტაციას, რომელიც სწრაფ გამრავლებას უზრუნველყოფს, ეს არის, მაგალითად, მრავალრიცხოვანი პატარა ნაშიერების წარმოქმნა.
At low population density, on the other hand, even in the same species, adaptations that promote rapid reproduction, such as the production of numerous, small offspring.
577986.
ბიოლოგია | თავი LII
ეკოლოგებმა სცადეს ამ სხვაობათა დაკავშირება ლოჯისტიკურ მოდელთან სხვადასხვა სიმჭიდროვის პოპულაციებში.
Ecologists have attempted to connect these differences in favored traits at different population densities with the logistic growth model.
577987.
ბიოლოგია | თავი LII
სიცოცხლის ისტორიის მახასიათებელთა ბუნებრივი სელექცია, რომელზედაც მოქმედებს პოპულაციის სიმჭიდროვე, ცნობილია სახელწოდებით K-სელექცია, ანდა სიმჭიდროვეზე დამოკიდებული სელექცია.
Selection for life history traits that are sensitive to population density is known as K-selection or density-dependent selection.
577988.
ბიოლოგია | თავი LII
ამის საპირისპიროდ, სიცოცხლის ისტორიის სელექციის მახასიათებლებს, რომლებიც მაქსიმალიზაციას უკეთებენ გამრავლების წარმატებას დაბალი სიმჭიდროვის პოპულაციებში, ეწოდება r-სელექცია ანდა სიმჭიდროვისაგან დამოუკიდებელი სელექცია.
In contrast, selection for life history traits that maximize reproductive success in uncrowded environments (low densities) is called r-selection or density-independent selection.
577989.
ბიოლოგია | თავი LII
ეს სახელები შესაბამისობაშია ლოჯისტიკური მოდელის ვარიაციებთან.
These names follow from the variables of the logistic equation.
577990.
ბიოლოგია | თავი LII
K-სელექცია პოპულაციის ზომას მაქსიმალურად ზრდის და მას ადგილი აქვს იმ პოპულაციებში, რომლებიც მჭიდროდაა დასახლებული და ახლოსაა იმ ზღვართან, რომელსაც მათ გარემოში არსებული რესურსები (საარსებო შესაძლებლობები, K) უდებს.
K-selection tends to maximize population size and operates in populations living at a density near the limit imposed by their resources (the carrying capacity, K).
577991.
ბიოლოგია | თავი LII
ამის საპირისპიროდ, r-სელექცია მაქსიმალიზაციას უკეთებს ზრდის მაჩვენებელს, r-ს, და მას ადგილი აქვს ისეთ გარემოში, რომლებშიც პოპულაციის სიმჭიდროვე მერყეობს საარსებო შესაძლებლობათა ზღვარს კარგა ქვემოთ და ინდივიდებს არ უწევთ რესურსების მოსაპოვებლად დიდი შეჯიბრი.
By contrast, r-selection tends to maximize r, the rate of increase, and occurs in environments in which population densities fluctuate well below carrying capacity or individuals are likely to face little competition.
577992.
ბიოლოგია | თავი LII
ლაბორატორიულმა ექსპერიმენტებმა უჩვენეს, რომ ერთი და იგივე სახეობის სხვადასხვა პოპულაციებში შეიძლება აღინიშნოს K-სელექციისა და r-სელექციის მახასიათებელთა შორის სხვადასხვა ბალანსი არსებული პირობების მიხედვით.
Laboratory experiments have shown that different populations of the same species may show a different balance of K-selected and r-selected traits, depending on conditions.
577993.
ბიოლოგია | თავი LII
მაგალითად, ხილის დროზოფილა, რომლის 200 თაობა გაზარდეს სიმჭიდროვის პირობებში, როცა მათ მინიმალური საკვები-რესურსები ჰქონდათ, უფრო პროდუქტიულები გამოდგნენ, ვიდრე სხვა პოპულაციები, რომელთა მრავალი თაობა გაიზარდა დაბალი სიმჭიდროვისა და უხვი საკვების პირობებში.
For example, cultures of the fruit fly Drosophila melanogaster raised for 200 generations under crowded conditions with minimal food are more productive at high density than other populations raised for many generations in uncrowded conditions with abundant food.
577994.
ბიოლოგია | თავი LII
როგორც აღმოჩნდა, როცა საკვებზე თანაბარი მისაწვდომობა აქვთ, ის ლარვები, რომლებიც მაღალი სიმჭიდროვის პირობებში შეაგროვეს, უფრო სწრაფად ჭამენ, ვიდრე ისინი, რომლებიც დაბალი სიმჭიდროვის პირობებში ცხოვრობდნენ.
Apparently, when given equal access to food, larvae from cultures selected for living in crowded conditions feed faster than larvae selected for living in uncrowded cultures.
577995.
ბიოლოგია | თავი LII
ხილის მწერის ფენოტიპები, რომლებისთვისაც დაბალი სიმჭიდროვის პირობები შესაფერისია, მაღალი სიმჭიდროვის პირობებში ვერ ავლენენ შეგუების უნარს, როგორც ამას ითვალისწინებს r და K სელექციის თეორია.
The fruit fly genotypes that are most fit at low density do not have high fitness at high density, as predicted by r and K-selection theory.
577996.
ბიოლოგია | თავი LII
r და K სელექციის კონცეფციები კრიტიკის საგანი გახდა, მათ ბრალად ედებოდათ სახეობათა ბუნებრივ ისტორიებში დანახული ვარიაციების მეტისმეტად გამარტივებული ხედვა.
The concepts of r and K-selection have been criticized as an oversimplification of the variation seen in the natural histories of species.
577997.
ბიოლოგია | თავი LII
სახეობათა უმეტესობა მათი მახასიათებლების მიხედვით არიან r და k სელექციის მიერ წარმოდგენილ ორ უკიდურესობას შორის.
The characteristics of most species place them somewhere in between the extremes represented by r and K-selection.
577998.
ბიოლოგია | თავი LII
r და k სელექციის კრიტიკულმა შეფასებამ ეკოლოგები მიიყვანა სიცოცხლის ისტორიის ევოლუციის ალტერნატიული თეორიების შეთავაზებამდე.
The critical assessment of rand K-selection has led ecologists to propose alternative theories of life history evolution.
577999.
ბიოლოგია | თავი LII
ამ ალტერნატიულმა თეორიებმა, თავის მხრივ, ბიძგი მისცეს ისეთ საკითხთა უფრო ღრმა კვლევებს, როგორიცაა: როგორ გავლენას ახდენს სიცოცხლის ისტორიის ევოლუციაზე ისეთი ფაქტორები, როგორიცაა სტრესი, ხელის შეშლა და წარმატებული რეპროდუქციისათვის საჭირო საშუალებათა დონე.
These alternative theories, in turn, have stimulated more thorough study of how factors such as disturbance, stress, and the frequency of opportunities for successful reproduction affect the evolution of life histories.
578000.
ბიოლოგია | თავი LII
პოპულაციები რეგულირდება ბიოტური და აბიოტური გავლენების კომპლექსური ურთიერთმოქმედებით.
Populations are regulated by a complex interaction of biotic and abiotic influences.