მოიძებნა 668043 ჩანაწერი
578001.
ბიოლოგია | თავი LII
ამ სექციაში ჩვენ რეგულაციის თემას პოპულაციებს მივუსადაგებთ.
In this section, we will apply the theme of regulation to populations.
578002.
ბიოლოგია | თავი LII
ჩვენ შეგვიძლია დავსვათ ორი ძირითადი კითხვა პოპულაციების ზრდის რეგულაციის შესახებ.
There are two general questions we can ask about the regulation of population growth.
578003.
ბიოლოგია | თავი LII
პირველი, რა გარემო ფაქტორები იწვევენ პოპულაციის ზრდის შეჩერებას?
First, what environmental factors stop a population from growing?
578004.
ბიოლოგია | თავი LII
მეორე, რატომ აღინიშნება ზოგიერთ პოპულაციაში რადიკალური მერყეობა დროთა განმავლობაში ზომის თვალსაზრისით, მაშინ როცა სხვა პოპულაციები სტაბილურ სახეს ინარჩუნებენ?
Second, why do some populations show radical fluctuations in size over time while others remain more stable?
578005.
ბიოლოგია | თავი LII
ამ შეკითხვებს აქვს მრავალმხრივი პრაქტიკული გამოყენებითი მნიშვნელობა.
These questions have many practical applications.
578006.
ბიოლოგია | თავი LII
სოფლის მეურნეობის მიზანს შეიძლება წარმოადგენდეს პარაზიტების პოპულაციების ზომის შემცირება.
In agriculture, the objective may be to reduce the size of a pest population.
578007.
ბიოლოგია | თავი LII
თუ სარეველა ბალახი სწრაფად მრავლდება, რა უნდა მოვიმოქმედოთ მისი ზრდის შესაჩერებლად?
If an introduced weed is spreading rapidly, what can be done to stop its growth?
578008.
ბიოლოგია | თავი LII
რატომ აქვს სასტიკი ეფექტი სოფლის მეურნეობის მავნებლებს ერთ ადგილზე და უმნიშვნელო – მეორე ადგილზე?
Why do agricultural pests have severe effects in some areas and negligible effects in others?
578009.
ბიოლოგია | თავი LII
ანდა პირიქით, როგორი გარემო ფაქტორები შეუწყობდა ხელს კვებისა და გამრავლებისათვის ხელსაყრელ საარსებო პირობების შექმნას გადაშენების საშიშროების ქვეშ მყოფი სახეობებისათვის, ისეთებისათვის, როგორიცაა ვეშაპი ან ყიჟინა წერო?
Conversely, what environmental factors would create a favorable feeding or breeding habitat for an endangered species, such as the humpback whale or whooping crane?
578010.
ბიოლოგია | თავი LII
ასეთი შეკითხვები, რომლებიც ეხებიან პოპულაციის რეგულაციის ფაქტორებს, წარმოადგენენ მენეჯმენტის პროგრამების ამოსავალ საკითხებს.
Such questions, which involve population-regulating factors, are at the core of management programs.
578011.
ბიოლოგია | თავი LII
პოპულაციის ცვლა და პოპულაციის სიმჭიდროვე.
Population Change and Population Density.
578012.
ბიოლოგია | თავი LII
პირველ ნაბიჯს, იმის გასარკვევად თუ რატომ ჩერდება პოპულაციის ზრდა, წარმოადგენს იმის შესწავლა, თუ როგორ იცვლება შობადობის, სიკვდილიანობის, იმიგრაციისა და ემიგრაციის დონე, როცა პოპულაციის სიმჭიდროვე იზრდება.
The first step in understanding why a population stops growing is to study how the rates of birth, death, immigration, and emigration change as population density rises.
578013.
ბიოლოგია | თავი LII
თუ იმიგრაცია და ემიგრაცია ერთმანეთს აბალანსებს, მაშინ პოპულაცია იზრდება მაშინ როცა შობადობა აღემატება სიკვდილიანობას, და შესაბამისად, პოპულაცია მცირდება თუ სიკვდილიანობა აღემატება შობადობას.
If immigration and emigration offset each other, then a population grows when the birth rate exceeds the death rate and declines when the death rate exceeds the birth rate.
578014.
ბიოლოგია | თავი LII
ისეთ მდგომარეობას, როცა შობადობის დონე ან სიკვდილიანობის დონე არ იცვლება პოპულაციის სიმჭიდროვესთან ერთად უწოდებენ სიმჭიდროვისგან დამოუკიდებელ ფაქტორს.
A birth rate or death rate that does not change with population density is said to be density-independent.
578015.
ბიოლოგია | თავი LII
პოპულაციის რეგულაციის კლასიკურ კვლევებში ენდრიუ ვოტკინსონმა და ჯონ ჰარფერმა, უელსის უნივერსიტეტის მცენარეთა პოპულაციების ეკოლოგებმა, აღმოაჩინეს, რომ dune fescune ბალახის სიკვდილიანობა უმეტესწილად გამოწვეულია იმ ფიზიკური ფაქტორებით, რომლებიც მსგავსი პოპულაციების განადგურებას იწვევენ ამ პოპულაციის სიმჭიდროვის მიუხედავად.
In a classic study of population regulation, Andrew Watkinson and John Harper, plant population ecologists from the University of Wales, found that the mortality of dune fescue grass is mainly due to physical factors that kill similar proportions of a local population, regardless of its density.
578016.
ბიოლოგია | თავი LII
ამის საპირისპიროდ, როცა სიკვდილიანობის დონე იზრდება პოპულაციის ზრდასთან ერთად ანდა შობადობის დონე მცირდება სიმჭიდროვის ზრდის პირობებში, ამას ეწოდება სიმჭიდროვეზე დამოკიდებულების ფაქტორები.
In contrast, a death rate that rises as population density rises is said to be density-dependent, as is a birth rate that falls with rising density.
578017.
ბიოლოგია | თავი LII
ვოლკინსონმა და ჰარფერმა აღმოაჩინეს, რომ dune fascue-ს რეპროდუქციულობა მცირდება, როცა პოპულაციის სიმჭიდროვე იზრდება.
Watkinson and Harper found that reproduction by dune fescue declines as population density increases.
578018.
ბიოლოგია | თავი LII
ასე, რომ ბალახის ამ პოპულაციაში შობადობის დონის მარეგულირებელ ამოსავალ ფაქტორებს წარმოადგენენ სიმჭიდროვეზე დამოკიდებულება, მაშინ როცა სიკვდილიანობის დონის მარეგულირებელ ფაქტორს წარმოადგენს სიმჭიდროვისაგან დამოუკიდებელი ფაქტორები.
Thus, in this grass population, the key factors regulating the birth rate were density-dependent, while the death rate was largely regulated by density-independent factors.
578019.
ბიოლოგია | თავი LII
სურათი 52.14. უჩვენებს, როგორ შეიძლება შეწყდეს პოპულაციის ზრდა და მიღწეულ იქნას ბალანსი სიმჭიდროვისაგან დამოუკიდებელი და სიმჭიდროვეზე დამოკიდებული ფაქტორების სხვადასხვა კომბინაციების საშუალებით.
Figure 52.14 models how a population may stop increasing and reach equilibrium due to various combinations of density-dependent and densityindependent regulation.
578020.
ბიოლოგია | თავი LII
სიმჭიდროვეზე დამოკიდებული პოპულაციის რეგულაცია.
Density-Dependent Population Regulation.