მოიძებნა 668043 ჩანაწერი
578221.
ბიოლოგია | თავი LII
სურათზე 52.27. მოცემული გრაფიკი წარმოადგენს ეკოლოგიური კვალის სურათს ცამეტი ქვეყნისათვის და მთელი მსოფლიოს მასშტაბით 1997 წლისათვის.
Figure 52.27 graphs the ecological footprints for 13 countries and for the whole world as of 1997.
578222.
ბიოლოგია | თავი LII
ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ ორი ამოსავალი, ძირითადი დასკვნა მოცემული გრაფიკიდან.
We can draw two key conclusions from the graph.
578223.
ბიოლოგია | თავი LII
პირველი დასკვნა: ქვეყნები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან ეკოლოგიური კვალის მიხედვით და მათ განკარგულებაში მყოფი ეკოლოგიური შესაძლებლობების თვალსაზრისით (ეს არის ფაქტობრივად არსებული რესურსის ბაზა თითოეული ქვეყნისათვის).
First, countries vary greatly in their individual footprint size and in their available ecological capacity (the actual resource base of each country).
578224.
ბიოლოგია | თავი LII
შეერთებული შტატების ეკოლოგიური კვალი შეადგენს 8.4 ჰა-ს ერთ სულ მოსახლეზე, ხოლო მათ განკარგულებაში არსებული ეკოლოგიური შესაძლებლობები – 6.2 ჰა-ს ერთ სულ მოსახლეზე.
The United States has an ecological footprint of 8.4 ha per person but has only 6.2 ha per person of available ecological capacity.
578225.
ბიოლოგია | თავი LII
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამერიკის შეერთებული შტატების პოპულაცია უკვე არის საარსებო შესაძლებლობების ზღვარს მიღმა.
In other words, the U.S. population is already above carrying capacity.
578226.
ბიოლოგია | თავი LII
ამის საპირისპიროდ, ახალი ზელანდიის ეკოლოგიური კვალი, 9.8 ჰა-ს შეადგენს ერთ სულ მოსახლეზე, მაგრამ ამ ქვეყნის განკარგულებაში არსებული ეკოლოგიური შესაძლებლობები 14.3 ჰა-ს შეადგენს ერთ სულზე, ასე, რომ ის არის საარსებო შესაძლებლობების ზღვარს ქვემოთ.
By contrast, New Zealand has a larger ecological footprint of 9.8 ha per person but an available capacity of 14.3 ha per person, so it is below its carrying capacity.
578227.
ბიოლოგია | თავი LII
მეორე დასკვნა ასეთია, ზოგადად, მთლიანად მსოფლიო უკვე ეკოლოგიურ დეფიციტს განიცდიდა იმ დროისათვის, როცა ეს კვლევა ჩატარდა.
The second conclusion is that, in general, the world was already in an ecological deficit when the study was conducted.
578228.
ბიოლოგია | თავი LII
მთლიანი ანალიზი გვიჩვენებს, რომ დღეს მსოფლიო არის საარსებო შესაძლებლობის ზღვარზე ანდა ზღვარს ოდნავ ქვემოთ.
The overall analysis suggests that the world is now at or slightly above its carrying capacity.
578229.
ბიოლოგია | თავი LII
ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ვიმსჯელოთ ადამიანის პოპულაციისათვის საჭირო მსოფლიოს მთლიანი შესაძლებლობების შესახებ ანდა იმის შესახებ, თუ რა ფაქტორები განაპირობებენ საბოლოოდ მისი ზრდის შეჩერებას.
We can only speculate about Earth's ultimate carrying capacity for the human population or about what factors will eventually limit our growth.
578230.
ბიოლოგია | თავი LII
შესაძლოა საკვები აღმოჩნდეს უმთავრესი ფაქტორი.
Perhaps food will be the main factor.
578231.
ბიოლოგია | თავი LII
ზოგიერთ რეგიონში საკვები პროდუქტების ნაკლებობა და შიმშილი საკმაოდ გავრცელებულია, მაგრამ ეს, ძირითადად, უფრო საკვების არათანაბარი განაწილების შედეგია, ვიდრე საკვების არაადეკვატური წარმოებისა.
Malnutrition and famines are common in some regions, but they result mainly from unequal distribution, rather than inadequate production, of food.
578232.
ბიოლოგია | თავი LII
ჯერჯერობით სოფლის მეურნეობაში ტექნოლოგიური გაუმჯობესება საშუალებას იძლევა, გლობალური პოპულაციის ზრდის შესაბამისად მიმდინარეობდეს საკვებით მომარაგება.
So far, technological improvements in agriculture have allowed food supplies to keep up with global population growth.
578233.
ბიოლოგია | თავი LII
თუმცა ეკოსისტემაში არსებული ენერგიის ცირკულაციის პრინციპების მიხედვით გარემოს შეუძლია აიტანოს უფრო დიდი რაოდენობის ბალახისმჭამელები, ვიდრე ხორცისმჭამელები.
However, the principles of energy flow through ecosystems tell us that environments can support a larger number of herbivores than carnivores.
578234.
ბიოლოგია | თავი LII
თუ ყველა შეჭამს იმდენსავე ხორცს, რამდენსაც ჭამენ მსოფლიოს ყველაზე უფრო შეძლებული ადამიანები, დღეს არსებული მსოფლიო პოპულაციების მხოლოდ ნახევარზე ნაკლებს ექნება დაპურების საშუალება დღეს არსებული სურსათის მარაგის გათვალისწინებით.
If everyone ate as much meat as the wealthiest people in the world, less than half of the present world population could be fed on current food harvests.
578235.
ბიოლოგია | თავი LII
საბოლოოდ შესაძლოა ჩვენ შესაფერისი საარსებო სივრცითაც ვიქნეთ შეზღუდულები, როგორც ოკეანის კუნძულების ჩვამები.
Perhaps we will eventually be limited by suitable space like the gannets on ocean islands.
578236.
ბიოლოგია | თავი LII
რა თქმა უნდა, ჩვენი პოპულაციის ზრდასთან ერთად, დავა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იქნეს გამოყენებული ეს სივრცე, უფრო გამძაფრდება და სოფლის მეურნეობისათვის გამოსადეგი მიწები განაწილდება საცხოვრებელი სახლების ასაგებად.
Certainly, as our population grows, the conflict over how space will be utilized will intensify, and agricultural land will be developed for housing.
578237.
ბიოლოგია | თავი LII
შედარებით მცირე ლიმიტაცია იქნება იმაზე, თუ რამდენად მჭიდროდ უნდა იყვნენ ადამიანები შეჯგუფებულები საცხოვრებლად.
There seem to be few limits, however, on how closely humans can be crowded together.
578238.
ბიოლოგია | თავი LII
ადამიანებს ასევე შეიძლება ამოეწუროთ ისეთი რესურსები, რომელთა აღდგენაც შეუძლებელია, როგორიცაა მაგალითად მეტალებისა და წიაღისეული საწვავის მარაგი.
Humans could also run out of nonrenewable resources, such as certain metals and fossil fuels.
578239.
ბიოლოგია | თავი LII
მრავალი პოპულაციის მოთხოვნები ერთადერთ შეუვსებელ რესურსზე, წყალზე უკვე გასცდა ადგილობრივ და რეგიონული მარაგის ფარგლებს.
The demands of many populations have already far exceeded the local and even regional supplies of one renewable resource water.
578240.
ბიოლოგია | თავი LII
1 მილიარდზე მეტი ადამიანი მოკლებულია საჭირო რაოდენობის წყლის რესურსს, იმისათვის, რომ დაიკმაყოფილოს ელემენტარული სანიტარული მოთხოვნები.
More than 1 billion people do not have access to sufficient water to meet their basic sanitation needs.