მოიძებნა 668043 ჩანაწერი
578241.
ბიოლოგია | თავი LII
ასევე შესაძლებელია ისიც, რომ გარემოს ამოეწუროს ადამიანის პოპულაციის მიერ წარმოქმნილი ნარჩენების შთანთქმის შესაძლებლობაც.
It is also possible that the human population will eventually be limited by the capacity of the environment to absorb its wastes.
578242.
ბიოლოგია | თავი LII
ამ შემთხვევაში დედამიწის დღევანდელი მოსახლეობა გამოიწვევს პლანეტის საარსებო შესაძლებლობათა შემცირებას მომავალი თაობებისათვის.
In such cases, Earth's current human occupants could lower the planet's long-term carrying capacity for future generations.
578243.
ბიოლოგია | თავი LII
ზოგიერთი ოპტიმისტი იმედოვნებს, რომ ტექნოლოგიის განვითარების ჩვენეული უნარის წყალობით ადამიანის პოპულაციის ზრდას არა აქვს ფაქტობრივი ზღვარი.
Some optimists have suggested that because of our ability to develop technology, human population growth has no practical limits.
578244.
ბიოლოგია | თავი LII
ტექნოლოგიამ უდავოდ გაზარდა დედამიწის საარსებო შესაძლებლობანი ადამიანისთვის, მაგრამ როგორც ჩვენ ამას ზემოთაც გავუსვით ხაზი, არც ერთ პოპულაციას არ შეუძლია უსასრულოდ ზრდა.
Technology has undoubtedly increased Earth's carrying capacity for humans, but as we have emphasized, no population can continue to grow indefinitely.
578245.
ბიოლოგია | თავი LII
ის, თუ რას შეადგენს ადამიანის მსოფლიო საარსებო შესაძლებლობები და რაგვარად მივუახლოვდებით ჩვენ მის ზღვარს, წარმოადგენს დიდი დებატებისა და განსჯის საგანს.
Exactly what the world's human carrying capacity is and under what circumstances we will approach it are topics of great concern and debate.
578246.
ბიოლოგია | თავი LII
სხვა ორგანიზმებისაგან განსხვავებით ჩვენ შეგვიძლია თავად გადავწყვიტოთ როგორ მოვაღწიოთ პოპულაციის ზრდის ნულოვან მაჩვენებელს ადამიანის არჩევანზე დაფუძნებული სოციალური ცვლილებების მეშვეობით თუ სიკვდილიანობის ზრდის მეშვეობით, რაც გამოწვეული იქნება რესურსების არქონით, დაავადებებით, ომებით და გარემოს დეგრადაციით.
Unlike other organisms, we can decide whether zero population growth will be attained through social changes based on human choices or through increased mortality due to resource limitations, plagues, war, and environmental degradation.
578247.
ბიოლოგია | თავი LIII
კომუნიკაციური ეკოლოგია.
Community Ecology.
578248.
ბიოლოგია | თავი LIII
რა არის თანასაზოგადოება.
What is a Community?
578249.
ბიოლოგია | თავი LIII
ტყეში ან ველად ან თუნდაც, პარკში შემდეგი გასეირნებისას შეეცადეთ, დააკვირდეთ თქვენს გარშემო არსებულ სახეობებს შორის ურთიერთმოქმედებებს.
On your next walk through a field or a woodland or even across campus or a park, try to observe some of the interactions between the species present.
578250.
ბიოლოგია | თავი LIII
შესაძლოა შენიშნოთ, რომ ჩიტები ხეებს იყენებენ ბუდეების მოსაწყობად, ფუტკრები ამტვრიანებენ ყვავილებს, ობობები თავიანთ ქსელებში მწერებს იჭერენ, გვიმრები ხეების მიერ წარმოქმნილ ჩრდილებში იზრდებიან.
You may see birds using trees as nesting sites, bees pollinating flowers, spiders trapping insects in their webs, and ferns growing in the shade provided by trees.
578251.
ბიოლოგია | თავი LIII
ეს არის ურთიერთობების პატარა მოდელი, რაც სახეობებს შორის არსებობს ნებისმიერ ეკოლოგიურ „თეატრში“.
This is a tiny sample of the many interactions between species that exist in any ecological theatre.
578252.
ბიოლოგია | თავი LIII
50-ე თავში განხილული ქიმიური და ფიზიკური ფაქტორების გარდა, ორგანიზმის საარსებო გარემო ბიოტურ ფაქტორებსაც მოიცავს: იმავე სახეობის სხვა ინდივიდებიც და ასევე, სხვა სახეობათა ინდივიდებიც.
In addition to the physical and chemical factors discussed in Chapter 50, an organism's environment includes biotic factors: other individuals of the same species as well as individuals of other species.
578253.
ბიოლოგია | თავი LIII
იმ სხვადასხვა სახეობათა პოპულაციების ამგვარ თავმოყრას, რომლებიც ერთმანეთთან საკმაოდ ახლოს ცხოვრობენ და ამდენად, ერთმანეთზე ზემოქმედების საშუალება აქვთ, ეწოდება ბიოლოგიური თანასაზოგადოება.
Such an assemblage of populations of various species living close enough for potential interaction is called a biological community.
578254.
ბიოლოგია | თავი LIII
ეკოლოგები გარკვეული თანასაზოგადოების ფარგლებს მათი კვლევის საკითხის შესაბამისად განსაზღვრავენ.
Ecologists define the boundaries of a particular community to fit their research questions.
578255.
ბიოლოგია | თავი LIII
მაგალითად, მათ შეიძლება შეისწავლონ გამხრწნელები და სხვა ორგანიზმები, რომლებიც დამპალ მორზე ცხოვრობენ, ბენტური თანასაზოგადოება ზემო ტბაში, ანდა ბუჩქებისა და ხეების თანასაზოგადოება შენანდოას ეროვნულ პარკში.
They might study, for example, the community of decomposers and other organisms living on a rotting log, the benthic community in Lake Superior, or the community of trees and shrubs in Shenandoah National Park.
578256.
ბიოლოგია | თავი LIII
სხვადასხვა ცხოველები, ასევე ბალახი და ხეები, რომლებიც მოცემულია სურათზე 53.1. წარმოადგენენ სამხრეთ აფრიკის სავანას თანასაზოგადოებას.
The various animals, as well as the grass and trees surrounding the watering hole in Figure 53.1, are all members of a savanna community in southern Africa.
578257.
ბიოლოგია | თავი LIII
ამ თავში ჩვენ განვიხილავთ იმ ფაქტორებს, რომლებიც თანასაზოგადოების სტრუქტურის ჩამოყალიბებაში ყველაზე უფრო მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენენ, განსაზღვრებაში თუ რამდენი სახეობაა მთლიანობაში, კერძოდ რომელი სახეობებია სახეზე, რა რაოდენობრივი თანაფარდობაა ამ სახეობებს შორის.
In this chapter, we will examine the factors that are most significant in structuring a community, in determining how many species there are overall, which particular species are present and the relative abundance of these species.
578258.
ბიოლოგია | თავი LIII
ჩვენ დავიწყებთ იმ ფუნდამენტური ფაქტორით, რომელიც თანასაზოგადოების სტრუქტურაზე ახდენს გავლენას: თანასაზოგადოების ფარგლებში არსებულ ორგანიზმთა ურთიერთმოქმედებანი.
We begin with a fundamental factor influencing community structure: the interactions between the organisms in a community.
578259.
ბიოლოგია | თავი LIII
თანასაზოგადოების ურთიერთმოქმედება მოიცავს შეჯიბრს, მტაცებლობას, ბალახისმჭამებლობას, სიმბიოზსა და დაავადებებს.
A community's interactions include competition, predation, herbivory, symbiosis, and disease.
578260.
ბიოლოგია | თავი LIII
ორგანიზმის ცხოვრებაში ძირითადი ურთიერთობები მდგომარეობს მის ურთიერთმოქმედებაში თანასაზოგადოების სხვა სახეობებთან.
Some key relationships in the life of an organism are its interactions with other species in the community.