მოიძებნა 668043 ჩანაწერი
578321.
ბიოლოგია | თავი LIII
სხვა ცხოველებს აქვთ მექანიკური და ქიმიური დაცვის საშუალებები.
Other animals have mechanical or chemical defenses.
578322.
ბიოლოგია | თავი LIII
მაგალითად, მრავალ მტაცებელს ძალიან აშინებს სინდიოფალებისა და სკუნსების ცნობილი თავდაცვის მექანიზმები.
For example, most predators are strongly discouraged by the familiar de fenses of porcupines and skunks.
578323.
ბიოლოგია | თავი LIII
ზოგიერთ ცხოველს, მაგალითად, ისეთს, როგორიცაა კოსტა რიკას შხამიანი ბაყაყი, შეუძლია ტოქსინების სინთეზირება, სხვები კი ქიმიური თავდაცვის საშუალებებს საკვები ბალახებიდან პასიურად იღებენ და აგროვებენ ტოქსინებს.
Some animals, such as the poison arrow frog of Costa Rica, can synthesize toxins, while others passively acquire a chemical defense by accumulating toxins from the plants they eat.
578324.
ბიოლოგია | თავი LIII
იმ ცხოველებს, რომელთაც ეფექტური ქიმიური თავდაცვითი უნარი აქვთ, აღენიშნებათ კაშკაშა გამაფრთხილებელი შეფერილობა ანუ აპოსემატური შეფერილობა, რაც ახასიათებს, მაგალითად, კოსტა-რიკას შხამიან ბაყაყს.
Animals with effective chemical defenses often exhibit bright warning coloration, or aposematic coloration, like that of the poison arrow frog.
578325.
ბიოლოგია | თავი LIII
აპოსემატური შეფერილობა, როგორც ჩანს, ადაპტიურია.
Aposematic coloration seems to be adaptive.
578326.
ბიოლოგია | თავი LIII
არსებობს მონაცემები იმის შესახებ, რომ მტაცებლები განსაკუთრებულ სიფრთხილეს იჩენენ ისეთი მსხვერპლი-ორგანიზმების მიმართ, რომელთაც კაშკაშა შეფერილობა აქვთ.
There is evidence that predators are particularly cautious in dealing with potential prey having bright colour patterns.
578327.
ბიოლოგია | თავი LIII
ზოგჯერ მსხვერპლმა სახეობამ შეიძლება მნიშვნელოვანი თავდაცვის შესაძლებლობა მოიპოვოს სხვა ორგანიზმების გარეგნული მიბაძვის საშუალებით.
Sometimes, one prey species may gain significant protection by mimicking the appearance of another.
578328.
ბიოლოგია | თავი LIII
ბეიტსის მიმიკრიისას გემრიელი და უვნებელი სახეობები ახდენენ უგემური და მავნე მოდელების მიმიკრიას.
In Batesian mimicry, a palatable or harmless species mimics an unpalatable or harmful model.
578329.
ბიოლოგია | თავი LIII
ზოგიერთი პეპლის მატლი, მაგალითად ღამის პეპელას ლარვა როცა საშიშროებას იგრძნობს, თავს ზევით სწევს და ემსგავსება პატარა შხამიან გველს.
For example, the larva of the hawkmoth puffs up its head and thorax when disturbed, looking like the head of a small poisonous snake.
578330.
ბიოლოგია | თავი LIII
ამ შემთხვევაში მიმიკრია ქცევასაც მოიცავს.
In this case, mimicry even involves behavior.
578331.
ბიოლოგია | თავი LIII
ლარვა თავს წინ და უკან არხევს და სისინებს კიდეც, როგორც გველი.
The larva weaves its head back and forth and hisses like a snake.
578332.
ბიოლოგია | თავი LIII
მიულერის მიმიკრიისას ორი ან მეტი უგემური სახეობა, როგორიცაა, მაგალითად, „გუგული-ფუტკარი“ და „ყვითელი პიჯაკი“, ერთმანეთს ემსგავსება.
In Müllerian mimicry, two or more unpalatable species, such as the cuckoo bee and yellow jacket, resemble each other.
578333.
ბიოლოგია | თავი LIII
როგორც ჩანს, თითოეული სახეობა რაღაც უპირატესობას იძენს, რადგანაც, რაც უფრო დიდია უგემურ მსხვერპლთა რაოდენობა, მით უფრო სწრაფად და ინტენსიურად ახდენენ მტაცებლები ადაპტაციას და გვერდს უვლიან ყველა მსხვერპლს, რომელსაც კი ამგვარი შეფერილობა აქვს.
Presumably, each species gains an additional advantage because the greater the number of unpalatable prey, the more quickly and intensely predators adapt, avoiding any prey with that particular appearance.
578334.
ბიოლოგია | თავი LIII
ასე, რომ მიმიკრია ასრულებს ერთგვარი აპოსემატური შეფერილობის ფუნქციას.
The mimicry thus acts as a kind of aposematic coloration.
578335.
ბიოლოგია | თავი LIII
კონვერგენტული ევოლუციის მაგალითებში უგემურ ცხოველებს რამდენიმე სხვადასხვა ტაქსაში ერთნაირი შეფერილობის მოდელები აქვთ.
In an example of convergent evolution, unpalatable animals in several different taxa have similar patterns of coloration.
578336.
ბიოლოგია | თავი LIII
შავი, ყვითელი ან წითელი ზოლები დამახასიათებელია უგემური ცხოველებისთვის ისეთ განსხვავებულ სახეობებში, როგორებიცაა „ყვითელი პიჯაკი“ და მარჯნის გველები.
Black and yellow or red stripes characterize unpalatable animals as diverse as yellow jackets and coral snakes.
578337.
ბიოლოგია | თავი LIII
ეკოლოგები იყენებენ ტერმინს, ბალახისმჭამელობა, იმისათვის, რომ აღნიშნონ +/- ტიპის ურთიერთქმედება, რომლის დროსაც ბალახისმჭამელი ჭამს მცენარის ან წყალმცენარის ნაწილს.
Ecologists use the term herbivory to refer to a +/interaction in which an herbivore eats parts of a plant or alga.
578338.
ბიოლოგია | თავი LIII
თუ ჩვენთვის კარგადაა ნაცნობი ისეთი დიდტანიანი ძუძუმწოვრები, როგორებიცაა ძროხა, ცხვარი, წყლის ბუფალოები, უმეტესობა ბალახისმჭამელებისა მცირე ზომის უხერხემლოები არიან, ისეთები, როგორიცაა კალიები და ხოჭოები.
While the large mammalian herbivores such as cattle, sheep, and water buffalo may be most familiar, most herbivores are small invertebrates, such as grasshoppers and beetles.
578339.
ბიოლოგია | თავი LIII
ოკეანეში ბალახისმჭამელთა რიცხვს მიეკუთვნებიან ლოკოკინები, ზღვის ზღარბები და ზოგიერთი ტროპიკული თევზის სახეობები.
In the ocean, herbivores include snails, sea urchins, and some tropical fishes, such as the surgeon fish.
578340.
ბიოლოგია | თავი LIII
მტაცებლების მსგავსად ბალახისმჭამელებსაც აქვთ სპეციფიკური ადაპტაციები.
Like predators, herbivores have specialized adaptations.