მოიძებნა 668043 ჩანაწერი
578341.
ბიოლოგია | თავი LIII
იმის გამო, რომ ბალახები ქიმიური თვალსაზრისით მრავალფეროვნებით გამოირჩევიან, ბალახისმჭამელებისათვის უპირატესია ტოქსიკური და არატოქსიკური მცენარეებისა და ასევე უფრო მეტად ნოყიერი და ნაკლებ ნოყიერი ბალახების გარჩევის უნარის ქონა.
Because plants are so chemically diverse, it is advantageous for herbivores to be able to distinguish between toxic and nontoxic plants as well as between more nutritious and less nutritious plants.
578342.
ბიოლოგია | თავი LIII
ბალახისმჭამელ მწერთაგან ბევრ მათგანს ფეხებზე აქვს ქიმიური სენსორები, რისი მიხედვითაც ისინი შესაფერის მცენარეს ცნობენ.
Many herbivorous insects have chemical sensors on their feet that recognize appropriate food plants.
578343.
ბიოლოგია | თავი LIII
ზოგიერთი ბალახისმჭამელი ძუძუმწოვარა, როგორიცაა, მაგალითად, თხა, ბალახის შესამოწმებლად იყენებს ყნოსვის შეგრძნებას, ამდენად იგი ზოგ მცენარეზე უარს ამბობს და მხოლოდ მისთვის შესაფერისს ირჩევს.
Some mammalian herbivores, such as goats, use their sense of smell to examine plants, rejecting some and eating others.
578344.
ბიოლოგია | თავი LIII
ზოგ შემთხვევაში ბალახისმჭამელები ჭამენ მცენარის, მაგალითად ყვავილის, მხოლოდ სპეციფიკურ ნაწილს.
In some cases, they eat just a specific part of a plant, such as the flowers.
578345.
ბიოლოგია | თავი LIII
მრავალ ბალახისმჭამელს აქვს ისეთი სპეციფიკური კბილები ანდა საჭმლის გადამამუშავებელი ისეთი სისტემა, რომელიც კარგად არის ადაპტირებული ვეგეტაციის გადასამუშავებლად.
Many herbivores also have specialized teeth or digestive systems adapted for processing vegetation.
578346.
ბიოლოგია | თავი LIII
მსხვერპლი ცხოველებისაგან განსხვავებით, რა თქმა უნდა, მცენარეს არ შეუძლია გაქცევა.
Unlike prey animals, of course, plants cannot run away.
578347.
ბიოლოგია | თავი LIII
ამის ნაცვლად მცენარის უმთავრეს არსენალს ბალახისმჭამელთა წინააღმდეგ წარმოადგენს ქიმიური ტოქსინები, აგრეთვე ეკლები და ხიჭვები.
Instead, a plant's main arsenal against herbivores includes chemical toxins, often in combination with spines and thorns.
578348.
ბიოლოგია | თავი LIII
იმ ქიმიურ კომპონენტებს შორის, რომლებსაც მცენარე ქიმიურ იარაღად იყენებს, არის სტრიქნინი, რომელსაც წარმოშობს ტროპიკული ღვინის Strychnos toxifera; ნიკოტინი, რომელსაც ვხვდებით თამბაქოს მცენარეში; ტანინები, რომელიც მოიპოვება მცენარის მრავალ სხვადასხვა სახეობაში.
Among the plant compounds that serve as chemical weapons are the poison strychnine, produced by the tropical vine Strychnos toxifera; nicotine, from the tobacco plant; and tannins, from a variety of plant species.
578349.
ბიოლოგია | თავი LIII
კომპონენტები, რომელიც ადამიანისათვის ტოქსიკური არ არის, მაგრამ შეიძლება უგემური იყოს მრავალი ბალახისმჭამელისათვის, გამოყოფს იმავენაირ სურნელს, როგორსაც დარიჩინი, მიხაკი და ბაღის პიტნა.
Compounds that are not toxic to humans but may be distasteful to many herbivores are responsible for the familiar flavours of cinnamon, cloves, and peppermint.
578350.
ბიოლოგია | თავი LIII
ზოგიერთი მცენარე ისეთ ქიმიურ ნივთიერებებს გამოყოფს, რაც იწვევს არანორმალურ განვითარებას ზოგიერთ იმ მწერში, რომელიც მას შეჭამს.
Certain plants produce chemicals that cause abnormal development in some insects that eat them.
578351.
ბიოლოგია | თავი LIII
პარაზიტიზმი წარმოადგენს +/- სიმბიოზური ურთიერთქმედების ტიპს, რომლის დროსაც ერთი ორგანიზმი, პარაზიტი, თავის საკვებს იღებს სხვა ორგანიზმიდან, მისი მასპინძლიდან, რომელსაც ამ პროცესის გამო ზიანი ადგება.
Parasitism is a +/symbiotic interaction in which one organism, the parasite, derives its nourishment from another organism, its host, which is harmed in the process.
578352.
ბიოლოგია | თავი LIII
ეს დეფინიცია იმეორებს სიმბიოზის ყველაზე უფრო ზოგად განმარტებას, როგორც ურთიერთმოქმედებისას, რომლის დროსაც ორი სხვადასხვა სახეობა ერთად ცხოვრობს უშუალო კონტაქტის პირობებში, ეს მოიცავს პარაზიტიზმს, მუტუალიზმს და კომენსალიზმს.
This definition adopts the most general definition of symbiosis as an interaction in which two organisms of different species live together in direct contact, including parasitism, mutualism, and commensalism.
578353.
ბიოლოგია | თავი LIII
თუმცა ზოგიერთი ბიოლოგი სიმბიოზს უფრო სპეციფიკური გაგებით ხმარობს, კერძოდ, როგორც მუტუალიზმის სინონიმს.
However, some biologists use symbiosis more specifically as a synonym for mutualism.
578354.
ბიოლოგია | თავი LIII
პარაზიტებს, რომლებიც ცხოვრობენ მასპინძელ-ორგანიზმებში, როგორც მაგალითად, სოლიტერები და მალარიის პარაზიტები, უწოდებენ ენდოპარაზიტებს.
Parasites that live within the body of their host, such as tapeworms and malarial parasites, are called endoparasites.
578355.
ბიოლოგია | თავი LIII
იმ პარაზიტებს, რომლებიც იკვებებიან მასპინძელი-ორგანიზმის გარე საფარიდან, როგორც, მაგალითად ტკიპები და ტილები, ეწოდებათ ექტოპარაზიტები.
Parasites that feed on the external surface of a host, such as ticks and lice, are called ectoparasites.
578356.
ბიოლოგია | თავი LIII
პარაზიტოიტიზმი წარმოადგენს პარაზიტიზმის კერძო სახეობას, რომლის დროსაც მწერები, როგორც წესი, მცირე ზომის კრაზანები, კვერცხებს დებენ ცოცხალი მასპინძელი-ორგანიზმის ზედაპირზე ან მასში.
In a particular type of parasitism called parasitoidism, insects-usually small wasps-lay eggs on or in living hosts.
578357.
ბიოლოგია | თავი LIII
შემდეგ ლარვები იკვებებიან მასპინძელი-ორგანიზმის სხეულიდან და საბოლოოდ სპობენ მას.
The larvae then feed on the body of the host, eventually killing it.
578358.
ბიოლოგია | თავი LIII
მრავალ პარაზიტს აქვს სიცოცხლის რთული ციკლი, რომელშიც ჩართულია რამდენიმე მასპინძელი-ორგანიზმი.
Many parasites have a complex life cycle involving a number of hosts.
578359.
ბიოლოგია | თავი LIII
მაგალითად, სისხლის კამბალა, რომლითაც ამჟამად ინფიცირებულია დაახლოებით ორასი მილიონი ადამიანი მთელს მსოფლიოში, თავის სიცოცხლის ციკლში ორ მასპინძელ-ორგანიზმს მოიცავს: ადამიანებს და მტკნარი წყლის ლოკოკინებს.
For instance, the life cycle of the blood fluke, which currently infects approximately 200 million people around the world, involves two hosts: humans and freshwater snails.
578360.
ბიოლოგია | თავი LIII
ზოგი პარაზიტი იწვევს მასპინძელი-ორგანიზმის ქცევაში ისეთ ცვლილებებს, რაც ზრდის პარაზიტისათვის ერთი მასპინძელი-ორგანიზმიდან მეორეზე გადასვლის შესაძლებლობას.
Some parasites change the behaviour of their hosts in a way that increases the probability of the parasite being transferred from one host to another.