მოიძებნა 668043 ჩანაწერი
578461.
ბიოლოგია | თავი LIII
მაგალითად, შაქრის ნეკერჩხლის სიჭარბეს, რომელიც წარმოადგენდა დომინანტური მცენარის სახეობას ჩრდილოამერიკის აღმოსავლეთი ნაწილის მრავალი ტყის თანასაზოგადოებებში, გადამწყვეტი გავლენა აქვს ისეთ აბიოტურ ფაქტორებზე, როგორიცაა ჩრდილი და ნიადაგი, რომლებიც თავის მხრივ გავლენას ახდენენ სხვა იქ ბინადარ სახეობებზე.
For example, the abundance of sugar maples, the dominant plant species in many eastern North American forest communities, has a major impact on abiotic factors such as shading and soil, which in turn affect which other species live there.
578462.
ბიოლოგია | თავი LIII
არ არსებობს ისეთი კონკრეტული ახსნა იმისა, თუ რატომ ხდება ესა თუ ის სახეობა თანასაზოგადოებაში დომინანტური.
There is no single explanation for why a species becomes dominant in a community.
578463.
ბიოლოგია | თავი LIII
ერთ-ერთი ჰიპოთეზის მიხედვით დომინანტური სახეობები ყველაზე უფრო მეტად კონკურენტუნარიანები არიან შეზღუდული რაოდენობის რესურსების, წყლისა და საკვები ნივთიერებების მოსაპოვებლად.
One hypothesis suggests that dominant species are most competitive in exploiting limited resources such as water or nutrients.
578464.
ბიოლოგია | თავი LIII
სხვა ჰიპოთეზის მიხედვით დომინანტი სახეობები ყველაზე უკეთ ახერხებენ მტაცებლებისაგან თავის დაღწევას და ასევე მდგრადები არიან დაავადებების მიმართ.
Another explanation is that dominant species are most successful at avoiding predation or the impact of disease.
578465.
ბიოლოგია | თავი LIII
ეს ბოლო მოსაზრება იძლევა იმ მაღალი ბიომასის ახსნას, რაც შემოყვანილ სახეობებს აქვთ (ანუ იმ სახეობებს, რომლებიც ადამიანებს შემოჰყავთ და რომლებსაც მშობლიური ტერიტორიების ფარგლებს გარეთ უწევთ ცხოვრება) მათ შეუძლიათ მოიპოვონ მაღალი ბიომასა იმ გარემოში, სადაც ბუნებრივი მტაცებლები და პათოგენები არ არიან.
This latter idea could explain the high biomass that invasive species (species, generally introduced by humans, that take hold outside their native range) can attain in environments lacking their natural predators and pathogens.
578466.
ბიოლოგია | თავი LIII
დომინანტი სახეობების გავლენის გასარკვევად ერთ-ერთ გზას წარმოადგენს მათი თანასაზოგადოებიდან მოშორება.
One way to discover the impact of a dominant species is to remove it from the community.
578467.
ბიოლოგია | თავი LIII
ადამიანებს ამ ტიპის ექსპერიმენტები თავისდაუნებურად მრავალჯერ აქვთ ჩატარებული.
Humans have carried out this type of experiment many times by accident.
578468.
ბიოლოგია | თავი LIII
მაგალითად, ამერიკული წაბლი ჩრდილო-ამერიკის აღმოსავლეთ ნაწილის უფოთლო ტყეების დომინანტური ხის ჯიშს წარმოადგენდა 1910 წლამდე და შეადგენდა ყველაზე მაღალი მცენარეული საფარის 40%-ზე მეტს.
For example, the American chestnut was a dominant tree in eastern North American deciduous forests before 1910, making up more than 40% of the canopy (top-story) trees.
578469.
ბიოლოგია | თავი LIII
შემდეგ ადამიანებმა შემთხვევით შეიტანეს სოკოვანი დაავადება, ნიუ-იორკში აზიიდან იმპორტირებული სანიტარულ მარაგთან ერთად.
Then, humans accidentally introduced the fungal disease called chestnut blight to New York City via nursery stock imported from Asia.
578470.
ბიოლოგია | თავი LIII
1910-1950 წლებს შორის პერიოდში ამ სოკომ, რომელიც მხოლოდ წაბლის ხეს აზიანებს, გაანადგურა ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთ ნაწილში ყველა წაბლის ხე.
Between 1910 and 1950, this fungus, which attacks only chestnuts, killed all the chestnut trees in eastern North America.
578471.
ბიოლოგია | თავი LIII
ამ ტყეებში ერთ დროს დომინანტი წაბლის ხე მთლიანად განადგურდა.
The once-dominant tree of many of these forests was eliminated.
578472.
ბიოლოგია | თავი LIII
ამ შემთხვევაში დომინანტი სახეობების მოცილებას შედარებით უმნიშვნელო გავლენა ჰქონდა სხვა სახეობებზე.
In this case, removing the dominant species apparently had a relatively small impact on most of the other species.
578473.
ბიოლოგია | თავი LIII
მუხის, ჰიკორის, წიფლის და წითელი ნეკერჩხლის სახეობები, რომლებიც ასევე იყვნენ ტყეში წარმოდგენილნი, რიცხობრივად გაიზარდნენ და წაბლს ჩაენაცვლნენ.
Species of oak, hickory, beech, and red maple that were already present in the forest increased in abundance and replaced the chestnut.
578474.
ბიოლოგია | თავი LIII
არც ერთი ძუძუმწოვარა ცხოველი ან ჩიტი არ დაზარალებულა ამ დომინანტი სახეობის მოსპობის შედეგად.
No mammals or birds seemed to be seriously affected by the loss of this dominant species.
578475.
ბიოლოგია | თავი LIII
ზოგიერთი მწერის სახეობა კი საგრძნობლად დაზარალდა.
Some insect species, however, were significantly affected.
578476.
ბიოლოგია | თავი LIII
პეპლებისა და ფარვანების 56 სახეობა ამერიკული წაბლით იკვებებოდა.
Fifty-six species of moths and butterflies feed on the American chestnut.
578477.
ბიოლოგია | თავი LIII
ამათგან შვიდი სახეობა სრულიად გაწყდა, ხოლო 49 სახეობა, რომლებიც მხოლოდ წაბლით არ იკვებებოდნენ, კვლავ არსებობენ.
Of these, 7 species became extinct, though the other 49 species, which did not feed exclusively on the chestnut, still survive.
578478.
ბიოლოგია | თავი LIII
ეს არის მხოლოდ ერთი მაგალითი დომინანტი სახეობის მოსპობის შედეგად თანასაზოგადოების სხვა სახეობებზე გამოწვეული შედეგების შესახებ.
This is only one example of a community response to the loss of a dominant species.
578479.
ბიოლოგია | თავი LIII
ამგვარი დანაკარგებით გამოწვეული შედეგების შესახებ სრული ინფორმაციის მისაღებად საჭიროა უფრო მეტი კვლევები.
More research is needed before we can generalize about the overall effects of such losses.
578480.
ბიოლოგია | თავი LIII
ძირითადი სახეობები.
Keystone Species.