მოიძებნა 668043 ჩანაწერი
578441.
ბიოლოგია | თავი LIII
საკვები ქსელები შეიძლება ძალიან რთული იყოს, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია გავამარტივოთ ისინი ორი გზით შესწავლის გაადვილების მიზნით.
Food webs can be very complicated, but we can simplify them for easier study in two ways.
578442.
ბიოლოგია | თავი LIII
პირველი – ჩვენ შეგვიძლია დავაჯგუფოთ სახეობები ტროფიკული ურთიერთობის მსგავსების მიხედვით მოცემულ თანასაზოგადოებაში ფართო ფუნქციონალურ ჯგუფებად.
First, we can group species with similar trophic relationships in a given community into broad functional groups.
578443.
ბიოლოგია | თავი LIII
მაგალითად, სურათზე 53.13. 100 ფიტოპლანქტონური სახეობაა დაჯგუფებული, როგორც უშუალო მწარმოებლები საკვებ ქსელში.
For example, in Figure 53.13, more than 100 phytoplankton species are grouped as the primary producers in the food web.
578444.
ბიოლოგია | თავი LIII
საკვები ქსელის გამარტივების მეორე გზაა ცალკე გამოვყოთ ქსელის ის ნაწილი, რომელშიც მოცემული სახეობები თანასაზოგადოების სხვა პოპულაციებთან ყველაზე უფრო ნაკლებ ურთიერთობაშია.
A second way to simplify a food web for closer study is to isolate a portion of the web that interacts very little with the rest of the community.
578445.
ბიოლოგია | თავი LIII
სურათი 53.14. წარმოადგენს საკვები ქსელის ნაწილობრივ სურათს ჩესპიკის ყურეში მობინადრე ზღვის მედუზებისა და ზოლიანი ქორჭილებისათვის.
Figure 53.14 illustrates a partial food web for sea nettles (jellies) and juvenile striped bass in Chesapeake Bay.
578446.
ბიოლოგია | თავი LIII
საკვები ჯაჭვის სიგრძის ლიმიტაცია.
Limits on Food Chain Length.
578447.
ბიოლოგია | თავი LIII
ყველა არსებული მონაცემი ენერგეტიკული ჰიპოთეზის სასარგებლოდ მეტყველებს.
Most of the data available support the energetic hypothesis.
578448.
ბიოლოგია | თავი LIII
მაგალითად, ეკოლოგებმა ენერგეტიკული ჰიპოთეზის შესამოწმებლად ექსპერიმენტულ მოდელებად ტროპიკული ტყეების ხის ფუღუროს თანასაზოგადოებები გამოიყენეს.
For example, ecologists have used tree-hole communities in tropical forests as experimental models to test the energetic hypothesis.
578449.
ბიოლოგია | თავი LIII
მრავალ ხეს აქვს ტოტებზე მცირე ზომის შრამები, რომლებიც ლპება და ხეში ფუღუროებს წარმოშობს.
Many trees have small branch scars that rot, forming small holes in the tree trunk.
578450.
ბიოლოგია | თავი LIII
ხის ფუღუროებში გროვდება წყალი და ისინი კარგი საცხოვრებელი ხდება მცირე ზომის თანასაზოგადოებებისათვის, რომლებიც შედგებიან გამხრწნელი მიკროორგანიზმებისაგან, მტაცებელი მწერებისაგან და ასევე ისეთი მწერებისაგან, რომლებიც იკვებებიან ფოთლის ნარჩენებით.
The tree holes hold water and provide a habitat for tiny communities consisting of decomposer microorganisms and insects that feed on leaf litter, as well as predatory insects.
578451.
ბიოლოგია | თავი LIII
სურათი 53.15. წარმოგვიდგენს იმ ექსპერიმენტების სერიების შედეგებს, რომლებშიც მკვლევრები მანიპულირებდნენ პროდუქტიულობით (ფოთლის ნარჩენებით, რომლებიც ხის ფუღუროებში ცვიოდა).
Figure 53.15 shows the results of a set of experiments in which researchers manipulated productivity (leaf litter falling into the tree holes).
578452.
ბიოლოგია | თავი LIII
როგორც ამას ენერგეტიკული ჰიპოთეზა ვარაუდობს, იმ ფუღუროებმა, რომლებშიც უფრო მეტი ფოთლის ნარჩენი იყო და ამდენად უფრო მეტი საკვების მარაგი, მწარმოებლის დონეზე, უფრო გრძელ საკვები ჯაჭვის შექმნას შეუწყო ხელი.
As predicted by the energetic hypothesis, holes with the most leaf litter, and hence the greatest total food supply at the producer level, supported the longest food chains.
578453.
ბიოლოგია | თავი LIII
კიდევ ერთი ფაქტორი, რამაც შეიძლება შეზღუდოს საკვები ჯაჭვის სიგრძე არის ის, რომ ცხოველები საკვებ ჯაჭვში მით უფრო დიდტანიანები არიან (პარაზიტების გარდა), რაც უფრო მაღალია ტროფიკული დონე.
Another factor that may limit food chain length is that animals in a food chain tend to be larger at successive trophic levels (except for parasites).
578454.
ბიოლოგია | თავი LIII
მცირე გამონაკლისების გარდა, დიდტანიან ხორცისმჭამელებს არ შეუძლიათ იარსებონ მცირე ზომის საკვების მიღებით, რადგანაც მათთვის შეუძლებელია საკმარისი საკვების მოპოვება მოცემულ დროში მეტაბოლური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.
And except in a few cases, large carnivores cannot live on very small food items because they cannot procure enough food in a given time to meet their metabolic needs.
578455.
ბიოლოგია | თავი LIII
დიდი ზეგავლენის მქონე სახეობები.
Species with a large impact.
578456.
ბიოლოგია | თავი LIII
გარკვეულ სახეობებს აქვთ განსაკუთრებით დიდი ზეგავლენის მოხდენის უნარი მთლიანი თანასაზოგადოების სტრუქტურაზე ან იმიტომ, რომ ისინი უაღრესად ჭარბად არიან, ანდა იმიტომ, რომ ისინი წამყვან როლს თამაშობენ თანასაზოგადოების დინამიკაში.
Certain species have an especially large impact on the structure of entire communities either because they are highly abundant or because they play a pivotal role in community dynamics.
578457.
ბიოლოგია | თავი LIII
მათი ზეგავლენა გამოიხატება მათ ტროფიკულ ურთიერთობაში ანდა იმაში, რომ მათ ფიზიკურ გარემოზე გავლენის მოხდენა შეუძლიათ.
The impact of these species can occur either through their trophic interactions or through their influences on the physical environment.
578458.
ბიოლოგია | თავი LIII
დომინანტი სახეობები.
Dominant Species.
578459.
ბიოლოგია | თავი LIII
დომინანტი სახეობები ისეთი სახეობებია, რომლებიც თანასაზოგადოებაში ყველაზე უფრო ჭარბად არიან ანუ მათ კოლექტიურად ყველაზე უფრო დიდი ბიომასა (პოპულაციაში ინდივიდების საერთო, ჯამური მასა) აქვთ.
Dominant species are those species in a community that are the most abundant or that collectively have the highest biomass (the total mass of all individuals in a population).
578460.
ბიოლოგია | თავი LIII
ამის შედეგად დომინანტ-სახეობებს ძალიან ძლიერი ზეგავლენის მოხდენის უნარი აქვთ სხვა სახეობების არსებობასა და გავრცელებაზე.
As a result, dominant species exert a powerful control over the occurrence and distribution of other species.