მოიძებნა 668043 ჩანაწერი
578561.
ბიოლოგია | თავი LIII
ძვრის მაღალი დონე გამოწვეულია, ძირითადად, ძვრის მაღალი ინტენსივობისა და მაღალი სიხშირის გამო, ხოლო ძვრის დაბალი დონე წარმოადგენს დაბალი ინტენსივობისა და დაბალი სიხშირის ძვრის შედეგს.
A high level of disturbance is generally the result of a high intensity and high frequency of disturbance, while low disturbance levels can result from either low intensity or low frequency of disturbance.
578562.
ბიოლოგია | თავი LIII
შტორმი წარმოადგენს ძვრის ფაქტორს თითქმის ყველა თანასაზოგადოებისათვის, იმათვისაც კი, რომლებიც ოკეანის სიღრმეში ცხოვრობენ.
Storms disturb almost all communities, even those in deep oceans.
578563.
ბიოლოგია | თავი LIII
ხანძარი ძვრის მეტად მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მრავალი სახმელეთო თანასაზოგადოებისათვის.
Fire is a significant disturbance in most terrestrial communities.
578564.
ბიოლოგია | თავი LIII
ფაქტობრივად, ბალახოვანი დაბლობებისა და ბუჩქნარების ბიომები დამოკიდებულნი არიან რეგულარულ ხანძრებზე.
In fact, grasslands and chaparral biomes are dependent on regular burning.
578565.
ბიოლოგია | თავი LIII
გაყინვა ხშირი მოვლენაა მრავალი მდინარის, ტბისა და ტბორისათვის და მრავალი ნაკადულისა და ტბისათვის ძვრის ფაქტორია წყალდიდობა და სეზონური დაშრობა.
Freezing is a frequent occurrence in many rivers, lakes, and ponds, and many streams and ponds are disturbed by spring flooding and seasonal drying.
578566.
ბიოლოგია | თავი LIII
მრავალი წლის განმავლობაში სპეციფიკური თანასაზოგადოებების შესახებ მონაცემების შეგროვების საფუძველზე ეკოლოგები ახლა იწყებენ ძვრის გავლენის შეფასებას.
By gathering data from specific communities over many years, ecologists are beginning to appreciate the impact of disturbances.
578567.
ბიოლოგია | თავი LIII
თუმცაღა ტერმინი, ძვრა, გულისხმობს თანასაზოგადოებებზე ნეგატიურ შედეგს, ეს რეალურად ყოველთვის ასე არ არის.
Although the term disturbance implies a negative impact on communities, this is not always the case.
578568.
ბიოლოგია | თავი LIII
ùმაგალითად, ჩარევა ხშირად უქმნის ხელსაყრელ პირობებს იმ სახეობებს, რომლებიც ადრე თანასაზოგადოებაში არ ბინადრობდნენ.
For example, disturbances often create opportunities for species that have not previously occupied habitats in the community.
578569.
ბიოლოგია | თავი LIII
მცირემასშტაბიანი ჩარევა ზოგჯერ ზრდის გარემოს მონაკვეთურ დაყოფას, რაც შეიძლება გახდეს ძირითადი ფაქტორი თანასაზოგადოებაში სახეობათა მრავალფეროვნების შესანარჩუნებლად.
Small-scale disturbances sometimes enhance environmental patchiness, which can be a key to maintaining species diversity in a community.
578570.
ბიოლოგია | თავი LIII
საშუალო ჩარევის ჰიპოთეზა, რომელსაც ადასტურებს სახმელეთო და წყლის თანასაზოგადოებების ძალიან ფართო მასშტაბის კვლევის შედეგებიც, გვთავაზობს, რომ ჩარევის საშუალო მოდელმა შეიძლება შექმნას ისეთი პირობები, რაც ხელს შეუწყობს სახეობათა უფრო დიდი მრავალფეროვნების წარმოქმნას, ვიდრე მაღალი ან დაბალი დონის ჩარევის პირობებშია შესაძლებელი.
The intermediate disturbance hypothesis, which is supported by a broad range of studies of terrestrial and aquatic communities, suggests that moderate levels of disturbance can create conditions that foster greater species diversity than low or high levels of disturbance.
578571.
ბიოლოგია | თავი LIII
მეორე უკიდურესობის შემთხვევაში, ჩარევის დაბალმა დონემ შეიძლება სახეობათა მრავალფეროვნება შეამციროს იმით, რომ შეჯიბრისუნარიან დომინანტ სახეობებს საშუალება ეძლევათ, თანასაზოგადოებიდან გამორიცხონ ნაკლებად შეჯიბრისუნარიანი სახეობები.
At the other extreme, low levels of disturbance can reduce species diversity by allowing competitively dominant species to exclude less competitive species.
578572.
ბიოლოგია | თავი LIII
რაც შეეხება ჩარევის საშუალო დონეს, მან შეიძლება ხელი შეუწყოს სახეობათა მრავალფეროვნებას იმით, რომ ახალი საცხოვრებელი გარემო შეუქმნას ნაკლებად შეჯიბრისუნარიან სახეობებს.
Meanwhile, intermediate levels of disturbance can foster greater species diversity by opening up habitats for occupation by less competitive species.
578573.
ბიოლოგია | თავი LIII
ხშირმა მცირემასშტაბიანმა ჩარევამ შეიძლება ასევე თავიდან აგვაცილოს ფართომასშტაბიანი ჩარევა.
Frequent small-scale disturbances can also prevent large-scale disturbances.
578574.
ბიოლოგია | თავი LIII
1988 წელს ელოუსტოუნის ეროვნულ პარკში მომხდარი დიდი ხანძარი წარმოადგენს იმის მაგალითს, თუ რა შეიძლება მოხდეს როცა მცირე ჩარევას არა აქვს ადგილი.
The major fires in Yellowstone National Park during the summer of 1988 are an example of what can happen in the absence of smaller disturbances.
578575.
ბიოლოგია | თავი LIII
პარკის უმეტესი ტყე-ტერიტორია ეკავა ფიჭვს, ეს არის ხე, რომელიც მოითხოვს პერიოდულ ხანძრებს გასაახლებლად.
Much of this park was dominated by lodgepole pine, a tree that requires the rejuvenating influence of periodic fires.
578576.
ბიოლოგია | თავი LIII
ფიჭვის გირჩები შეკრული რჩება იქამდე, ვიდრე ინტენსიურ სიცხეში არ მოხვდება.
Lodgepole cones remain closed until exposed to intense heat.
578577.
ბიოლოგია | თავი LIII
როცა ტყის ხანძარი ანადგურებს მშობელ-ხეებს, გირჩები იხსნებიან, თესლი იყრება და ღვივდება.
When a forest fire destroys the parent trees, the cones open, and the seeds are released.
578578.
ბიოლოგია | თავი LIII
ფიჭვების ახალ თაობას შეუძლია შეისრუტოს ის ნეშომპალა და საკვები ნივთიერებები, რაც დამწვარი ხეებიდან დარჩა და მიიღოს მზის შუქი, რომელსაც დიდი ხეები უჩრდილავდნენ.
The new generation of lodgepole pines can then thrive on nutrients released from the burned trees and on the direct sunlight that was blocked by the old forest.
578579.
ბიოლოგია | თავი LIII
ამან შედეგად ის გამოიღო, რომ ძველმა ხეებმა განაგრძეს სიცოცხლე და ახალი ხეები აღარ აღმოცენდნენ.
The result was that the old trees continued to live, and no patches of young trees grew.
578580.
ბიოლოგია | თავი LIII
1988 წლისათვის ფიჭვის ხეების ერთი მესამედისათვის ასაკი შეადგენდა 250-300 წელს.
By 1988, about one-third of the Yellowstone trees were 250 to 300 years old.