მოიძებნა 668043 ჩანაწერი
578501.
ბიოლოგია | თავი LIII
ლერწამი ასევე მარილიან ჭაობიან ნიადაგს ჟანგბადის ნაკლებობისგან იცავს, რადგანაც იგი ჟანგბადს ქვედა წელში და ამდენად, მიწის ფენაში გზავნის.
Juncus also prevents the salt marsh soils from becoming anoxic as it transports oxygen to its below-ground tissues.
578502.
ბიოლოგია | თავი LIII
ბრაუნის უნივერსიტეტის მკვლევრებმა, სელი ჰაკერმა და მარკ ბერტნისმა გამოავლინეს ლერწმის ზოგიერთი ხელშემწყობი თვისება მოშორების (გაყვანის) ექსპერიმენტების საშუალებით.
Sally Hacker and Mark Bertness, of Brown University, uncovered some of Juncus's facilitation effects through removal experiments.
578503.
ბიოლოგია | თავი LIII
როცა მათ მოაშორეს ლერწამი ნიუ ინგლანდის მარილიანი ჭაობების ექსპერიმენტული ტერიტორიიდან, იქ მცენარეთა სამი სხვა ჯიში გაწყდა.
When they removed Juncus from study plots in a New England salt marsh, three other plant species died out.
578504.
ბიოლოგია | თავი LIII
ჰენკერი და ბერტნისი ფიქრობენ, რომ ლერწმის გარეშე ტყის ზედა შუა ზონა მხოლოდ 50%-ით ნაკლებ მცენარეთა ჯიშების უზრუნველყოფას თუ შეძლებს.
Hacker and Bertness suggest that without Juncus, the upper middle intertidal zone would support approximately 50% fewer plant species.
578505.
ბიოლოგია | თავი LIII
ქვემოდან-ზემო და ზემოდან-ქვემო კონტროლი.
Bottom-Up and Top-Down Controls.
578506.
ბიოლოგია | თავი LIII
იმის განსახილველად, თუ როგორ შეიძლება იყვნენ ბიოლოგიური ორგანიზმები ორგანიზებულნი, მეტად ხელსაყრელია გამარტივებული მოდელების გამოყენება, რომლებიც ეფუძნება მოსაზღვრე ტროპიკულ დონეებს შორის ურთიერთობას.
Simplified models based on relationships between adjacent trophic levels are useful for discussing how biological communities might be organized.
578507.
ბიოლოგია | თავი LIII
მაგალითად, მოდით, განვიხილოთ მცენარეებსა (V) და ბალახისმჭამელებს (H) შორის ურთიერთობის სამი შესაძლო ვარიანტი: ისრები მიუნიშნებს, რომ ცვლილება ერთი ტროფიკული დონის ბიომასაში (მთლიანი მასა) იწვევს ცვლილებას მეორე ტროფიკულ დონეში.
For example, let's consider the three possible relationships between plants (V for vegetation) and herbivores (H): The arrows indicate that a change in the biomass (total mass) of one trophic level causes a change in the other trophic level.
578508.
ბიოლოგია | თავი LIII
V-H ნიშნავს, რომ მცენარეულობის, ვეგეტაციის ზრდა ბალახისმჭამელებს რაოდენობრივად ზრდის ანუ იწვევს ბიომასის ზრდას, მაგრამ პირუკუ არ ხდება.
V→ H means that an increase in vegetation will impact (increase) the numbers or biomass of herbivores, but not vice versa.
578509.
ბიოლოგია | თავი LIII
ამ სიტუაციაში ბალახისმჭამელთა რაოდენობა ვეგეტაციით არის შეზღუდული, მაგრამ ვეგეტაცია არ იზღუდება ბალახისმჭამელთა მიერ.
In this situation, herbivores are limited by vegetation, but vegetation is not limited by herbivory.
578510.
ბიოლოგია | თავი LIII
ამის საპირისპიროდ, V-H ნიშნავს, რომ ბალახისმჭამელთა ბიომასის ზრდას გავლენა ექნება ვეგეტაციაზე (შეამცირებს მას), მაგრამ პირუკუ მოვლენას არ ექნება ადგილი.
In contrast, V←H means that an increase in herbivore biomass will have an impact on vegetation (decreasing it) but not vice versa.
578511.
ბიოლოგია | თავი LIII
ორმხრივი ისარი უჩვენებს, რომ გავლენა მოქმედებს ორივე მიმართულებით, ანუ თითოეული ტროფიკული დონე განიცდის ცვლილებას მეორის ბიომასის ცვლილებასთან ერთად.
A double-headed arrow indicates that feedback flows in both directions, with each trophic level sensitive to changes in the biomass of the other.
578512.
ბიოლოგია | თავი LIII
ჩვენი მაგალითის მიხედვით შესაძლო ურთიერთმოქმედებაზე დაყრდნობით, ჩვენ შეგვიძლია განვსაზღვროთ თანასაზოგადოების ორგანიზაციის ორი მოდელი: ქვემოდან-ზემო და ზემოდან ქვემო მიმართული მოდელები.
Based on the possible interactions in our example, we can define two models of community organization: the bottom-up model and the top-down model.
578513.
ბიოლოგია | თავი LIII
მოდელი V-H მოდელის ურთიერთობა წარმოადგენს ქვემოდან-ზემო მიმართულების მოდელს, რომლის მიხედვითაც ადგილი აქვს ცალმხრივ გავლენას ქვემოთა ტროფიკული დონისაკენ.
The V→ H linkage suggests a bottom-up model, which postulates a unidirectional influence from lower to higher trophic levels.
578514.
ბიოლოგია | თავი LIII
ამ შემთხვევაში მინერალური საკვები ნივთიერებების (N) არსებობა განსაზღვრავს მცენარეთა (V) რაოდენობას, რომელიც თავის მხრივ, განსაზღვრავს ბალახისმჭამელთა (H) რაოდენობას, რომლებიც ასევე თავის მხრივ განსაზღვრავენ მტაცებელთა (P) რაოდენობას.
In this case, the presence or absence of mineral nutrients (N) controls plant (V) numbers, which control herbivore (H) numbers, which in turn control predator (P) numbers.
578515.
ბიოლოგია | თავი LIII
გამარტივებული ქვემოდან-ზემო მიმართულების მოდელი ამდენად, იქნება: N-V-H-P.
The simplified bottom-up model is thus N→V→H→P.
578516.
ბიოლოგია | თავი LIII
ქვემოდან-ზემო მიმართულების თანასაზოგადოების სტრუქტურის შესაცვლელად საჭიროა შეიცვალოს ბიომასა ქვედა ტროფიკულ დონეებზე.
To change the community structure of a bottom-up community, you need to alter biomass at the lower trophic levels.
578517.
ბიოლოგია | თავი LIII
მაგალითად, თუ ჩვენ დავამატებთ მინერალურ სასუქს ვეგეტაციის ზრდის სტიმულის მიზნით, მაშინ ზედა ტროფიკულ დონეებზეც შეიცვლება ბიომასა.
For example, if you add mineral nutrients to stimulate the growth of vegetation, then the higher trophic levels should also increase in biomass.
578518.
ბიოლოგია | თავი LIII
თუ ქვემოდან-ზემო ტიპის თანასაზოგადოებაში შევიყვანთ მტაცებლებს ან პირიქით, იქიდან გამოვიყვანთ მტაცებლებს, მაშინ ქვედა ტროფიკულ დონეებზე ამას არანაირი გავლენა არ ექნება.
If you add predators to or remove predators from a bottom-up community, however, the effect will not extend down to the lower trophic levels.
578519.
ბიოლოგია | თავი LIII
ამის საპირისპიროდ, ზემოდან-ქვემო მიმართულების მოდელი გვთავაზობს, რომ გავლენის მიმართულება საპირისპიროა.
In contrast, the top-down model postulates that the influence moves in the opposite direction.
578520.
ბიოლოგია | თავი LIII
აქ ძირითადად, თანასაზოგადოების მაკონტროლებელ, განმსაზღვრელ ფაქტორს მტაცებლები წარმოადგენენ, რადგანაც მტაცებლები განსაზღვრავენ ბალახისმჭამელთა რაოდენობას, რომლებიც ასევე განსაზღვრავენ მცენარეთა რაოდენობას, რომლებიც თავის მხრივ აკონტროლებენ საკვები ნივთიერებების დონეს მათ მიერ საკვების შეწოვის საშუალებით ზრდისა და გამრავლების დროს.
It is mainly predation that controls community organization because predators limit herbivores, which in turn limit plants, which in turn limit nutrient levels through their uptake of nutrients during growth and reproduction.