მოიძებნა 668043 ჩანაწერი
578721.
ბიოლოგია | თავი LIII
თუმცა თუ ფიზიკურ გარემოში ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორთაგანი, მაგალითად ნიადაგის ტიპი, უეცრად შეიცვალა, მომიჯნავე თანასაზოგადოებები გაიმიჯნებიან შესაბამისად მკვეთრი ზღვრებით.
However, where some key factor in the physical environment, such as soil type, changes abruptly, adjacent communities are delineated by correspondingly sharp boundaries.
578722.
ბიოლოგია | თავი LIII
თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მცენარეულ თანასაზოგადოებებს შორის ამგვარი მკვეთრი ზღვრები ბუნებაში იშვიათად გვხვდება, ადამიანებმა კი თავად შექმნეს მკვეთრი ზღვრები სოფლის მეურნეობისა და მეტყევეობის მიზნებისათვის ლანდშაფტის გადაკეთებით.
Although such sharp boundaries between plant communities occur rarely in nature, humans have produced many artificial sharp boundaries by altering the landscape through agriculture and forestry.
578723.
ბიოლოგია | თავი LIII
მჭიდრო კავშირისა და სიჭარბის მოდელები.
Rivet and Redundancy Models.
578724.
ბიოლოგია | თავი LIII
ინდივიდუალისტური ჰიპოთეზა დღეს მცენარეების ეკოლოგების მიერ ზოგადად მიღებულია, თუმცა დებატები კვლავ მიმდინარეობს ამ იდეების ცხოველთა თანასაზოგადოებებზე გამოყენების შესახებ.
The individualistic hypothesis is generally accepted by plant ecologists today, but further debate arises in the application of these ideas to the animals in a community.
578725.
ბიოლოგია | თავი LIII
1981 წელს ამერიკელმა ეკოლოგებმა, პოლ და ანი ერლიხებმა, გამოთქვეს მოსაზრება, რომ თანასაზოგადოებაში სახეობები თვითმფრინავის ფრთების სამაგრების მსგავსად არიან.
In 1981, American ecologists Paul and Anne Ehrlich proposed that species in a community are like the rivets in the wings of airplanes.
578726.
ბიოლოგია | თავი LIII
თვითმფრინავის ფრთების დასაჭერად ყველა სამაგრი არ არის საჭირო, მაგრამ თუ ვინმე დაიწყებს მათ ამოცლას სათითაოდ, მაშინ თვითმფრინავის ფრენისუნარიანობა ეჭვის ქვეშ დადგება.
Not all the rivets are required to hold the wing together, but if someone started taking out the rivets one by one, we would become concerned about flying in that airplane.
578727.
ბიოლოგია | თავი LIII
თანასაზოგადოებების მჭიდრო კავშირის მოდელი წარმოადგენს ინტეგრაციის იმ მოდელის გარდასახვას, რაც კლემენტმა შემოგვთავაზა მცენარეულ თანასაზოგადოებებთან დაკავშირებით.
The rivet model of communities reincarnates the integrated model that Clements suggested for plant communities.
578728.
ბიოლოგია | თავი LIII
ამ მოდელის მიხედვით თანასაზოგადოებაში უმეტესობა სახეობებისა მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი სხვა გარკვეულ სახეობებთან სიცოცხლის ქსელში.
It suggests that most of the species in a community are associated tightly with particular other species in a web of life.
578729.
ბიოლოგია | თავი LIII
ასე, რომ თანასაზოგადოებაში ერთი სახეობის შემცირება ან გამრავლება გავლენას ახდენს მრავალ სხვა სახეობაზე.
Thus, reducing or increasing the abundance of one species in a community affects many other species.
578730.
ბიოლოგია | თავი LIII
1992 წელს ავსტრალიელმა ეკოლოგმა, ბრაიან ვოლკერმა, შემოგვთავაზა თანასაზოგადოებების შესახებ საპირისპირო მოსაზრება, სიჭარბის მოდელი.
In 1992, Australian ecologist Brian Walker suggested an opposing view of communities, the redundancy model.
578731.
ბიოლოგია | თავი LIII
ამ მოდელის მიხედვით თანასაზოგადოებაში უმეტესობა სახეობებისა არ არიან ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულნი და სიცოცხლის ქსელში ბადე მჭიდროდ შეკრული არ არის.
According to this model, most of the species in a community are not tightly associated with one another, and the web of life is very loose.
578732.
ბიოლოგია | თავი LIII
თანასაზოგადოებაში ერთი სახეობის ზრდას ან შემცირებას არა აქვს გავლენა სხვა სახეობებზე, რომლებიც ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად ფუნქციონირებენ, ეს მოსაზრება ემთხვევა იმას, რაც 80 წლის წინ შემოგვთავაზა გლისონმა თავისი ინდივიდუალისტური მოდელით.
An increase or decrease in one species in a community has little effect on other species, which operate independently, just as Gleason had suggested 80 years before in his individualistic model of the plant community.
578733.
ბიოლოგია | თავი LIII
სახეობები თანასაზოგადოებაში ჭარბად არიან.
Species within a community are redundant.
578734.
ბიოლოგია | თავი LIII
მაგალითად, თუ ერთი სახეობის მტაცებელი გაქრება, მის ადგილს დაიკავებს თანასაზოგადოების სხვა მტაცებელი სახეობა, როგორც გარკვეული მსხვერპლი-სახეობის მომხმარებელი.
For example, if one predator disappears, another predatory species in the community will usually take its place as a consumer of specific prey.
578735.
ბიოლოგია | თავი LIII
თუ ყვავილის დამამტვერიანებელი ერთი სახეობა შეწყვეტს გარკვეული ყვავილის სახეობის დამტვერვას იმ მიზეზით, რომ იგი ამ ტერიტორიიდან გაქრა, ამ საქმეს სხვა სახეობის დამამტვერიანებელი გააკეთებს.
If one pollinator ceases to visit a particular species of flowering plant because the pollinator has disappeared from the area, another pollinator species will do the job.
578736.
ბიოლოგია | თავი LIII
ძალიან მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ აღნიშნული მჭიდრო კავშირისა და სიჭარბის მოდელები, ისევე როგორც ინტეგრაციისა და ინდივიდუალისტური მოდელები, წარმოადგენენ უკიდურესი ტიპის მოდელებს.
It is important to keep in mind that the rivet and redundancy models, like the integrated and individualistic models, represent extremes.
578737.
ბიოლოგია | თავი LIII
თანასაზოგადოებების უმეტესობას, შესაძლოა, ამ ორ მოდელს შორის სადღაც შუა მდებარეობა შეესაბამებოდეს.
Most communities probably lie somewhere in the middle.
578738.
ბიოლოგია | თავი LIII
მაშინ რატომ გრძელდება დღესაც დებატები, რომლებიც XX საუკუნის დასაწყისში დაიწყო?
So why is the debate that began early in the 20th century continuing?
578739.
ბიოლოგია | თავი LIII
მთავარი მიზეზი ის არის, რომ დღეს ჩვენ ჯერ კიდევ არა გვაქვს საკმარისი ინფორმაცია იმისათვის, რომ პასუხი გავცეთ იმ ფუნდამენტურ შეკითხვებს, რაც კლემენტმა და გლისონმა დასვეს.
The main reason is that we still do not have enough information to answer the fundamental questions raised by Clements and Gleason.
578740.
ბიოლოგია | თავი LIII
თანასაზოგადოებები უაღრესად ინტეგრირებული ერთეულებია თუ თავისუფალი, დამოუკიდებელი ერთობები?
Are communities loose associations of species or highly integrated units?