მოიძებნა 668043 ჩანაწერი
578701.
ბიოლოგია | თავი LIII
ახლა, როცა ჩვენ განვიხილეთ თანასაზოგადოების სტრუქტურისა და სახეობათა მრავალფეროვნების სხვადასხვა ასპექტები, როგორ უნდა ავხსნათ ის თუ რატომ არსებობენ თანასაზოგადოებაში ერთად გარკვეული სახეობები?
Now that we have looked at various aspects of community structure and species diversity, how can we account for the particular species found together as members of a community?
578702.
ბიოლოგია | თავი LIII
ამ საკითხთან დაკავშირებით ეკოლოგებს შორის 1920-1930-იან წლებში ორი სხვადასხვა შეხედულება გამოჩნდა, რომლებიც უშუალოდ მცენარეთა დისტრიბუციაზე დაკვირვებებს ეფუძნებოდა.
Two different views on this question emerged among ecologists in the 1920s and 1930s, based primarily on observations of plant distribution.
578703.
ბიოლოგია | თავი LIII
ჩვენ მოკლედ განვიხილავთ ამ ისტორიულ არგუმენტებს, რადგანაც ისინი თანასაზოგადოების იმ ორი მოდელის წინამორბედს წარმოადგენენ, რომელთა შესახებაც დღეს დებატები მიმდინარეობს.
We will briefly describe these historical arguments because they are the forerunners of two community models still debated today.
578704.
ბიოლოგია | თავი LIII
ინტეგრირებული და ინდივიდუალისტური ჰიპოთეზები.
Integrated and Individualistic Hypotheses.
578705.
ბიოლოგია | თავი LIII
1900-იანი წლების დასაწყისში ვაშინგტონის კარნეგის ინსტიტუტის მკვლევარმა, ფ. ე. კლემენტმა წამოაყენა თანასაზოგადოების სტრუქტურის შესახებ ინტეგრალური ჰიპოთეზა.
In the early 1900s, F. E. Clements of the Carnegie Institute of Washington proposed the integrated hypothesis of community structure.
578706.
ბიოლოგია | თავი LIII
ამ ჰიპოთეზის მიხედვით თანასაზოგადოება აღწერილია, როგორც ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული სახეობების ერთობა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ბიოტური ურთიერთმოქმედებით, რაც იწვევს თანასაზოგადოების, როგორც ინტეგრალური ერთეულის ფუნქციონირებას - ანუ იგი ფუნქციონირებს, როგორც სუპერორგანიზმი.
This hypothesis describes a community as an assemblage of closely linked species, locked into association by mandatory biotic interactions that cause the community to function as an integrated unit-in effect, as a superorganism.
578707.
ბიოლოგია | თავი LIII
ინტეგრალური ჰიპოთეზის დამადასტურებელ მონაცემთა შორისაა ის ფაქტი, რომ მცენარეთა გარკვეული სახეობები მუდმივად გვხვდება ერთად, როგორც ჯგუფი.
Evidence for the integrated view includes the observation that certain species of plants are consistently found together as a group.
578708.
ბიოლოგია | თავი LIII
მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატების ჩრდილო დასავლეთის ფოთლოვანი ტყეები ჩვეულებრივ მოიცავენ მუხის, ნეკერჩხლის, არყის, წიფლისა, გარკვეულ სახეობებს ვაზისა და ბუჩქების გარკვეულ სახეობებთან ერთად.
For example, deciduous forests in the northeastern United States usually include particular species of oak, maple, birch, and beech, along with a specific assemblage of shrubs and vines.
578709.
ბიოლოგია | თავი LIII
ინტეგრალური ჰიპოთეზის შემოთავაზების შემდეგ მალევე ჩიკაგოს უნივერსიტეტის მეცნიერმა ჰ. ა. გლისონმა წამოაყენა თანასაზოგადოების სტრუქტურის შესახებ განსხვავებული შეხედულება.
Shortly after the integrated hypothesis was proposed, H. A. Gleason of the University of Chicago enunciated a different view of community structure.
578710.
ბიოლოგია | თავი LIII
მისი ინდივიდუალისტური ჰიპოთეზის მიხედვით თანასაზოგადოება წარმოადგენს იმ სახეობების შემთხვევით თავმოყრას, რომელთაც ერთად უხდებათ ცხოვრება იმის გამო, რომ აღმოაჩნდათ ერთნაირი აბიოტური მოთხოვნები, მაგალითად მოთხოვნები ტემპერატურის, ნალექიანობისა და ნიადაგის ტიპის შესახებ.
His individualistic hypothesis depicts a plant community as a chance assemblage of species found in the same area simply because they happen to have similar abiotic requirements for example, for temperature, rainfall, and soil type.
578711.
ბიოლოგია | თავი LIII
თანასაზოგადოების სტრუქტურის შესახებ ეს ორი განსხვავებული შეხედულება: ანუ ინტეგრალური ჰიპოთეზა და ინდივიდუალისტური ჰიპოთეზა, გვთავაზობენ ბიოლოგიური თანასაზოგადოებების შესწავლის განსხვავებულ პრიორიტეტებს.
These two very different ways of thinking about community structure-integrated versus individualistic suggest different priorities in studying biological communities.
578712.
ბიოლოგია | თავი LIII
ინტეგრირების ჰიპოთეზა ხაზს უსვამს მთლიანად სახეობათა თავმოყრას, როგორც არსებით ერთეულებს ორგანიზმთა დისტრიბუციისა და ურთიერთკავშირების შესწავლისათვის, ხოლო ინდივიდუალისტური ჰიპოთეზა კონცენტრირებას აკეთებს ცალკეული სახეობების შესწავლაზე.
The integrated hypothesis emphasizes entire assemblages of species as the essential units for understanding the interrelationships and distributions of organisms, whereas the individualistic hypothesis emphasizes studying single species.
578713.
ბიოლოგია | თავი LIII
ორივე ჰიპოთეზა, როგორც ინტეგრირების, ასევე ინდივიდუალისტური, თანასაზოგადოებას განიხილავს, როგორც ინტერსპეციფიკური ურთიერთქმედების შემცველს.
Both the integrated and the individualistic hypotheses see communities as involving interspecific interactions.
578714.
ბიოლოგია | თავი LIII
თუმცა ისინი სხვადასხვა პერსპექტივებს გვთავაზობენ იმის შესახებ, თუ როგორ არიან სახეობები თავმოყრილნი ერთ თანასაზოგადოებად.
However, they offer different perspectives on how species are assembled into a community.
578715.
ბიოლოგია | თავი LIII
ეს ჰიპოთეზები ასევე განსხვავებულ ვარაუდებს გამოთქვამენ იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იყვნენ მცენარეული ჯიშები გავრცელებულნი გარემოს გრადიენტების მიხედვით, ისეთების, როგორიცაა ტენიანობის ან ტემპერატურის თანდათანობითი ცვლა.
The two hypotheses also make contrasting predictions about how plant species should be distributed along an environmental gradient, such as a gradual change in moisture or temperature over some distance.
578716.
ბიოლოგია | თავი LIII
ინტეგრაციის ჰიპოთეზა ვარაუდობს, რომ სახეობები უნდა იყვნენ შეჯგუფებულნი განცალკევებულ თანასაზოგადოებებად, რომელთა შორის საგრძნობი ზღვარი დაცული იქნება, რადგანაც გარკვეული სახეობის არსებობა-არარსებობას იმ ადგილზე დიდად განაპირობებს იმ სხვა სახეობის არსებობა-არარსებობა, რომელთანაც მას აქვს ურთიერთმოქმედება.
The integrated hypothesis predicts that species should be clustered into discrete communities with noticeable boundaries because the presence or absence of a particular species is largely governed by the presence or absence of other species with which it interacts in its group.
578717.
ბიოლოგია | თავი LIII
ამის საპირისპიროდ, ინდივიდუალისტური ჰიპოთეზა გვთავაზობს, რომ მცენარეებს არ უნდა ჰქონდეთ განმაცალკევებელი გეოგრაფიული ზღვრები, რადგანაც თითოეულ სახეობას აქვს დამოუკიდებელი (ანუ ინდივიდუალისტური) განლაგება გარემოს გრადიენტების მიხედვით.
In contrast, the individualistic hypothesis predicts that communities should generally lack discrete geographic boundaries because each species has an independent (that is, individualistic) distribution along the environmental gradient.
578718.
ბიოლოგია | თავი LIII
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თითოეული სახეობა განლაგებულია მისი შეგუებულობის მიხედვით აბიოტურ ფაქტორებთან, რომლებიც განსხვავებულნი არიან გრადიენტების მიხედვით და თანასაზოგადოებები განუწყვეტლივ უნდა იცვლებოდნენ გრადიენტების მიხედვით, მათ უნდა ემატებოდნენ ან აკლდებოდნენ გარკვეული სახეობები.
In other words, each species is distributed according to its tolerance ranges for abiotic factors that vary along a gradient, and communities should change continuously along the gradient, with the addition or loss of particular species.
578719.
ბიოლოგია | თავი LIII
უმეტეს შემთხვევაში, განსაკუთრებით იქ, სადაც ვრცელი რეგიონებია, რომელთაც ახასიათებთ გარემოს სხვადასხვაგვარი გრადიენტები, მცენარეული თანასაზოგადოებების შემადგენლობა მართლაც გამუდმებით იცვლება, რომლის დროსაც თითოეული სახეობა მეტ-ნაკლებად დამოუკიდებლადაა განლაგებული.
In most actual cases, especially where there are broad regions characterized by gradients of environmental variation, the composition of plant communities does seem to change continuously, with each species more or less independently distributed.
578720.
ბიოლოგია | თავი LIII
ამგვარი დისტრიბუცია ზოგადად ამყარებს შეხედულებას იმის შესახებ, რომ მცენარეული თანასაზოგადოებები შედარებით გაშლილი ჯგუფები არიან, რომელთაც განმაცალკევებელი ზღვრები არ გააჩნიათ.
Such distributions generally support the view of plant communities as relatively loose associations without discrete boundaries.