მოიძებნა 668043 ჩანაწერი
578761.
ბიოლოგია | თავი LIV
ადამიანის არსებობისათვის და კეთილდღეობისათვის უმნიშვნელოვანესი რესურსები, დაწყებული საკვებიდან, რომელსაც ჩვენ ვჭამთ, დამთავრებული ჟანგბადით, რომლითაც ვსუნთქავთ, წარმოადგენენ ეკოსისტემაში მიმდინარე პროცესების პროდუქტს, შედეგს.
Resources critical to human survival and welfare, ranging from the food we eat to the oxygen we breathe, are products of ecosystem processes.
578762.
ბიოლოგია | თავი LIV
ამ თავში ჩვენ განვიხილავთ ენერგიის მოძრაობის დინამიკასა და ქიმიური წრებრუნვის პროცესებს ეკოსისტემაში და ამ პროცესებზე ადამიანის აქტივობის შედეგებს.
In this chapter, we will explore the dynamics of energy flow and chemical cycling in ecosystems and consider some of the impacts of human activities on these processes.
578763.
ბიოლოგია | თავი LIV
ეკოსისტემის ეკოლოგია ყურადღებას ამახვილებს ენერგიის მოძრაობისა და ქიმიური წრებრუნვის პროცესებზე.
Ecosystem ecology emphasizes energy flow and chemical cycling.
578764.
ბიოლოგია | თავი LIV
ეკოსისტემის ეკოლოგები განიხილავენ ეკოსისტემებს, როგორც ენერგიისა და ნივთიერებათა გადაცემის საშუალებებს თანასაზოგადოებაში.
Ecosystem ecologists view ecosystems as transformers of energy and processors of matter.
578765.
ბიოლოგია | თავი LIV
სახეობათა დაჯგუფების მეშვეობით კვებითი ურთიერთობის ტროფიკულ დონეებად, ჩვენ შეგვიძლია თვალი მივადევნოთ ენერგიის ტრანსფორმაციის პროცესს ეკოსისტემაში და გრაფიკულად გამოვსახოთ ქიმიური ელემენტების მოძრაობა ბიოტურ თანასაზოგადოებაში.
By grouping the species in a community into trophic levels of feeding relationships, we can follow the transformation of energy in the ecosystem and map the movements of chemical elements through the biotic community.
578766.
ბიოლოგია | თავი LIV
ეკოსისტემები და ფიზიკური კანონები.
Ecosystems and Physical Laws.
578767.
ბიოლოგია | თავი LIV
იმის გამო, რომ ეკოსისტემის ეკოლოგების მუშაობის სფერო მდებარეობს ორგანიზმებსა და ფიზიკურ გარემოს შორის საზღვარზე, მათი ანალიზის მეტი წილი ეკოსისტემის დინამიკის შესახებ მომდინარეობს მყარად დადგენილი ფიზიკური და ქიმიური კანონებიდან.
Because ecosystem ecologists work at the interface between organisms and the physical environment, much of their analysis of ecosystem dynamics derives from well-established laws of physics and chemistry.
578768.
ბიოლოგია | თავი LIV
ენერგიის კონსერვაციის პრინციპი, რომელიც თქვენ 8-თავში შეისწავლეთ, ადგენს, რომ ენერგია არ შეიძლება შეიქმნას ან გაქრეს, იგი შეიძლება მხოლოდ ტრანსფორმირდეს.
The principle of conservation of energy, which you studied in Chapter 8, states that energy cannot be created or destroyed but only transformed.
578769.
ბიოლოგია | თავი LIV
ასე, რომ ჩვენ შეგვიძლია პოტენციურად ავხსნათ ენერგიის ტრანსფორმაცია ეკოსისტემაში მისი მიღების საწყისიდან, მზის გამოსხივებიდან, ბოლომდე, ორგანიზმიდან სითბოს სახით მის გამოშვებამდე.
Thus, we can potentially account for the transfer of energy through an ecosystem from its input as solar radiation to its release as heat from organisms.
578770.
ბიოლოგია | თავი LIV
მცენარეები და სხვა ფოტოსინთეზური ორგანიზმები გარდაქმნიან მზის ენერგიას ქიმიურ ენერგიად, მაგრამ ენერგიის მთლიანი მოცულობა არ იცვლება.
Plants and other photosynthetic organisms convert solar energy to chemical energy, but the total amount of energy does not change.
578771.
ბიოლოგია | თავი LIV
ორგანულ მოლეკულაში აკუმულირებული ენერგიის მთლიანი მოცულობა, არეკლილ და სითბოს სახით აორთქლებულ ენერგიასთან ერთად ტოლია მთლიანი მზის ენერგიისა, რომელსაც შთანთქავს მცენარე.
The total amount of energy stored in organic molecules plus the amounts reflected and dissipated as heat must equal the total solar energy intercepted by the plant.
578772.
ბიოლოგია | თავი LIV
ეკოსისტემის ეკოლოგიის ერთ-ერთი სფეროს საქმიანობას შეადგენს ამგვარი ენერგიის “ბიუჯეტის” გამოთვლა და ეკოსისტემაში ამ ენერგიის მოძრაობის აღწერა, იმისთვის, რომ ამ ენერგიის მოძრაობის მაკონტროლებელი ფაქტორები იქნას შესწავლილი.
One area of ecosystem ecology involves computing such energy budgets and tracing energy flow through ecosystems in order to understand the factors controlling these energy transfers.
578773.
ბიოლოგია | თავი LIV
თერმოდინამიკის მეორე კანონის ერთ-ერთი განმარტების მიხედვით ენერგიის გარდაქმნა არ შეიძლება იყოს სრულყოფილად ეფექტური.
One implication of the second law of thermodynamics is that energy conversions cannot be completely efficient.
578774.
ბიოლოგია | თავი LIV
ენერგიის ნაწილი ყოველთვის იკარგება სითბოს სახით ნებისმიერი გარდაქმნის პროცესის დროს.
Some energy is always lost as heat in any conversion process.
578775.
ბიოლოგია | თავი LIV
ეს კი ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია ეკოლოგიური ენერგიის გარდაქმნის გაზომვა იმგვარად, როგორც ელექტრონათურებისა და მანქანების ენერგიას ვზომავთ.
This idea suggests that we can measure the efficiency of ecological energy conversions in the same way we measure the efficiency of lightbulbs and car engines.
578776.
ბიოლოგია | თავი LIV
ეკოსისტემებში მოძრავი ენერგია საბოლოოდ იფანტება ჰაერში სითბოს სახით, ისე, რომ მზე რომ უწყვეტად არ ამარაგებდეს დედამიწას ენერგიით, ეკოსისტემა გაქრებოდა.
Energy flowing through ecosystems is ultimately dissipated into space as heat, so if the sun were not continuously providing energy to Earth, ecosystems would vanish.
578777.
ბიოლოგია | თავი LIV
ამისგან განსხვავებით ქიმიური ელემენტები მუდმივ წრებრუნვაში იმყოფებიან.
In contrast, chemical elements are continually recycled.
578778.
ბიოლოგია | თავი LIV
ნახშირბადის ან აზოტის ატომი მოძრაობს ტროფიკული დონიდან ტროფიკულ დონეში, ბოლოს დესტრუქტორებში, შემდეგ ისევ თავიდან იწყებს მოძრაობას და ასე დაუსრულებლად იმყოფება წრებრუნვაში.
A carbon or nitrogen atom moves from trophic level to trophic level and eventually to the decomposers and then back again in an endless cycle.
578779.
ბიოლოგია | თავი LIV
ელემენტები გლობალურ მასშტაბში არ იკარგებიან, ისინი მოძრაობენ ერთი ეკოსისტემიდან მეორეში.
Elements are not lost on a global scale, although they may move from one ecosystem to another.
578780.
ბიოლოგია | თავი LIV
ეკოსისტემაში და მთლიანად ბიოსფეროში ქიმიური წრებრუნვის ანალიზი წარმოადგენს ეკოსისტემის ეკოლოგიის კვლევის სხვა სფეროს.
The measurement and analysis of chemical cycling in ecosystems and in the entire biosphere represent another area of study in ecosystem ecology.