მოიძებნა 668043 ჩანაწერი
578861.
ბიოლოგია | თავი LIV
ფოსფატის განულება ჩამდინარე წყლებში წყალმცენარეების ჭარბი გამრავლების პრობლემას ვერ გადაჭრის, თუ აზოტით დაბინძურებაც არ გაკონტროლდა.
Eliminating phosphates from sewage will not help solve the problem of algal blooms unless nitrogen pollution is also controlled.
578862.
ბიოლოგია | თავი LIV
ოკეანის რამდენიმე დიდ არეალსაც ახასიათებს ფიტოპლანქტონების სიჭარბე შედარებით დაბალი დონით, მიუხედავად იმისა, რომ იქ აზოტის კონცენტრაციის დონე შედარებით მაღალია.
Several large areas of the ocean, however, have low phytoplankton densities in spite of relatively high nitrogen concentrations.
578863.
ბიოლოგია | თავი LIV
მაგალითად, სარგასოს ზღვის წყლები, რომლებიც წარმოადგენს ატლანტიკის ოკეანის სუბტროპიკულ რეგიონს, მსოფლიოში ყველაზე უფრო გამჭვირვალეა, იმის წყალობით, რომ იქ ფიტოპლანქტონების სიჭარბე ძალიან დაბალია.
For example, the waters of the Sargasso Sea, a subtropical region of the Atlantic Ocean, are among the most transparent in the world because of their very low density of phytoplankton.
578864.
ბიოლოგია | თავი LIV
განოყიერების ექსპერიმენტების სერიებმა გამოავლინეს, რომ ამ შემთხვევაში პირველადი პროდუქციის ლიმიტაციას განაპირობებს რკინის მიკროსასუქის არსებობა.
A series of nutrient enrichment experiments revealed that in this case, it is availability of the micronutrient iron that limits primary production.
578865.
ბიოლოგია | თავი LIV
იმის დამამტკიცებელი მონაცემი, რომ რკინა ზღუდავს პროდუქციას ზოგიერთი ოკეანის ეკოსისტემაში, დაადასტურეს ზღვის ეკოლოგებმაც, რომლებმაც ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში რამდენიმე ფართომასშტაბიანი საველე ექსპერიმენტი ჩაატარეს წყნარ ოკეანეში.
Such evidence that iron limits production in some oceanic ecosystems encouraged marine ecologists to mount several large-scale field experiments in the Pacific Ocean during the last two decades.
578866.
ბიოლოგია | თავი LIV
მაგალითად, ერთ-ერთი შესწავლისას მკვლევრებმა მიმოფანტეს გახსნილი რკინის დაბალი კონცენტრაცია ოკეანის 72/მ² ფართობზე და შემდეგ ამოწმებდნენ ფიტოპლანქტონების სიჭარბეს შვიდი დღის განმავლობაში.
For example, in one study, researchers spread low concentrations of dissolved iron over 72 km2 of ocean and then measured the change in phytoplankton density over a seven-day period.
578867.
ბიოლოგია | თავი LIV
აღინიშნა ფიტოპლანქტონების ჭარბი გამრავლება, კერძოდ წყლის სინჯებში 27-ჯერ გაზრდილი ქლოროფილის კონცენტრაცია აღინიშნა.
A massive phytoplankton bloom occurred, as indicated by a 27-fold increase in chlorophyll concentration in water samples from the test sites.
578868.
ბიოლოგია | თავი LIV
რატომ არის რკინის კონცენტრაცია ბუნებრივად დაბალი ოკეანის გარკვეულ რეგიონებში?
Why are iron concentrations naturally low in certain oceanic regions?
578869.
ბიოლოგია | თავი LIV
ქარის მიერ ხმელეთიდან მოტანილი მტვერი წარმოადგენს მთავარ პროცესს, რაც ოკეანეს რკინას აწვდის ხოლო წყნარი და ატლანტიკის ოკეანის ცენტრალურ ნაწილამდე შედარებით მცირე მოცულობის მტვერი აღწევს.
Windblown dust from the land is the main process delivering iron to the ocean, and relatively little dust reaches the central Pacific and central Atlantic Oceans.
578870.
ბიოლოგია | თავი LIV
რკინის ფაქტორი წყლის ეკოსისტემებში ფაქტობრივად დამოკიდებულია აზოტის ფაქტორზე.
The iron factor in marine ecosystems is actually related to the nitrogen factor.
578871.
ბიოლოგია | თავი LIV
იქ, სადაც რკინა ლიმიტირებულია, რკინის დამატება სტიმულს აძლევს ციანობაქტერიის ზრდას, რომელიც აზოტს იზიდავს და გარდაქმნის ატმოსფერულ N²-ს აზოტურ კომპონენტებად.
Where iron is limiting, adding iron stimulates growth of cyanobacteria that fix nitrogen, converting atmospheric N2 to nitrogenous compounds.
578872.
ბიოლოგია | თავი LIV
ეს აზოტიანი საკვები, თავის მხრივ, სტიმულს აძლევს ევკარიოტული ფიტოპლანქტონების ნაყოფიერებას.
These nitrogenous nutrients in turn stimulate proliferation of eukaryotic phytoplankton.
578873.
ბიოლოგია | თავი LIV
აღნიშნული ურთიერთობები ასე შეიძლება შეჯამდეს: სიღრმიდან ზედაპირისკენ მოძრავი წყლის არეალებში, სადაც საკვებით მდიდარი ღრმა წყლები ოკეანის ზედაპირისკენ მოძრაობენ, აღინიშნება განსაკუთრებულად მაღალი პირველადი პროდუქციის დონე, რაც ამყარებს ჰიპოთეზას იმის შესახებ, რომ საკვებზე მისაწვდომობა განსაზღვრავს ზღვის წყლებში პირველად პროდუქციას.
This relationship can be summarized as: Areas of upwelling, where nutrient-rich deep waters circulate to the ocean surface, have exceptionally high primary production, which supports the hypothesis that nutrient availability determines marine primary production.
578874.
ბიოლოგია | თავი LIV
საკვები ნივთიერებების სტაბილური არსებობა ხელს უწყობს ფიტოპლანქტონების პოპულაციების ზრდას, რომლებიც წარმოადგენენ ზღვის წყლების საკვები ქსელების საფუძველს.
Because the steady supply of nutrients stimulates growth of the phytoplankton populations that form the base of marine food webs, upwelling areas are prime fishing locations.
578875.
ბიოლოგია | თავი LIV
სიღრმიდან ზედაპირისკენ მოძრავი წყლის უდიდეს არეალს ვხვდებით ჩრდილო-ყინულოვან ოკეანეში, ასევე პერუს სანაპირო წყლებში, კალიფორნიასა და აღმოსავლეთ აფრიკის ზოგიერთ ნაწილში.
The largest areas of upwelling occur in the Southern Ocean (Antarctic Ocean) and in the coastal waters off Peru, Califor-de nia, and parts of western Africa.
578876.
ბიოლოგია | თავი LIV
საკვები ნივთიერებების შეზღუდული რაოდენობა ასევე დამახასიათებელია მტკნარი წყლის ტბებისათვისაც.
Nutrient limitation is also common in freshwater lakes.
578877.
ბიოლოგია | თავი LIV
1970-იან წლებში კანადის ალბერტას უნივერსიტეტის მკვლევრებმა, დევიდ შინდლერის ჩათვლით, შენიშნეს, რომ ჩამდინარე წყლებმა და მინდვრებიდან და ფერმებიდან სასუქების ჩადინებამ ძალიან დიდი რაოდენობის საკვები ნივთიერებები შემატეს ტბებს.
During the 1970s, scientists, including David Schindler from the University of Alberta, Canada, noted that sewage and fertilizer runoff from farms and yards added large amounts of nutrients to lakes.
578878.
ბიოლოგია | თავი LIV
მრავალი ტბის ფიტოპლანქტონების თანასაზოგადოებებში, რომლებშიც ჭარბობდნენ დიატომები ანდა მწვანე ალგეა, ახლა ციანობაქტერიების სიჭარბე აღინიშნა.
In many lakes, phytoplankton communities that had been dominated by diatoms or green algae became dominated by cyanobacteria.
578879.
ბიოლოგია | თავი LIV
ამ პროცესმა, რომელიც ცნობილია, როგორც ევტროფიკაცია (ბერძნული სიტყვიდან eutrophos - საკვებით კარგად მომარაგებული), ძალიან ფართო მასშტაბის ეკოლოგიური შედეგი გამოიღო.
This process, known as eutrophication (from the Greek eutrophos, well nourished), has a wide range of ecological impacts, including the eventual loss of all but the most tolerant fish species from the lakes.
578880.
ბიოლოგია | თავი LIV
მან თითქმის მთლიანად მოსპო ტბის ყველაზე უფრო ტოლერანტული თევზის სახეობები ევტროფიკაციის კონტროლი მოითხოვს იმის ცოდნას, თუ რომელი სახის სასუქი უწყობს ხელს ციანობაქტერიების აყვავებას.
Controlling eutrophication requires knowing which polluting nutrient enables the cyanobacteria to bloom.