მოიძებნა 668043 ჩანაწერი
578881.
ბიოლოგია | თავი LIV
აზოტი იშვიათად წარმოადგენს პირველადი პროდუქციის მალიმიტირებელ ფაქტორს ტბებში.
Nitrogen is rarely the limiting factor for primary production in lakes.
578882.
ბიოლოგია | თავი LIV
შინდლერმა მთლიანი ტბის ექსპერიმენტთა სერიები ჩაატარა, რომლებმაც უჩვენეს, რომ ფოსფორი წარმოადგენს იმგვარ სასუქს, რომელიც ციანობაქტერიების ზრდას ზღუდავს.
Schindler conducted a series of wholelake experiments that pointed to phosphorus as the nutrient that limited cyanobacterial growth.
578883.
ბიოლოგია | თავი LIV
მისმა ექსპერიმენტებმა სათავე დაუდო ფოსფორისაგან თავისუფალი სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებასა და წყლის ხარისხის მაკონტროლებელ სხვა რეფორმებს.
His research led to the use of phosphate-free detergents and other water quality reforms.
578884.
ბიოლოგია | თავი LIV
სახმელეთო და ჭაობიანი ეკოსისტემების პირველადი პროდუქცია.
Primary Production in Terrestrial and Wetland Ecosystems.
578885.
ბიოლოგია | თავი LIV
ფართო გეოგრაფიული მასშტაბით, ტემპერატურა და ნესტი წარმოადგენენ სახმელეთო ჭაობიანი ეკოსისტემების პირველადი პროდუქციის მაკონტროლებელ ძირითად ფაქტორებს.
On a large geographic scale, temperature and moisture are the key factors controlling primary production in terrestrial and wetland ecosystems.
578886.
ბიოლოგია | თავი LIV
მიაქციეთ ყურადღება სურათს 54.3.ბ. ტროპიკული წვიმის ტყეები, თბილი ნალექიანი პირობებით, რაც ხელს უწყობს მცენარეთა ზრდას, ყველაზე უფრო პროდუქტიულ სახმელეთო ეკოსისტემებს წარმოადგენენ.
Note again in Figure 54.3b that tropical rain forests, with their warm, wet conditions that promote plant growth, are the most productive of all terrestrial ecosystems.
578887.
ბიოლოგია | თავი LIV
ამისგან განსხვავებით, დაბალპროდუქტიული სახმელეთო ეკოსისტემები, როგორც წესი, მშრალი ადგილებია, მაგალითად, უდაბნო, რომელიც მცირე ნალექს იღებს, ანდა ცივი და მშრალი ადგილები, მაგალითად არქტიკის ტუნდრა.
In contrast, low-productivity terrestrial ecosystems are generally dry-for example, deserts, which receive little precipitation-or own cold and dry-for instance, arctic tundra.
578888.
ბიოლოგია | თავი LIV
ამ ორ უკიდურესობას შორის მდებარეობს ზომიერი ტყეებისა და დაბლობების ეკოსისტემები, რომლებიც რბილი კლიმატით ხასიათდებიან და რომელთაც აქვთ საშუალო პროდუქტიულობის დონე.
Between these extremes lie the temperate forest and grassland ecosystems, which have moderate climates and intermediate productivity levels.
578889.
ბიოლოგია | თავი LIV
კლიმატის ამგვარი კონტრასტი შეიძლება გაიზომოს საზომით, რომელსაც ეწოდება ფაქტობრივი ევაპოტრანსპირაცია, რაც წარმოადგენს მცენარეების მიერ და ლანდშაფტიდან აორთქლებული წყლის წლიურ ოდენობას, რომელიც ჩვეულებრივ მილიმეტრებში იზომება.
These contrasts in climate can be represented by a measure called actual evapotranspiration, which is the annual amount of water that transpired by plants and evaporated from a landscape, usually measured in millimeters.
578890.
ბიოლოგია | თავი LIV
ფაქტობრივი ევაპოტრანსპირაცია იზრდება რეგიონში ნამის გამოყოფის ოდენობასთან და აორთქლებისთვის ხელის შემწყობი მზის ენერგიის ოდენობასთან ერთად.
Actual evapotranspiration increases with the amount of precipitation in a region and the amount of solar energy available to drive evaporation and transpiration.
578891.
ბიოლოგია | თავი LIV
სურათი 54.8. უჩვენებს იმ მნიშვნელოვან პოზიტიურ ურთიერთობას, რაც არსებობს ფაქტობრივ ევაპორაციასა და წმინდა პირველად პროდუქციას შორის შერჩეულ ეკოსისტემებში დაწყებული უდაბნოს ბუჩქნარებიდან ტროპიკული ტყეებით დამთავრებული.
Figure 54.8 shows the significant positive relationship between actual evapotranspiration and net primary production in selected ecosystems, ranging from desert shrubland to tropical forest.
578892.
ბიოლოგია | თავი LIV
უფრო ლოკალურ მასშტაბებში, მინერალური სასუქის რაოდენობამ ნიადაგში შეიძლება ითამაშოს წამყვანი როლი სახმელეთო და ჭაობიანი ეკოსისტემების პირველადი პროდუქციის ლიმიტაციაში.
On a more local scale, mineral nutrients in the soil can play a key role in limiting primary production in terrestrial and wetland ecosystems.
578893.
ბიოლოგია | თავი LIV
პირველადი პროდუქცია ნიადაგს სასუქს ზოგჯერ იმაზე სწრაფად აცლის, ვიდრე იგი ანაზღაურებას ასწრებს.
Primary production removes soil nutrients, sometimes faster than they are replaced.
578894.
ბიოლოგია | თავი LIV
რომელიმე სასუქის ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს მცენარის ზრდის შეფერხება ანდა სულაც შეჩერება.
At some point, a single nutrient deficiency may cause plant growth to slow or cease.
578895.
ბიოლოგია | თავი LIV
ნაკლებსავარაუდოა, რომ ნიადაგის ყველა სასუქი შეიძლება ერთბაშად ამოიწუროს.
It is unlikely that all nutrients will be exhausted simultaneously.
578896.
ბიოლოგია | თავი LIV
თუ სასუქის რომელიმე სახეობა პროდუქციის შეზღუდვას იწვევს, ისეთი სასუქის დამატება, რომელიც პროდუქციის ლიმიტაციას არ იწვევს, იმ შემთხვევაშიც კი თუ ეს სასუქი მცირედ არის წარმოდგენილი, პროდუქციას სტიმულს არ მისცემს.
If a certain nutrient limits production, adding a nonlimiting nutrient, even if that nutrient is in short supply, will not stimulate production.
578897.
ბიოლოგია | თავი LIV
მაგალითად, თუ აზოტი მცირეა, ფოსფორის დამატება პროდუქციას არ გაზრდის, მაგრამ აზოტის დამატებას ექნება ùმასტიმულირებელი ეფექტი, მაშინ როცა, ვთქვათ, ფოსფორი ამოიწურება.
For example, if nitrogen is limiting, adding phosphorus will not stimulate production, whereas additional nitrogen will act as a stimulant until some other nutrient-say, phosphorus-becomes limiting.
578898.
ბიოლოგია | თავი LIV
ფაქტობრივად აზოტი და ფოსფორი ის სასუქებია, რომლებიც სახმელეთო და ჭაობიანი ეკოსისტემების პროდუქციას აკონტროლებენ.
In fact, nitrogen and phosphorus are most often the nutrients limiting terrestrial and wetland production.
578899.
ბიოლოგია | თავი LIV
სახმელეთო ეკოსისტემების პირველად პროდუქციასთან დაკავშირებულ კვლევებს პრაქტიკული გამოყენებაც აქვთ სოფლის მეურნეობაში.
Studies relating nutrients to terrestrial primary production have practical applications in agriculture.
578900.
ბიოლოგია | თავი LIV
ფერმერები მაქსიმალიზაციას უკეთებენ მარცვლოვან მოსავალს სასუქის გამოყენებით, რომელშიც დაბალანსებული პროპორციითაა საკვები ნივთიერებები წარმოდგენილი ადგილობრივი ნიადაგისა და მოსავლის ტიპის მიხედვით.
Farmers maximize their crop yields by using fertilizers with the right balance of nutrients for the local soil and the type of crop.