მოიძებნა 668043 ჩანაწერი
578901.
ბიოლოგია | თავი LIV
ენერგიის გადაცემის ეფექტურობა დონეებს შორის ჩვეულებრივ 20%-ზე ნაკლებია.
Energy transfer between trophic levels is usually less than 20% efficient.
578902.
ბიოლოგია | თავი LIV
მომხმარებლის საკვებში ქიმიური ენერგიის ოდენობა, რომელიც მის ბიომასად გარდაიქმნება მოცემული დროის მონაკვეთში, იწოდება ეკოსისტემის მეორად პროდუქციად.
The amount of chemical energy in consumers' food that is converted to their own new biomass during a given time period is called the secondary production of the ecosystem.
578903.
ბიოლოგია | თავი LIV
განვიხილოთ ორგანული ნივთიერების გადაცემა პირველადი წარმომქმნელიდან ბალახისმჭამელებისათვის, პირველადი მომხმარებლისთვის.
Consider the transfer of organic matter from primary producers to herbivores, the primary consumers.
578904.
ბიოლოგია | თავი LIV
უმეტესობა ეკოსისტემებში ბალახისმჭამელები ჭამენ მცენარეული მასალის მხოლოდ მცირე ნაწილს და მათ არ შეუძლიათ გადაამუშაონ მთელი მცენარეული მასალა, რასაც კი ისინი ჭამენ. ამას დაადასტურებს ყველა, ვინც კი ძროხების ფერმაში მოხვედრილა.
In most ecosystems, herbivores eat only a small fraction of plant material produced. And they cannot digest all the plant material that they do eat, as anyone who has walked through a dairy farm will attest.
578905.
ბიოლოგია | თავი LIV
ამგვარად პირველადი პროდუქციის მეტი წილი მომხმარებლის მიერ გამოუყენებელი რჩება.
Thus, much of primary production is not used by consumers.
578906.
ბიოლოგია | თავი LIV
მოდით, ენერგიის გადაცემის ეს პროცესი უფრო დეტალურად გავაანალიზოთ.
Let's analyze this process of energy transfer more closely.
578907.
ბიოლოგია | თავი LIV
პროდუქციის ეფექტურობა.
Production Efficiency.
578908.
ბიოლოგია | თავი LIV
უპირველეს ყოვლისა, განვიხილოთ მეორადი პროდუქცია ინდივიდუალურ ორგანიზმში, მუხლუხში.
First let's examine secondary production in an individual organism-a caterpillar.
578909.
ბიოლოგია | თავი LIV
როცა მუხლუხო მცენარის ფოთოლს ჭამს, 200 ჯ-დან მხოლოდ 33 ჯ, ანუ ფოთოლში არსებული ენერგიის ერთი მეექვსედია მოხმარებული მეორადი პროდუქციისათვის ანუ ზრდისთვის.
When a caterpillar feeds on a plant leaf, only about 33 J out of 200 J, or one-sixth of the energy in the leaf, is used for secondary production, or growth.
578910.
ბიოლოგია | თავი LIV
მუხლუხო დარჩენილი ენერგიის მხოლოდ ნაწილს ხარჯავს უჯრედულ სუნთქვაზე, ხოლო დანარჩენი ენერგია გამოიყოფა ფეკალიებით.
The caterpillar uses some of the remaining energy for cellular respiration and passes the rest in its feces.
578911.
ბიოლოგია | თავი LIV
ფეკალიებში დაგროვილი ენერგია ეკოსისტემაში რჩება და მას დეტრიტისმჭამელები მოიხმარენ.
The energy contained in the feces remains in the ecosystem, as it will be consumed by detritivores.
578912.
ბიოლოგია | თავი LIV
მუხლუხის მიერ სუნთქვაზე დახარჯული ენერგია ეკოსისტემიდან იკარგება სითბოს სახით.
The energy used for the caterpillar's respiration, however, is lost from the ecosystem as heat.
578913.
ბიოლოგია | თავი LIV
ამის გამოა, მიჩნეული, რომ ენერგია წრებრუნვას კი არ განიცდის ეკოსისტემაში, არამედ გადაეცემა და მოძრაობს ეკოსისტემაში.
This is why energy is said to flow through, not cycle within, ecosystems.
578914.
ბიოლოგია | თავი LIV
მეორადი მომხმარებლისთვის საკვებად ხელმისაწვდომია მხოლოდ ბალახისმჭამელების მიერ ბიომასად დაგროვილი ენერგია (ნაშიერის ზრდის ან ნაშიერის წარმოქმნის მეშვეობით დაგროვილი ენერგია).
Only the chemical energy stored by herbivores as biomass (through growth or the production of offspring) is available as food to secondary consumers.
578915.
ბიოლოგია | თავი LIV
ჩვენს მიერ განხილული მუხლუხის მაგალითში განხილულია საკვებად გამოყენებული ფოთლის ქსოვილი, რომელსაც მუხლუხო ფაქტობრივად ითვისებს, მაგრამ იგი არაფერს გვეუბნება ფოთლის იმ ნაწილზე, რომელიც შეუჭმელი რჩება.
Our caterpillar example is based on the leaf tissue that is actually consumed but says nothing about the available plant material not eaten.
578916.
ბიოლოგია | თავი LIV
სახმელეთო ლანდშაფტების სიმწვანე წარმოადგენს იმის თვალსაჩინო სამხილს, რომ წმინდა პირველადი პროდუქციის უმეტესი ნაწილი ფაქტობრივად აუთვისებელი რჩება ბალახისმჭამელთა მიერ და არ გარდაიქმნება მეორად პროდუქციად.
The greenness of most terrestrial landscapes is visible evidence that most net primary production is in fact not consumed by herbivores and converted to secondary production.
578917.
ბიოლოგია | თავი LIV
ჩვენ შეგვიძლია გამოვიანგარიშოთ (გავზომოთ) ცხოველთა, როგორც ენერგიის გადამცემთა ეფექტურობა შემდეგი ტოლობის გამოყენებით: წმინდა მეორადი პროდუქცია არის ბიომასაში შენახული ზრდითა და რეპროდუქციით წარმოდგენილი ენერგია.
We can measure the efficiency of animals as energy transformers using the following equation: Net secondary production is the energy stored in biomass represented by growth and reproduction.
578918.
ბიოლოგია | თავი LIV
ასიმილაცია შედგება მთლიანი ენერგიისაგან, რომელსაც იღებენ და გამოიყენებენ ზრდისათვის, რეპროდუქციისა და სუნთქვისათვის.
Assimilation consists of the total energy taken in and used for growth, reproduction, and respiration.
578919.
ბიოლოგია | თავი LIV
პროდუქციის ეფექტურობა არის ენერგიის ნაწილი, რომელიც საკვებშია შენახული და რომელიც არ გამოიყენება სუნთქვისათვის.
Production efficiency, therefore, is the fraction of energy stored in food that is not used for respiration.
578920.
ბიოლოგია | თავი LIV
სურათზე 54.10. აღბეჭდილი მუხლუხისათვის პროდუქციის ეფექტურობა შეადგენს 33%-ს. 100 ჯ ასიმილირებული ენერგიიდან 67 ჯ გამოიყენება სუნთქვისათვის.
For the caterpillar in Figure 54.10, production efficiency is 33%; 67 J of the 100 J of assimilated energy is used for respiration.