მოიძებნა 668043 ჩანაწერი
579441.
ბიოლოგია | თავი LV
ამ ანალიზის მიზანია გონივრულად გათვალოს პოპულაციის გადარჩენის შანსები, რომელიც განიხილება, როგორც გადარჩენის სპეციფიკური ალბათობა (მაგალითად, 99% შანსი) დროის გარკვეულ პერიოდში (მაგალითად, 100 წელიწადში).
The objective of the analysis is to reasonably predict a population's chances for survival, usually expressed as a specific probability of survival (for example, a 99% chance) over a particular time (for instance, 100 years).
579442.
ბიოლოგია | თავი LV
ისეთი მიდგომის მოდელები, როგორიცაა პსა, საშუალებას აძლევს დაცვით ბიოლოგებს გამოიკვლიონ ალტერნატიული მართვის გეგმების პოტენციური შედეგები.
Modeling approaches such as PVA allow conservation biologists to explore the potential consequences of alternative management plans.
579443.
ბიოლოგია | თავი LV
მიუხედავად იმისა, რომ მოდელირება ეყრდნობა შესასწავლი პოპულაციის შესახებ არსებულ უტყუარ ინფორმაციას, დაცვითი ბიოლოგია მაინც უფრო ზუსტია, როცა მოდელირება კომბინირებულია პოპულაციის საველე კვლევებთან.
Because modeling depends on reliable information about the populations under study, however, conservation biology is most robust when theoretical modeling is combined with field studies of the managed populations.
579444.
ბიოლოგია | თავი LV
ამგვარი მიდგომის მაგალითს წარმოადგენს მურა დათვების შემთხვევა, რომელსაც ამ ქვეთავში მოგვიანებით წარმოგიდგენთ.
The case study on grizzly bears presented later in this section is an example of such an approach.
579445.
ბიოლოგია | თავი LV
პოპულაციის ეფექტური ზომა.
Effective Population Size.
579446.
ბიოლოგია | თავი LV
მცირე პოპულაციური მიდგომისას ამოსავალ საკითხს წარმოადგენს გენეტიკური ვარიაცია.
Genetic variation is the key issue in the small-population approach.
579447.
ბიოლოგია | თავი LV
პოპულაციის სრულმა ზომამ შეიძლება შეცდომაში შეგვიყვანოს, რადგან პოპულაციის მხოლოდ გარკვეული წევრები ახერხებენ გამრავლებას და თავიანთი ალელების ნაშიერებისათვის გადაცემას.
The total size of a population may be misleading because only certain members of the population breed successfully and pass their alleles on to offspring.
579448.
ბიოლოგია | თავი LV
ამიტომაც მპს-ს გონივრული გაანგარიშება მოითხოვს მკვლევრისაგან პოპულაციის ეფექტური ზომის განსაზღვრას, რაც პოპულაციის გამრავლების პოტენციალს ეფუძნება.
Therefore, a meaningful estimate of MVP requires the researcher to determine the effective population size, which is based on the breeding potential of the population.
579449.
ბიოლოგია | თავი LV
ქვემოთ მოცემული ფორმულა მოიცავს გამრავლებისუნარიანი ინდივიდების სქესობრივ თანაფარდობას პოპულაციის ეფექტური ზომის გათვლისას.
The following formula incorporates the sex ratio of breeding individuals into the estimate of effective population size, abbreviated Ne:
579450.
ბიოლოგია | თავი LV
სიცოცხლის ისტორიის მრავალ მახასიათებელს შეუძლია გავლენა იქონიოს Ne-ზე ხოლო Ne-ს შეფასების ალტერნატიული ფორმულა მხედველობაში იღებს ოჯახის ზომას, მომწიფების ასაკს, პოპულაციის წევრებს შორის გენეტიკურ კავშირებს, გენების გადაცემის ეფექტურობას გეოგრაფიული განფენილობის პოპულაციებში და პოპულაციის მერყეობის დონეს.
Numerous life history traits can influence Ne, and alternative formulas for estimating Ne take into account family size, maturation age, genetic relatedness among population members, the effects of gene flow between geographically separated populations, and population fluctuations.
579451.
ბიოლოგია | თავი LV
პოპულაციების ფაქტობრივი შესწავლისას Ne ყოველთვის წარმოადგენს მთლიანი პოპულაციის რაღაც ნაწილს.
In actual study populations, N, is always some fraction of the total population.
579452.
ბიოლოგია | თავი LV
ამდენად მცირე ზომის პოპულაციის ინდივიდების მთლიანი რაოდენობის განსაზღვრა არ იძლევა იმის რეალურ სურათს, თუ რამდენად დიდია პოპულაცია საიმისოდ, რომ თავიდან აიცილოს გაწყვეტა.
Thus, simply determining the total number of individuals in a small population does not provide a good measure of whether the population is large enough to avoid extinction.
579453.
ბიოლოგია | თავი LV
სადაც ეს შესაძლებელია, დაცვითი პროგრამა მიმართულია პოპულაციის საერთო ზომის შენარჩუნებისაკენ, რომელიც მოიცავს რეპროდუქციულობის მიხედვით აქტიური ინდივიდების სიცოცხლისუნარიანობის მინიმუმ რაოდენობას.
Whenever possible, conservation programs are geared to sustain total population sizes that include at least the minimum viable number of reproductively active individuals.
579454.
ბიოლოგია | თავი LV
პოპულაციის ეფექტური ზომა (Ne) მსპ-ს ზემოთ შენარჩუნების დაცვითი მიზანი გამომდინარეობს იმ მოსაზრებიდან, რომ პოპულაციებმა უნდა შეძლონ იმგვარი გენეტიკური მრავალფეროვნების შენარჩუნება, რაც მისცემს მათ ევოლუციურად ადაპტირების საშუალებას.
The conservation goal of sustaining effective population size (Ne) above MVP stems from the concern that populations retain enough genetic diversity to be evolutionarily adaptable.
579455.
ბიოლოგია | თავი LV
შემთხვევის შესწავლა: მურა დათვის პოპულაციების სიცოცხლისუნარიანობის ანალიზი.
Case Study: Analysis of Grizzly Bear Populations.
579456.
ბიოლოგია | თავი LV
ერთ-ერთი პირველი ანალიზი 1978 წელს დიუკის უნივერსიტეტის მეცნიერის, მარკ შაფერის მიერ გაკეთდა.
One of the first population viability analyses was conducted in 1978 by Mark Shaffer, of Duke University.
579457.
ბიოლოგია | თავი LV
ამერიკის შეერთებულ შტატებში საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობა, მურა დათვი (Ursus arctos horribilis), ამჟამად 48 ერთმანეთის მომიჯნავე შტატიდან მხოლოდ 4 შტატში ცხოვრობს.
A threatened species in the United States, the grizzly bear (Ursus arctos horribilis) is currently found in only 4 of the 48 contiguous states.
579458.
ბიოლოგია | თავი LV
ამ შტატებშიც მათი პოპულაციები საშინლადაა შემცირებული და ფრაგმენტირებული.
Its populations in those states have been drastically reduced and fragmented.
579459.
ბიოლოგია | თავი LV
1800 წლის მონაცემებით 100 000 დათვი 500 მილიონ ჰექტარ ტერიტორიაზე იყო გავრცელებული მეტ-ნაკლებად მომიჯნავე საცხოვრებელ გარემოში. დღეს კი მხოლოდ 6 შედარებით იზოლირებული პოპულაცია, რომელთა შემადგენლობაში მთლიანობაში 1 000 ინდივიდია, 5 მილიონ ჰექტარზე ნაკლებ ტერიტორიაზეა გაშლილი.
In 1800, an estimated 100,000 grizzlies ranged over about 500 million hectares of more or less continuous habitat, while today there are six relatively isolated populations totaling about 1,000 individuals with a total range of less than 5 million hectares.
579460.
ბიოლოგია | თავი LV
შაფერმა სცადა განესაზღვრა ამერიკის შეერთებული შტატების მურა დათვების სიცოცხლისუნარიანობა.
Shaffer attempted to determine viable sizes for the U.S. grizzly populations.