მოიძებნა 668043 ჩანაწერი
579461.
ბიოლოგია | თავი LV
სიცოცხლის ისტორიის შესახებ მოპოვებული მონაცემების გამოყენებით, რომელთა შეგროვება მან შეძლო ელოუსტოუნის დათვებზე 12 წლიანი დაკვირვების შედეგად, მან გააკეთა გადარჩენასა და რეპროდუქციაზე გარემო ფაქტორთა გავლენის სიმულაცია.
Using life history data obtained for individual Yellowstone bears over a 12-year period, he simulated the effects of environmental factors on survival and reproduction.
579462.
ბიოლოგია | თავი LV
მისი მოდელირების მიხედვით ვარაუდი ასეთია, რომ შესაფერისი საარსებო გარემოს შემთხვევაში დათვების პოპულაციას, რომელიც 70-90 ინდივიდისაგან შედგება, ექნება გადარჩენის დაახლოებით 95% შანსი 100 წლის განმავლობაში, მაშინ როცა 100 ინდივიდისაგან შემდგარ ამ პოპულაციას ექნება გადარჩენის 95% შანსი 200 წლის განმავლობაში.
His models predicted that, given a suitable habitat, a total grizzly bear population of 70 to 90 individuals would have about a 95% chance of surviving for 100 years, whereas a population of 100 bears would have a 95% chance of surviving for 200 years.
579463.
ბიოლოგია | თავი LV
როგორ შესაბამისობაშია ელოუსტოუნის მურა დათვების პოპულაციის ფაქტობრივი ზომა შაფერის შეფასების მიხედვით პოპულაციის სიცოცხლისუნარიანობის მინიმალურ ზომასთან?
How does the actual size of the Yellowstone grizzly population compare with Shaffer's estimates of a minimum viable population size?
579464.
ბიოლოგია | თავი LV
ინფორმაციის რამდენიმე წყარო მიუნიშნებს, რომ ელოუსტოუნის დათვების პოპულაცია იზრდება.
Several sources of information indicate that the grizzly population of Yellowstone is growing.
579465.
ბიოლოგია | თავი LV
ამ ზრდის ერთ-ერთი საუკეთესო ინდიკატორია შვილებიანი მდედრი დათვების რაოდენობა ყოველწლიურად.
One of the best indicators of that growth is the number of females observed with cubs each year.
579466.
ბიოლოგია | თავი LV
ამ ციფრის ყოველწლიური ზრდა 1973 წლიდან 2002 წლამდე ამყარებს დასკვნას იმის შესახებ, რომ ელოუსტოუნის დათვების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა.
Increases in this number from 1973 to 2002 support the conclusion that the Yellowstone grizzly population has grown substantially.
579467.
ბიოლოგია | თავი LV
უფრო მეტიც, იმდენად, რამდენადაც შვილებიანი ყველა მდედრი არ არის აღნუსხული, სურათზე 55.12. მოცემული ციფრები მხოლოდ მინიმალური შეფასების მაჩვენებელს წარმოადგენს.
Moreover, since not all females with cubs are detected, the numbers shown in Figure 55.12 are minimal estimates.
579468.
ბიოლოგია | თავი LV
იმის გამო, რომ მდედრი დათვები შვილებს აჩენენ დაახლოებით სამ წელიწადში ერთხელ, შვილებიანი მდედრების რაოდენობა ყოველწლიურად შეადგენს პოპულაციაში მომწიფებული მდედრების მთლიანი რაოდენობის მხოლოდ დაახლოებით ერთ მესამედს.
And because female grizzly bears have young approximately once every three years, the number of females with cubs each year is only about one-third of the total number of mature females in the population.
579469.
ბიოლოგია | თავი LV
უმწიფარი მამრებისა და მდედრების რაოდენობისა და მომწიფებული მამრების დამატება მომწიფებული მდედრებისა და ბელების რაოდენობაზე საშუალებას იძლევა, დადგინდეს ელოუსტოუნის მთელს ეკოსისტემაში მცხოვრები დათვების მთლიანი პოპულაციის ზომა, რომელიც უტოლდება 400-ს.
Adding immature males and females and mature males to estimates of mature females and cubs yields a total grizzly population size for the greater Yellowstone ecosystem exceeding 400.
579470.
ბიოლოგია | თავი LV
ამ მაჩვენებლისა და პოპულაციის ეფექტური ზომა (Ne) დამოკიდებულება რამდენიმე ფაქტორითაა განსაზღვრული.
The relationship of this estimate of the total grizzly population to the effective population size, N, is dependent on several factors.
579471.
ბიოლოგია | თავი LV
ჩვეულებრივ მხოლოდ რამდენიმე დომინანტური მამრი მრავლდება და შესაძლოა მათთვის ძნელი აღმოჩნდეს მდედრის მოძებნა, რადგანაც ინდივიდები გაშლილნი არიან ფართო არეალზე.
Usually, only a few dominant males breed, and it may be difficult for them to locate females, since individuals inhabit such extensive areas.
579472.
ბიოლოგია | თავი LV
ამას გარდა, მდედრებს გამრავლების უნარი აქვთ მხოლოდ მაშინ, როცა საკვები უხვადაა.
Moreover, females may reproduce only when there is abundant food.
579473.
ბიოლოგია | თავი LV
ამის შედეგად Ne შეადგენს მთლიანი პოპულაციის ზომის მხოლოდ დაახლოებით 25%, რაც ელოუსტოუნის პოპულაციისათვის, რომელიც დაახლოებით 400-ს შეადგენს, იქნება მხოლოდ 100 დათვი.
As a result, Ne is only about 25% of the total population size, which for the Yellowstone population of about 400 would be only about 100 bears.
579474.
ბიოლოგია | თავი LV
იმის გამო, რომ მცირე ზომის პოპულაციებს გენეტიკური სხვადასხვაობის დაკარგვის ტენდენცია აღენიშნებათ, მეცნიერთა ჯგუფებმა ჩაატარეს ცილების, მიტოქონდრიული დნმ-სა და ბირთვული მიკროსატელიტის დნმ-ს ანალიზი, იმისათვის, რომ შეეფასებინათ ელოუსტოუნის მურა დათვების პოპულაციის გენეტიკური სხვადასხვაობა.
Because small populations tend to lose genetic variation over time, a number of research teams have analyzed proteins, mitothe chondrial DNA, and nuclear microsatellite DNA to assess genetic variability in the Yellowstone grizzly bear population.
579475.
ბიოლოგია | თავი LV
დღეისათვის არსებული ყველა მონაცემი მიუთითებს, რომ ელოუსტოუნის მურა დათვების პოპულაცია უფრო ნაკლები გენეტიკური სხვადასხვაობით ხასიათდება, ვიდრე ჩრდილო ამერიკის სხვა დათვების პოპულაციები.
All results to date indicate that the Yellowstone population has less genetic variability than other grizzly bear populations in North America.
579476.
ბიოლოგია | თავი LV
თუმცა იზოლაციასა და გენეტიკური სხვადასხვაობის შემცირებას ელოუსტოუნის დათვების პოპულაციაში ჰქონდა თანდათანობითი და არც თუ ისე სასტიკი ხასიათი XX საუკუნის განმავლობაში.
However, the isolation and decline in genetic variability in the Yellowstone grizzly bear population were gradual during the 20th century and not as severe as feared.
579477.
ბიოლოგია | თავი LV
1900-იანი წლების დასაწყისში შეგროვილი სამუზეუმო ექსპონატები უჩვენებენ, რომ ელოუსტოუნის მურა დათვების გენეტიკური სხვადასხვაგვარობას ისტორიულად მწირი ხასიათი ჰქონდა.
Museum specimens collected in the early 1900s demonstrate that genetic variability among the Yellowstone grizzly bears has historically been low.
579478.
ბიოლოგია | თავი LV
შესწავლამ ასევე უჩვენა, რომ ელოუსტოუნის დათვების პოპულაციის პოპულაციის ეფექტური ზომა იმაზე უფრო დიდია, ვიდრე ადრე ეგონათ; თითქმის მთელი XX საუკუნის განმავლობაში მიჩნეული იყო, რომ იგი დაახლოებით 80 ინდივიდს შეადგენდა, დღეს იგი ცოტათი უფრო მეტი, 100 ინდივიდითაა განსაზღვრული.
These studies also indicate that the effective population size of the Yellowstone grizzly population is larger than formerly thought approximately 80 individuals through most of the 20th century and now slightly over 100.
579479.
ბიოლოგია | თავი LV
როგორ შეუძლიათ დაცვით ბიოლოგებს განსაზღვრონ პოპულაციის ეფექტური ზომა და გენეტიკური სხვადასხვაგვარობა ელოუსტოუნის მურა დათვების პოპულაციაში?
How might conservation biologists increase the effective size and genetic variation of the Yellowstone grizzly bear population?
579480.
ბიოლოგია | თავი LV
იზოლირებულ პოპულაციებს შორის მიგრაციამ შეიძლება გაზარდოს, როგორც ეფექტური, ასევე მთლიანი პოპულაციის ზომა.
Migration between isolated populations of grizzlies could increase both effective and total population sizes.