მოიძებნა 668043 ჩანაწერი
579561.
ბიოლოგია | თავი LV
მაგალითად, Molothrus ater არის ზღვრული ტერიტორიების გარემოსთან ადაპტირებული ჩიტის სახეობა, რომელიც კვერცხებს დებს სხვა ჩიტების ბუდეებში, განსაკუთრებით გადამფრენი მგალობელი ფრინველების ბუდეებში.
For example, Molothrus ater is an edge-adapted species that lays its eggs in the nests of other birds, particularly migratory songbirds.
579562.
ბიოლოგია | თავი LV
მათ ესაჭიროებათ ტყე, სადაც ისინი შეძლებენ სხვა ჩიტის ბუდეების გამოყენებას. მათ ასევე ესაჭიროებათ ღია მდელოები, სადაც ისინი მწერებზე ნადირობენ.
They need forests, where they can parasitize the nests of other birds, and also open fields, where they forage on insects.
579563.
ბიოლოგია | თავი LV
ამიტომ ამ სახეობის ჩიტები ბინადრობენ იქ, სადაც ტყეები იჩეხება, სადაც ტყის ფრაგმენტაცია ხდება, და სადაც ჩნდება ზღვრული საცხოვრებელი გარემო და ღია ადგილები.
Thus, their populations are burgeoning where forests are being heavily cut and fragmented, creating more edge habitat and open land.
579564.
ბიოლოგია | თავი LV
თანასაზოგადოების სტრუქტურაზე ფრაგმენტაციის გავლენის შესწავლას ეძღვნება გრძელვადიანი ‘ტყის ფრაგმენტაციის ბიოლოგიური დინამიკის პროექტი’, რომელიც ორი ათეული წლის განმავლობაში მიმდინარეობს.
The influence of fragmentation on the structure of communities has been explored for two decades in the long-term Biological Dynamics of Forest Fragments Project.
579565.
ბიოლოგია | თავი LV
საკვლევი ტერიტორია, რომელიც მდებარეობს მდინარე ამაზონის აუზის შუაგულში, ქალაქ მანაუსიდან დაახლოებით 80 კილომეტრით ჩრდილოეთით, შედგება ტყის ფრაგმენტებისაგან.
Located in the heart of the Amazon River basin, approximately 80 km north of the city of Manaus, the study area consists of a series of forest fragments.
579566.
ბიოლოგია | თავი LV
ფრაგმენტები არის ტყის იზოლირებული ნაკვეთები, რომლებიც მოწყვეტილნი არიან გარშემომდებარე ტროპიკული წვიმის ტყეებიდან 80 – 1000 მეტრით.
The fragments are isolated patches of forest separated from surrounding continuous tropical rain forest by distances of 80 to 1,000 m.
579567.
ბიოლოგია | თავი LV
მთელი მსოფლიოს მასშტაბით მეცნიერებმა აშკარად დააფიქსირეს ამ ფრაგმენტაციის ფიზიკური და ბიოლოგიური გავლენა იქ მცხოვრებ ორგანიზმებზე, ხოჭოებიდან დაწყებული ჩიტებით დამთავრებული.
Researchers from all over the world have clearly documented the physical and biological effects of this fragmentation in taxa ranging from bryophytes and beetles to birds.
579568.
ბიოლოგია | თავი LV
მათ მიერ გაკეთებულ აღმოჩენათა შორისაა ორი ჯგუფის სახეობების განმეორებითი დაფიქსირება, ისინი რომლებიც ცხოვრობენ ზღვრულ საცხოვრებელ გარემოში და ისინი, რომლებიც ცხოვრობენ ტყის ინტერიერში.
Among their findings is the repeated discovery of two groups of species, those that live in forest edge habitats and those that live in the forest interior.
579569.
ბიოლოგია | თავი LV
სახეობებს, რომლებიც ტყის ინტერიერთან არიან ადაპტირებულნი, აღენიშნებათ რაოდენობრივი შემცირების მაღალი დონე მცირე ზომის ფრაგმენტებში, ეს კი ნიშნავს, რომ ლანდშაფტები, რომლებზედაც მცირე ფრაგმენტაციები უხვადაა, ხელსაყრელ საცხოვრებელ გარემოს უფრო მცირე რაოდენობის სახეობებისათვის შექმნის, ძირითადად ინტერიერთან ადაპტირებული სახეობების დაკარგვის გამო.
Species adapted to forest interiors show the greatest declines in the smallest fragments, suggesting that landscapes dominated by small fragments will support fewer species, mainly due to a loss of interior-adapted species.
579570.
ბიოლოგია | თავი LV
კორიდორები, რომლებიც აკავშირებენ საცხოვრებელი გარემოს ფრაგმენტებს.
Corridors That Connect Habitat Fragments.
579571.
ბიოლოგია | თავი LV
იქ, სადაც საცხოვრებელი გარემო სასტიკადაა ფრაგმენტირებული, ბიომრავალფეროვნების დაცვისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობის ფაქტორი შეიძლება აღმოჩნდეს ეგრეთწოდებული სამოძრაო კორიდორები, ანუ ვიწრო ზოლი ან ბუჩქნარის რიგები, რომლებიც აკავშირებენ სხვა მხრივ იზოლირებულ ფრაგმენტებს.
Where habitats have been severely fragmented, the presence of a movement corridor, a narrow strip or series of small clumps of quality habitat connecting otherwise isolated patches, can be a deciding factor in conserving biodiversity.
579572.
ბიოლოგია | თავი LV
მდინარისპირა საცხოვრებელი გარემო ხშირად ასრულებს ამგვარი კორიდორის როლს, ამიტომ ზოგჯერ ქვეყანაში სამთავრობო პოლიტიკა კრძალავს ასეთი წყლური მიდამოების განადგურებას.
Streamside habitats often serve as corridors, and in some nations, government policy prohibits destruction of these riparian areas.
579573.
ბიოლოგია | თავი LV
იმ ტერიტორიებზე, რომლებიც ადამიანების მიერ უფრო ინტენსიურადაა გამოყენებული, ზოგჯერ ხელოვნური კორიდორები იგება.
In areas of heavy human use, artificial corridors are sometimes constructed.
579574.
ბიოლოგია | თავი LV
მაგალითად, ხიდები ანდა გვირაბები, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია, შემცირდეს იმ ცხოველთა სიკვდილიანობა, რომლებიც მაგისტრალების გადაკვეთისას იღუპებიან.
For example, bridges or tunnels can reduce the number of animals killed trying to cross highways.
579575.
ბიოლოგია | თავი LV
სამოძრაო კორიდორს ასევე შეუძლია ხელი შეუწყოს გაფანტვას და შეამციროს უნაყოფობა შემცირებად პოპულაციებში.
Movement corridors also can promote dispersal and reduce inbreeding in declining populations.
579576.
ბიოლოგია | თავი LV
კორიდორებმა გაზარდეს ინდივიდთა გაცვლა-გამოცვლის შესაძლებლობა მეტაპოპულაციის ქვეპოპულაციებს შორის სხვადასხვა ორგანიზმებისათვის, პეპლებისა და სხვადასხვა წყალმცენარეების ჩათვლით.
Corridors have been shown to increase the exchange of individuals among subpopulations of a metapopulation in organisms including butterflies, voles, and various aquatic plants.
579577.
ბიოლოგია | თავი LV
კორიდორები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ სახეობებისათვის, რომლებიც სეზონურად გადაადგილდებიან ერთი საცხოვრებლიდან მეორეში.
Corridors are especially important to species that migrate between different habitats seasonally.
579578.
ბიოლოგია | თავი LV
თუმცა კორიდორი ასევე ზიანის მომტანიც შეიძლება იყოს, როგორც, მაგალითად დაავადებების გავრცელებისას, განსაკუთრებით მცირე ზომის პოპულაციებში, რომლებიც საცხოვრებელი გარემოს სხვადასხვა, მაგრამ ახლომდებარე მონაკვეთებში ცხოვრობენ.
However, a corridor can also be harmful-as, for example, in the spread of disease, especially among small populations in closely situated habitat patches.
579579.
ბიოლოგია | თავი LV
2003 წლის შესწავლის მიხედვით ესპანეთის ზარაგონას უნივერსიტეტის მკვლევარმა, ავგუსტინა ესტრადა-პენამ დაადგინა, რომ კორიდორები ხელს უწყობენ დაავადებების მატარებელი ტკიპების მოძრაობას ტყის მონაკვეთებს შორის ჩრდილოეთ ესპანეთში.
In a 2003 study, Agustin Estrada-Pena, of the University of Zaragoza, Spain, showed that habitat corridors facilitate the movement of disease-carrying ticks among forest patches in northern Spain.
579580.
ბიოლოგია | თავი LV
კორიდორების ყველა ფუნქცია ჯერ გამოკვლეული არ არის და მათი გავლენის შესწავლა აქტიური კვლევის საგანს წარმოადგენს დაცვით ბიოლოგიასა და აღდგენით ეკოლოგიაში.
All the effects of corridors are not yet understood, and their impact is an area of active research in conservation biology and restoration ecology.