მოიძებნა 668043 ჩანაწერი
579621.
ბიოლოგია | თავი LV
ზონირებული ნაკრძალი წარმოადგენს ხმელეთის ვრცელ რეგიონს, რომელიც მოიცავს ერთ და მეტ ისეთ ტერიტორიას, რომელსაც ადამიანის ხელი არ შეხებია და გარშემორტყმულია ისეთი ტერიტორიებით, რომლებიც ადამიანის აქტივობის შედეგად შეცვლილია და გამოიყენება ეკონომიკური მოგებისათვის.
A zoned reserve is an extensive region of land that includes one or more areas undisturbed by humans surrounded by lands that have been changed by hu man activity and are used for economic gain.
579622.
ბიოლოგია | თავი LV
ზონირებული ნაკრძალების ამოსავალი არსი მდგომარეობს ისეთი სოციალური და ეკონომიკური კლიმატის განვითარებაში გარშემომდებარე ტერიტორიებზე, რაც შესაბამისობაში იქნება დაცული ძირითადი ტერიტორიის გრძელვადიან სიცოცხლისუნარიანობასთან.
The key challenge of the zoned reserve approach is to develop a social and economic climate in the surrounding lands that is compatible with the long-term viability of the protected core area.
579623.
ბიოლოგია | თავი LV
გარშემო მდებარე ტერიტორიების გამოყენება გრძელდება ადამიანის პოპულაციის უზრუნველსაყოფად, თუმცა ისინი იმართება კანონმდებლობით, რაც კრძალავს ამ ტერიტორიების მეტისმეტ გადაკეთებას, რამაც შეიძლება ზიანი მოუტანოს დაცულ ტერიტორიას.
These surrounding areas continue to be used to support the human population, but with regulations that prevent the types of extensive alterations likely to impact the protected area.
579624.
ბიოლოგია | თავი LV
ამის შედეგად გარშემომდებარე სახმელეთო ტერიტორია ბუფერული ზონის როლს თამაშობს ხელშეუხებელ ტერიტორიებზე შემდგომი შეჭრის წინააღმდეგ.
As a result, the surrounding tracts of land serve as buffer zones against further intrusion into the undisturbed area.
579625.
ბიოლოგია | თავი LV
კოსტა რიკას ცენტრალური ამერიკის მცირე ერები მსოფლიო ლიდერები გახდნენ ზონირებული ნაკრძალების დაარსებაში.
The small Central American nation of Costa Rica has become a world leader in establishing zoned reserves.
579626.
ბიოლოგია | თავი LV
საერთაშორისო შეთანხმებებში, რომელმაც მათ სხვა ქვეყნებთან ფინანსური ვალი შეუმცირა, კოსტა რიკის მთავრობამ გამოყო რვა ზონირებული ნაკრძალი, რომელთაც უწოდა “დასაცავი ტერიტორიები“, რომელიც წარმოადგენს ეროვნული პარკის ტერიტორიას.
In an international agreement that reduced its financial debt to other countries, the Costa Rican government established eight zoned reserves, called "conservation areas," which contain designated national park land.
579627.
ბიოლოგია | თავი LV
კოსტა რიკა წარმატებას აღწევს ზონირებული ნაკრძალების მენეჯმენტში, ხოლო ბუფერული ზონები უზრუნველყოფენ სტაბილურ მომარაგებას ტყის პროდუქტებით, წყლითა და ჰიდროელექტრო ენერგიით, ასევე ხელს უწყობენ სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის განვითარებას.
Costa Rica is making progress toward managing its zoned reserves, and the buffer zones provide a steady, lasting supply of forest products, water, and hydroelectric power and also support sustainable agriculture and tourism.
579628.
ბიოლოგია | თავი LV
ეს მნიშვნელოვანი ღონისძიებები იქ მცხოვრები ადამიანებისათვის სტაბილურ ეკონომიკურ ბაზას ქმნის.
An important goal is providing a stable economic base for people living there.
579629.
ბიოლოგია | თავი LV
როგორც პენსილვანიის უნივერსიტეტის ეკოლოგმა, ტროპიკული დაცვითი ბიოლოგიის წამყვანმა მეცნიერმა, დენიელ ჯანზილმა თქვა: “კონსერვირებული ვრცელი ბუნების გრძელვადიანი გადარჩენის ალბათობა პირდაპირპროპორციულია იმ საზოგადოების ეკონომიკური სიჯანსაღისა და სტაბილურობისა, რომელშიც ეს ველური ბუნებაა შენარჩუნებული“.
As University of Pennsylvania ecologist Daniel Janzen, a leader in tropical conservation, has said, "The likelihood of long-term survival of a conserved wildland area is directly proportional to the economic health and stability of the society in which that wildland is embedded."
579630.
ბიოლოგია | თავი LV
დესტრუქციის მაგალითები, რომლებიც შესაბამისობაში არ არიან ეკოსისტემის გრძელვადიან დაცვასთან და რომლისგანაც ძალიან მცირეა ლოკალური სარგებელი, როგორიცაა მაგალითად მასობრივი ხე-ტყის დამზადება, ფართომასშტაბიანი ერთმოსავლიანი სოფლის მეურნეობა, ფართოდ გაშლილი ქვანახშირის მოპოვება, იდეალურადაა მოქცეული ბუფერული ზონების ცენტრიდან ყველაზე უფრო მოშორებულ ზღვრებში და თანდათანობით იზღუდებიან.
Destructive practices that are not compatible with long-term ecosystem conservation and from which there is often little local profit, such as massive logging, large-scale single-crop agriculture, and extensive mining, are ideally confined to the outermost fringes of the buffer zones and are gradually being discouraged.
579631.
ბიოლოგია | თავი LV
კოსტა რიკას იმედი აქვს, რომ ზონირებული ნაკრძალების სისტემით იგი შეინარჩუნებს ბუნებრივი სახეობების სულ ცოტა 80%-ს, თუმცა ამ სისტემას აქვს ასევე ნეგატიური მხარეც.
Costa Rica looks to its zoned reserve system to maintain at least 80% of its native species, but the system is not without negative aspects.
579632.
ბიოლოგია | თავი LV
2003 წლის ანალიზის მიხედვით, რომელიც ჩატარდა 1960-1997 წლებში ხმელეთის საფარის ცვლილების შესასწავლად, აღმოჩნდა, რომ კოსტა რიკას ეროვნულ პარკში და ბუფერული ზონის 1კმ-იან ზონაში ადგილი ჰქონდა ხელაღებულ ტყის ჩეხას.
A 2003 analysis of land cover change between 1960 and 1997 showed negligible deforestation within Costa Rica's national parks and a gain in forest cover in the 1-km buffer around the parks.
579633.
ბიოლოგია | თავი LV
ტყის საფარის მნიშვნელოვანი დანაკარგი ასევე აღმოჩენილ იქნა ეროვნული პარკის 10 კმ-იანი ბუფერულ ზონაშიც. ეს ყველაფერი ქმნის პარკის იზოლირებულ საცხოვრებელ გარემოდ გადაქცევის საშიშროებას.
However, significant losses in forest cover were discovered in the 10-km buffer zones around all national parks, which threatens to turn the parks into isolated habitat islands.
579634.
ბიოლოგია | თავი LV
ადამიანების მიერ ეკოსისტემის ექსპლუატაციის მაღალი მაჩვენებელი ზოგიერთ ანალიტიკოსს აძლევს იმის ვარაუდის საშუალებას, რომ ბიოსფეროს მხოლოდ 10%-ზე ნაკლები იქნება დაცული, როგორც ბუნებრივ ნაკრძალი.
The continued high rate of human exploitation of ecosystems leads some analysts to predict that considerably less than 10% of the biosphere will ever be protected as nature reserves.
579635.
ბიოლოგია | თავი LV
ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება ხშირად მოიცავს ისეთ ლანდშაფტზე მუშაობას, რომლებზედაც მთლიანად ადამიანები დომინირებენ.
Sustaining biodiversity often involves working in landscapes that are almost entirely human dominated.
579636.
ბიოლოგია | თავი LV
ვრცელი წყლური ეკოსისტემებიც კი დღეს ძლიერად არიან ადამიანისგან ექსპლუატირებულნი.
Even vast marine ecosystems have become heavily impacted by human exploitation.
579637.
ბიოლოგია | თავი LV
მაგალითად, კომერციულად მნიშვნელოვანი თევზების პოპულაციები მთელს მსოფლიოში განადგურდა თევზჭერისათვის ისეთი უაღრესად განვითარებული ტექნოლოგიების გამოყენების წყალობით, რომელთა მეშვეობით თევზჭერა ხელმისაწვდომი ხდება ყველა დონეზე და ყველა ადგილზე.
For example, commercially important fish populations around the world have collapsed in the face of mounting fishing pressure from increasingly sophisticated equipment that puts nearly all potential fishing grounds within reach.
579638.
ბიოლოგია | თავი LV
ამის პასუხად ინგლისის იორკის უნივერსიტეტის მეცნიერებმა, ფიოლა გელმა და კალუმ რობერტსმა შემოგვთავაზეს წყლური ნაკრძალების შემოღების იდეა მთელს მსოფლიოში, რომლებშიც თევზჭერა შეზღუდული იქნება.
In response, Fiona Gell and Callum Roberts of the University of York, England, have proposed the establishment of marine reserves around the world that would be off limits to fishing.
579639.
ბიოლოგია | თავი LV
გელისა და რობერტსის ძლიერი არგუმენტი იმაში მდგომარეობს, რომ წყლური ნაკრძალები კარგი საშუალებანი იქნებიან, როგორც თევზების პოპულაციების ზრდისათვის, ასევე ახლო-მახლო არეალებში თევზჭერის განვითარებისათვის.
Gell and Roberts present strong evidence that a patchwork of marine reserves can serve as a means of both increasing fish populations within the reserves and improving fishing success in nearby areas.
579640.
ბიოლოგია | თავი LV
მათ მიერ შემოთავაზებული სისტემა წარმოადგენს საუკუნეების წინ არსებული პრაქტიკის თანამედროვე გამოყენებას ფიჯის კუნძულებზე, სადაც ზოგიერთი ტერიტორია ისტორიულად ჩაკეტილი იყო თევზჭერისათვის.
Their proposed system is a modern application of a centuries-old practice in the Fiji Islands in which some areas have historically remained closed to fishing.