მოიძებნა 668043 ჩანაწერი
579641.
ბიოლოგია | თავი LV
აღდგენითი ეკოლოგია ცდილობს დეგრადირებული ეკოსისტემების აღდგენას და მათთვის ბუნებრივი მდგომარეობის დაბრუნებას.
Restoration ecology attempts to restore degraded ecosystems to a more natural state.
579642.
ბიოლოგია | თავი LV
ზოგიერთი ტერიტორია, რომელიც ადამიანის აქტივობის შედეგადაა გადაკეთებული, საბოლოოდ მიტოვებული რჩება.
Eventually, some areas that are altered by human activity are abandoned.
579643.
ბიოლოგია | თავი LV
მაგალითად, ტროპიკული ტერიტორიები უნაყოფო ხდება და ამიტომ ფერმერული საჭიროებებისთვის ტყის გაჩეხის შემდეგ ხუთიოდე წლით ეს ტერიტორიები მიტოვებულია ხოლმე.
For instance, the soils of many tropical areas become unproductive and are abandoned fewer than five years after being cleared for farming.
579644.
ბიოლოგია | თავი LV
ქვანახშირის მოპოვება შეიძლება რამდენიმე ათწლეული გაგრძელდეს, მაგრამ შემდეგ სრულ დეგრადირებულ მდგომარეობაში მოყვანილ ამ მიწებს მიატოვებენ ხოლმე.
Mining activities may last for several decades, but the lands are then abandoned in a degraded state.
579645.
ბიოლოგია | თავი LV
ასევე მრავალი ეკოსისტემა განადგურებულია ტოქსიკური ქიმიკატებით ანდა ნავთობის ჩაღვრით.
Many ecosystems are also damaged inadvertently by the dumping of toxic chemicals or such mishaps as oil spills.
579646.
ბიოლოგია | თავი LV
ასეთი დეგრადირებული ტერიტორიებისა და ეკოსისტემების რიცხვი სულ უფრო იზრდება, რადგანაც აღდგენის ბუნებრივი საშუალებების მოქმედების პროცესი უფრო ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ადამიანის აქტივობით გამოწვეული დეგრადაციის პროცესები.
Such degraded habitats and ecosystems are increasing in area because the natural rate of recovery by successional processes is slower than the rate of degradation by human activities.
579647.
ბიოლოგია | თავი LV
თუ საკმაო დროს მივცემთ, ბიოლოგიურ თანასაზოგადოებებს შეუძლიათ ბუნებრივად აღიდგინონ თავი მრავალი სხვადასხვა ტიპის ჩარევის შემდეგ ეკოლოგიური თანმიმდევრობის სხვადასხვა ეტაპზე, რაც ჩვენ 53-ე თავში განვიხილეთ.
Given enough time, biological communities can recover naturally from many types of disturbances through the various stages of ecological succession that we discussed in Chapter 53.
579648.
ბიოლოგია | თავი LV
ამგვარი ბუნებრივი აღდგენისათვის საჭირო დროის ოდენობა უფრო მეტად დამოკიდებულია ჩარევის რიცხობრივ მასშტაბზე, ვიდრე ჩარევის ტიპზე.
The amount of time required for such natural recovery is more closely related to the spatial scale of the disturbance than the type of disturbance.
579649.
ბიოლოგია | თავი LV
რაც უფრო დიდია ხელყოფილი ტერიტორია, მით უფრო მეტი დროა საჭირო მისი აღდგენისთვის.
The larger the area disturbed, the longer the time required for recovery.
579650.
ბიოლოგია | თავი LV
მნიშვნელობა არა აქვს ხელყოფა ადამიანის მიერაა განხორციელებული თუ ბუნებრივი მოვლენისაგანაა გამოწვეული.
Whether the disturbance is natural or caused by humans seems to make little difference in this size-time relationship.
579651.
ბიოლოგია | თავი LV
ერთ-ერთ საბაზო მოსაზრებას აღდგენითი ეკოლოგიისათვის წარმოადგენს ის, რომ გარემოსათვის მიყენებული ზიანის აღდგენა შესაძლებელია, მაგრამ ეს ოპტიმიზმი უნდა დაბალანსდეს მეორე მოსაზრებით, იმით, რომ თანასაზოგადოებები უსასრულოდ სიცოცხლისუნარიანები არ არიან.
One of the basic assumptions of restoration ecology is that most environmental damage is reversible, but this optimism must be balanced by a second assumption-that communities are not infinitely resilient.
579652.
ბიოლოგია | თავი LV
აღდგენითი ეკოლოგები მუშაობენ იმ პროცესების იდენტიფიკაციასა და მანიპულაციაზე, რომლებიც უაღრესად ზღუდავენ აღდგენის პროცესის ტემპს, იმ მიზნით, რომ როგორმე შეამცირონ ის დრო, რომელიც თანასაზოგადოებას სჭირდება ხელყოფის შედეგების შემდეგ თავის აღსადგენად.
Restoration ecologists work to identify and manipulate the processes that most limit the speed of recovery in order to reduce the time it takes for a community to bounce back from the impact of disturbances.
579653.
ბიოლოგია | თავი LV
ბუნებრივი ხელყოფა, როგორიცაა პერიოდული ხანძრები ან წყალდიდობები, წარმოადგენს მრავალი ეკოსისტემის დინამიკის ნაწილს და საჭიროა ამგვარი ხელყოფის ჩართვა აღდგენით სტრატეგიაში.
It is important to remember, however, that natural disturbance such as periodic fire or flooding is part of the dynamics of many ecosystems and needs to be considered in restoration strategies.
579654.
ბიოლოგია | თავი LV
აღდგენითი ეკოლოგიის ორ ამოსავალ სტრატეგიას წარმოადგენს: ეკოსისტემის პროცესთა ბიორემედიაცია და ოგმენტაცია.
Two key strategies in restoration ecology are bioremediation and augmentation of ecosystem processes.
579655.
ბიოლოგია | თავი LV
ბიორემედიაცია.
Bioremediation.
579656.
ბიოლოგია | თავი LV
ბიორემედიაცია არის ცოცხალი ორგანიზმების, როგორც წესი, პროკარიოტების, სოკოვანების ან მცენარეების გამოყენება დაბინძურებული ეკოსისტემის დეტოქსიკაციის მიზნებისთვის.
Bioremediation is the use of living organisms, usually prokaryotes, fungi, or plants, to detoxify polluted ecosystems.
579657.
ბიოლოგია | თავი LV
მაგალითად, ზოგიერთ მცენარეს, რომელიც ადაპტირებულია მძიმე მეტალების შემცველ ნიადაგთან, უნარი შესწევს აკუმულირება გაუკეთოს პოტენციურად ტოქსიკური მეტალების, მაგალითად თუთიის, ნიკელის, ტყვიისა და კადმიუმის მაღალ კონცენტრაციას.
For example, some plants adapted to soils containing heavy metals are capable of accumulating high concentrations of potentially toxic metals such as zinc, nickel, lead, and cadmium.
579658.
ბიოლოგია | თავი LV
აღდგენით ეკოლოგებს შეუძლიათ, გამოიყენონ ეს მცენარეები იმ ტერიტორიების რევეგეტაციისთვის, რომლებიც დაბინძურებულია ქვანახშირის მოპოვების და ადამიანის სხვა აქტივობის გამო და შემდეგ მოსხიპონ ეს მცენარეები იმისთვის, რომ მოაშორონ ეს მეტალები ეკოსისტემიდან.
Restoration ecologists can use these plants to revegetate sites polluted by mining and other human activities and then harvest the plants to remove the metals from the ecosystem.
579659.
ბიოლოგია | თავი LV
ზოგი მკვლევარი ასევე ფიქრობს გარკვეული პროკარიოტებისა და ხავსურების გამოყენებას მეტალების კონცენტრაციისათვის.
A number of researchers are also focusing on the ability of certain prokaryotes and lichens to concentrate metals.
579660.
ბიოლოგია | თავი LV
გაერთიანებულ სამეფოში მეცნიერებმა აღმოაჩინეს ხავსურას სახეობები, რომლებიც იზრდებიან ისეთ ნიადაგზე, რომელი ქვანახშირის მოპოვების შემდეგ დარჩენილი ურანის მტვრითაა დაბინძურებული.
Researchers in the United Kingdom discovered a lichen species that grows on soil polluted with uranium dust left over from mining.