მოიძებნა 668043 ჩანაწერი
583201.
განთიადი | თავი XIV
მისკენ არ გამიხედავს, დამთანხმდა თუ არა.
I didn't look at him to see if he was in agreement.
583202.
განთიადი | თავი XIV
– გმადლობ, ჯეიკობ, – თქვა და გამიღიმა ესმემ.
"Thank you, Jacob," Esme said, smiling at me.
583203.
განთიადი | თავი XIV
– თქვენც გმადლობთ, – ჩვეულებრივზე მეტად გამიხურდა სახე.
"Thank you." My face felt hot – hotter than usual.
583204.
განთიადი | თავი XIV
ასე იცის ვამპირებთან დიდხანს ყოფნამ – მათაც ეჩვევი.
This was the problem with hanging out with vampires – you got used to them.
583205.
განთიადი | თავი XIV
– ხომ დაბრუნდები, ჯეიკ? – მკითხა ბელამ, სანამ გაქცევას მოვასწრებდი.
"Will you come back later, Jake?" Bella asked as I tried to make a run for it.
583206.
განთიადი | თავი XIV
– არ ვიცი. - მან ტუჩები უცნაურად მოკუმა, თითქოს სიცილს იკავებსო.
"Uh, I don't know." She pressed her lips together, like she was trying not to smile.
583207.
განთიადი | თავი XIV
– გთხოვ. შეიძლება, ისევ შემცივდეს.
"Please? I might get cold."
583208.
განთიადი | თავი XIV
– პარმაღზე ტანსაცმლის კალათა დავდგი. ლეასთვისაა.
"I left a basket of clothes on the porch. They're for Leah.
583209.
განთიადი | თავი XIV
ყველა გარეცხილია.
They're freshly washed.
583210.
განთიადი | თავი XIV
– თუ შეიძლება ისიც წაუღე.
"Do you mind taking them to her?"
583211.
განთიადი | თავი XV
ჯეიკ, ხომ მითხარი, საღამოს დამჭირდებიო?
Jake, thought you said you wanted me at dusk.
583212.
განთიადი | თავი XV
„ლეამ რატომ არ გამაღვიძა?“ „იმიტომ, რომ აღარ დამჭირდი.“
How come you didn't have Leah wake me up? 'Cause I didn't need you.
583213.
განთიადი | თავი XV
ის უკვე საზღვრის ჩრდილოეთ ნახევარზე პატრულირებდა.
He was already picking up the north half of the circle.
583214.
განთიადი | თავი XV
ჩემს ნაკვალევს გადააწყდა.
He'd caught the edge of one of my side trips.
583215.
განთიადი | თავი XV
სეთმა ისევ საზღვრის გასწვრივ განაგრძო სირბილი.
Seth looped back toward the main perimeter.
583216.
განთიადი | თავი XV
მასთან ერთად სირბილი უფრო ადვილი იყო, ვიდრე ლეასთან.
It was easier to run with him than it was to do the same with Leah.
583217.
განთიადი | თავი XV
მართალია, ყველანაირად ცდილობდა ამის დამალვას, მაგრამ მის ფიქრებში ყოველთვის ვამჩნევდი გაღიზიანებას.
Though she was trying – trying hard – there was always an edge to her thoughts.
583218.
განთიადი | თავი XV
მას აქ ყოფნა არ სურდა.
She didn't want to be here.
583219.
განთიადი | თავი XV
არც ის ახარებდა, რომ სემი მათთან მეგობრობდა და ეს მეგობრობა სულ უფრო მტკიცდებოდა.
She didn't want to deal with Seth's cozy friendship with them, a friendship that was only getting stronger.
583220.
განთიადი | თავი XV
როცა სემის ხროვაში ვიყავით, ერთმანეთს ყოველთვის ნერვებს ვუშლიდით ხოლმე.
We'd always gotten on each other's nerves when we were in Sam's pack.