მოიძებნა 668043 ჩანაწერი
583761.
განთიადი | თავი XVII
ტკივილთან, რომელსაც გავურბოდი, კვლავ მარტო დარჩენა არ მინდოდა.
Back to the pain I'd run from. Back to being absolutely alone with it.
583762.
განთიადი | თავი XVII
ცოტას ვაჭარბებ, მთლად მარტო ალბათ აღარ ვრჩებოდი, მაგრამ ესეც ცუდი იყო – ლეასა და სეთს ჩემთან ერთად ტანჯვა მოუწევდათ.
Okay, that was melodramatic. I wouldn't beall alone, but that was a bad thing. Leah and Seth would have to suffer with me.
583763.
განთიადი | თავი XVII
ეს ბიჭი არანაირად არ იმსახურებდა ჩემ გამო ტვინის შერყევას.
Kid didn't deserve to have his peace of mind ruined.
583764.
განთიადი | თავი XVII
არც ლეა იმსახურებდა, მაგრამ ის ჩემს განცდებს გაგებით მაინც ეკიდებოდა.
Leah didn't, either, but at least it was something she understood.
583765.
განთიადი | თავი XVII
ლეასთვის ტკივილი უცხო არ იყო.
Nothing new about pain for Leah.
583766.
განთიადი | თავი XVII
ამოვიხვნეშე, როცა ლეას თხოვნა გამახსენდა.
I sighed big as I thought about what Leah wanted from me.
583767.
განთიადი | თავი XVII
მასზე ჯერ კიდევ ვბრაზობდი, მაგრამ დახმარებასა და ცხოვრების გაუმჯობესებაზე უარს ვერ ვეტყოდი.
I was still pissed at her, but I couldn't ignore the fact that i could make her life easier.
583768.
განთიადი | თავი XVII
თანაც, ახლა, როცა მეც მის მდგომარეობაში აღმოვჩნდი, იქნებ მისი სიახლოვე მეც დამხმარებოდა.
And – now that I knew her better – I thought she would probably do this for me, if our positions were reversed.
583769.
განთიადი | თავი XVII
მასთან დაახლოება, მეტიც, დამეგობრება, უცხო შეგრძნებას იწვევდა ჩემში.
It would be interesting, at the very least, and strange, too, to have Leah as a companion – as a friend.
583770.
განთიადი | თავი XVII
მართალია, ერთმანეთს ხშირად ვეკამათებოდით, მაგრამ ეს, ერთი მხრივ, კარგიც კი იყო.
She wouldn't be one to let me wallow, but I thought that was a good thing.
583771.
განთიადი | თავი XVII
დროდადრო შემოლაწუნება და გამოფხიზლება არც მე მაწყენდა.
I'd probably need someone to kick my butt now and then.
583772.
განთიადი | თავი XVII
ბოლოს და ბოლოს, ის ერთადერთი მეგობარი იყო, ვისაც ჩემი გასაჭირი ნამდვილად ესმოდა.
She was really the only friend who had any chance of understanding what I was going through now.
583773.
განთიადი | თავი XVII
ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ ლეა ჩემთან ერთად გადაიტანდა იმ მძიმე თვეებს ან წლებს, წინ რომ მელოდა.
And I knew Leah was strong enough to face with me the months that were coming. Months and years.
583774.
განთიადი | თავი XVII
ყველაფერი ჯერ წინ იყო, ამ ყველაფრის დაწყებამდე კი ისე ცოტა დრო რჩებოდა...
So much time coming, and then so little time before it started.
583775.
განთიადი | თავი XVII
სულ რაღაც სამ-ნახევარ დღეში სევდის უკიდეგანო ოკეანეში ჩავვარდებოდი. მე კი ამ სამ-ნახევარ დღესაც უქმად ვხარჯავდი...
Three and a half more days, and here I was, wasting that little bit of time I had.
583776.
განთიადი | თავი XVII
სიჩქარეს მოვუმატე.
I started driving too fast again.
583777.
განთიადი | თავი XVII
ფორკსის შესასვლელში გზის ორივე მხარეს გუშაგებივით მდგარი სემი და ჯარედი დავინახე.
I saw Sam and Jared, one on either side of the road like sentinels, as I raced up the road toward Forks.
583778.
განთიადი | თავი XVII
სქელ ბუჩქებში იმალებოდნენ, მაგრამ მე ვიცოდი, საითაც უნდა გამეხედა.
They were well hidden in the thick branches, but I was expecting them, and I knew what to look for.
583779.
განთიადი | თავი XVII
როცა გვერდით ჩავუქროლე, ორივეს თავი დავუქნიე, მაგრამ წამითაც არ მინაღვლია, ჩემს უცნაურ მოგზაურობაზე რას იფიქრებდნენ.
I nodded as I blew past them, not bothering to wonder what they made of my day trip.
583780.
განთიადი | თავი XVII
კალენების სახლისკენ რომ გავუხვიე, ლეას და სეთსაც დავუქნიე თავი.
I nodded to Leah and Seth, too, as I cruised up the Cullens' driveway.