მოიძებნა 668043 ჩანაწერი
583821.
განთიადი | თავი XVII
– ვერ დაგპირდები, რომ ლეას შეკავებას შევძლებ, – ვუთხარი მას, – ამას არც ვიზამ.
"I can't promise to control Leah," I told him. "I won't do that."
583822.
განთიადი | თავი XVII
ლეა უკან არაფერზე დაიხევს, ასე რომ, რაც სათქმელი ჰქონდა, დღეს ყველაფერს იტყოდა.
Leah's not one to hold back, so she probably got it all off her chest today."
583823.
განთიადი | თავი XVII
– ამაში უნდა დაგეთანხმო.
"I would say so."
583824.
განთიადი | თავი XVII
– კარგი. ბელას მეც უნდა ველაპარაკო.
"Anyway, I'll talk to Bella about it, too."
583825.
განთიადი | თავი XVII
არ მინდა, თავი ცუდად იგრძნოს.
She doesn't need to feel bad.
583826.
განთიადი | თავი XVII
ყველაფერი ჩემ გამო მოხდა.
This one's on me.
583827.
განთიადი | თავი XVII
– ეს უკვე ვუთხარი.
"I already told her that."
583828.
განთიადი | თავი XVII
მერე, ახლა როგორაა?
"Is she okay?"
583829.
განთიადი | თავი XVII
– სძინავს. მასთან როუზია.
"She's sleeping now. Rose is with her."
583830.
განთიადი | თავი XVII
აჰა, ის გადარეული ქერათმიანი უკვე „როუზად“ იქცა.
So the psycho was "Rose" now.
583831.
განთიადი | თავი XVII
მან ჩემს ამ ფიქრებს წაუყრუა და დასმულ შეკითხვაზე უფრო სრული პასუხი გამცა.
He ignored that thought, continuing with a more complete answer to my question.
583832.
განთიადი | თავი XVII
– ახლა ბევრად უკეთაა, ლეას საყვედურებით გამოწვეულ დანაშაულის გრძნობას თუ არ ჩავთვლით.
"She's... better in some ways. Aside from Leah's tirade and the resulting guilt."
583833.
განთიადი | თავი XVII
ჰო, ახლა ედუარდს პატარა ურჩხულის აზრები ესმოდა და უკვე ყველაფერი ფანტასტიკურად იყო.
Because Edward was hearing the monster and everything was all lovey-dovey now.
583834.
განთიადი | თავი XVII
– მხოლოდ მაგიტომ არა, – დაიჩურჩულა ედუარდმა, – ისე, ცხადია, რომ კარგად განვითარებული გონებრივი მონაცემები აქვს.
"It's a bit more than that," he murmured. "It's apparent that he or she has remarkably developed mental facilities."
583835.
განთიადი | თავი XVII
მას ჩვენი ესმის.
He can understand us, to an extent.
583836.
განთიადი | თავი XVII
გაკვირვებისგან ყბა ჩამომივარდა.
My mouth fell open.
583837.
განთიადი | თავი XVII
– ამას სერიოზულად ამბობ?
"Are you serious?"
583838.
განთიადი | თავი XVII
ბავშვი ბუნდოვნად ხვდება, რომ ბელას ტკივილს აყენებს და ყოველმხრივ ცდილობს, ამას თავი აარიდოს.
He seems to have a vague sense of what hurts her now. He's trying to avoid that, as much as possible.
583839.
განთიადი | თავი XVII
ედუარდს თვალებგადმოკარკლული მივშტერებოდი.
I stared at Edward, feeling sort of like my eyes might pop out of their sockets.
583840.
განთიადი | თავი XVII
ედუარდი იმას, ვისაც ბელა უყვარდა, ვერ შეიძულებდა.
He couldn't hate what loved Bella.